შპს ,,რუსთავტრანსის’’ გაკოტრების მმართველის გიორგი ხუნდაძის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ

შპს ,,რუსთავტრანსის’’ გაკოტრების მმართველის გიორგი ხუნდაძის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/19081-21
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 10/01/2022
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/01/2022
სარეგისტრაციო კოდი
2/19081-21
10/01/2022
ვებგვერდი, 14/01/2022
შპს ,,რუსთავტრანსის’’ გაკოტრების მმართველის გიორგი ხუნდაძის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2/19081-21/330210021004907879

 2022 წლის 10  იანვარი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე  -  ლიანა კაჟაშვილი

სხდომის მდივანი - თამთა ცხვირაშვილი

 

განმცხადებელი/მოვალე - შპს „რუსთავტრანსი“ (ს/კ 216311845)

სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი - გელა ფუტკარაძის

მონაწილეობით სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა შპს ,,რუსთავტრანსის’’ გაკოტრების მმართველის გიორგი ხუნდაძის განცხადება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ განცხადების გახმობის თაობაზე

ს ა ს ა  მ ა რ თ ლ ო მ    გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა  :

2021 წლის 03 აგვისტოს, შპს „რუსთავტრანსი“-ს (ს/კ 216311845)  წარმომადგენელმა, იოსებ შველიძემ, განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „რუსთავტრანსი“-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

2021 წლის 10 აგვისტოს მიღებული განჩინებით, წარმოდგენილ განცხადებაზე დადგინდა ხარვეზი და განმცხადებელს დაევალა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე რუსთავის მერიის, როგორც კომპანიის 100% წილის მესაკუთრის თანხმობის წარმოდგენა.

2021 წლის 16 აგვისტოს, განმცხადებელმა შეავსო ხარვეზი და საქმეს დაურთო ზემოხსენებული განჩინებით მოთხოვნილი, შესაბამისი თანხმობის არსებობის დამდასტურებელი დოკუმენტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 აგვისტოს განჩინებით მოვალე შპს „რუსთავტრანსის“ (ს/კ 216311845) განცხადება დასაშვებად იქნეს ცნობილი და შპს „რუსთავტრანსის“ (ს/კ 216311845) მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი და შპს „რუსთავტრანსი“-ს გაკოტრების მმართველოად დაინიშნა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი - გიორგი ხუნდაძე (პ/ნ 01001074765).

2021 წლის 18 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „რუსთავტრანსი“-ს გაკოტრების მმართველმა გიორგი ხუნდაძემ სასამართლოს მოაწოდა ინფორმაცია, რომ შპს „რუსთავტრანსი“-ს ჰყავს ერთი უზრუნველყოფილი კრედიტორი შემოსავლების სამსახურის სახით და მისი კრედიტორული მოთხოვნა შპს „რუსთავტრანსი“-ს მიმართ შეადგენს 3 154 136.82 ლარს.

2021 წლის 28 დეკემბერს შპს „რუსთავტრანსი“-ს გაკოტრების მმართველმა გიორგი ხუნდაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარმოადგინა მოხსენება და განცხადება კრედიტორთა კრების მოწვევის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინებით მოვალე შპს „რუსთავტრანსი“-ს (ს/კ 216311845) გაკოტრების მმართველის გიორგი ხუნდაძის (პ/ნ 01001074765) მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

2022 წლის 10 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხდებით მომართა შპს ,,რუსთავტრანსის’’ გაკოტრების მმართველმა გიორგი ხუნდაძემ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ მოთხოვნის გაუქმების თაობაზე.

სასამართლომ განიხილა შპს „რუსთავტრანსი“-ს გაკოტრების მმართველის განცხადება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ მოთხოვნის გაუქმების თაობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-13-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ასევე ამავე კანონის მე-100-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს კრედიტორთა კრების მოწვევის მოთხოვნით. შპს „რუსთავტრანსი“-ს გაკოტრების მმართველმა 2021 წლის 28 დეკემბერს მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით კრედიტორთა კრების მოწვევის მოთხოვნით, 2022 წლის 10 იანვარს 11:43 საათზე წარმოდგენილი განცხადებით გაკოტრების მმართველმა ითხოვა კრების მოწვევის შესახებ მოთხოვნის გაუქმება. განმცხადებელი, რომელიც თავად იყო კრების მოწვევის ინიციატორი, თავად ითხოვს რომ გაუქმდეს მისი მოთხოვნა.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენება არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზანსა და პრინციპებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებებს სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83 1-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის ''ვ'' პუნქტის თანახმად, სასამართლო განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოთხოვის შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი კანონიც არ არსებობს, სასამართლო ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია). 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „რუსთავტრანსი“-ს გაკოტრების მმართველის შუამდგომლობა კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ მოთხოვნის გაუქმების შესახებ საფუძვლიანია და მის მიერ 2021 წლის 28 დეკემბერს წარმოდგენილი განცხადება შპს „რუსთავტრანსი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8, მე-9, მუხლებითა და ასევე  საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 7-ე, 831-ე, 284-ე, 285-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაკმაყოფილდეს შპს ,,რუსთავტრანსის’’ გაკოტრების მმართველის გიორგი ხუნდაძის მოთხოვნა და მის მიერ 2021 წლის 28 დეკემბრს წარმოდგენილი განცხადება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტორნულ სისტემაში (www.ecourt.ge) და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ს ვებ-გვერდზე;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნებიდან 05 (ხუთი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე                                                                                 ლიანა  კაჟაშვილი