„საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/01/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 200000000.10.003.023216
9
12/01/2022
ვებგვერდი, 13/01/2022
200000000.10.003.023216
„საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №9

2022 წლის 12 იანვარი

   ქ. თბილისი

„საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/10/2020, 200000000.10.003.022337) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. „საქართველოს საწარმოსთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის“ (დანართი №1) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ან/და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების თარიღიდან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ან/და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება გამოწვეულია ამ დადგენილებაში ცვლილების შეტანით −  შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლის თარიღიდან;“.

2. „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირისათვის ნებადართული საქმიანობის სახეების“ (დანართი 2) პირველი მუხლის:

ა) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) გემთმფლობელის მიერ იმ კომერციული მომსახურებების გაწევა, რომლებიც იდენტიფიცირებულია ბალტიის საერთაშორისო საზღვაო კონფერენციის (The Baltic and International Maritime Council (BIMCO)) გემების მართვის 2009 წლის (BIMCO ShipMan 2009) სტანდარტული ხელშეკრულების II ნაწილის მე-6 პუნქტში. ამ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებები ხორციელდება გემის მფლობელი ან გემის მფლობელის მიერ დანიშნული გემის მმართველი კომპანიის მიერ, რომლებიც შემოიფარგლება შემდეგი მომსახურებებით:

პ.ა) მფლობელების მიერ მითითებული გემისთვის საჭირო ხარისხის საწვავის მიწოდების უზრუნველყოფა;

პ.ბ) რეისის შეფასება, გაანგარიშება და ქირის, ფრახტის, დემერეჯის და/ან დისპაჩის გამოთვლა. მფლობელების მიერ გემის კომერციულ ოპერაციებთან დაკავშირებული გადასახდელი თანხების დაჯამებაში დახმარება;

პ.გ) რეისის (ვოიჯის) ინსტრუქციების გაცემა;

პ.დ) აგენტების დანიშვნა;

პ.ე) სტივიდორების დანიშვნა;

პ.ვ) გემის კომერციულ ოპერაციებთან დაკავშირებული შემოწმებების დაგეგმვა;“;

ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

შენიშვნა:

1. ამ მუხლის „ა“ − „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაში იგულისხმება მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურება.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ნებადართული საქმიანობის სახეები არ მოიცავს საზღვაო გადაზიდვის მომსახურებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი