დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 24 ოქტომბრის №221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 20/01/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310010010.54.066.016249 |
|
„სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 24 ოქტომბრის №221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 24 ოქტომბრის № 221 ბრძანებით დამტკიცებულ „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესში“ (www.matsne.gov.ge,28.10.2013წ., სარეგისტრაციო კოდი: 310010010.54.066.016053) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ამოღებულ იქნეს მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. 2. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „შენიშვნა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: სასწავლო ბაზის მოწყობასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია: ა) ეკიპაჟის წევრებისათვის სასწავლო ბაზის მოწყობასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ევროკომისიის 2011 წლი 3 ნოემბრის №1178/2011 რეგულაციის ORA.GEN. 215 პუნქტის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM); ბ) საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტისთვის – ევროკომისიის 2014 წლის 26 ნოემბრის №1321/2014 რეგულაციის Part147.A.100 პუნქტის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM).“. 3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. მე-14 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. სასწავლო ფრენების სამეთვალყურეო მომსახურება“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები