,,ხაშურის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 5 ნოემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/01/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016621
1
10/01/2022
ვებგვერდი, 11/01/2022
010250050.35.143.016621
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 5 ნოემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2022 წლის 10 იანვარი

ხაშური

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 5 ნოემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების საფუძველზე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის  5 ნოემბრის №27 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge 08/11/2019 010250050.35.143.016566) და დადგენილების:

ა) პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლს დაემატოს ბ1 პუნქტი შემდეგი რედაქციით: 

„ბ1) განპიროვნებული ავტომობილი – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება კონკრეტული დაწესებულების ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე“;

ბ)  პირველი მუხლით დამტკიცებული დანართ №1-ს დაემატოს 31 მუხლი შემდეგი რედაქციით:  „მუხლი 31. განპიროვნებული ავტომობილით მოსარგებლე თანამდებობის პირები:  განპიროვნებული ავტომობილი შეიძლება გააჩნდეს შემდეგ თანამდებობის პირებს:

ა) ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი;

ბ) ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე/ები/;

გ) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე“;

გ) მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი №2 -ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. III კლასის მსუბუქი ავტომობილი გამოიყენება შემდეგი დანიშნულებით:

ა) ზოგადი დანიშნულებით:

ა.ა) სამორიგეო;

ა.ბ) მომარაგების;

ა.გ) თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის ქვეყნის მასშტაბით;

ბ) განპიროვნებული“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ლიპარტელიანი