დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/01/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017543 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 22-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საგადასახადო ორგანოს შესაბამის უფლებამოსილ პირს, ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი უფლებამოსილების გარდა, უფლება აქვს: ა) სსა-დან ამობეჭდოს კონკრეტული პერიოდის მიხედვით სსა-ის ფისკალურ მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია ამონაგები თანხის შესახებ და დაადგინოს ამ თანხების პირის საბუღალტრო დოკუმენტაციაში ასახვის სისწორე; ბ) საბუღალტრო აღრიცხვისა და სსა-ის მაჩვენებლები შეუდაროს სალაროში არსებულ ნაღდ ფულს; გ) შესთავაზოს პირს, წარმოადგინოს სალაროში არსებული ფულადი სახსრები და შესაბამისი წერილობითი განმარტება ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ; დ) მოახდინოს სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა პირის ან მისი წარმომადგენლის სალაროში არსებული მთელი ფულის სრული დათვლის გზით.“. 2. 236 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საგადასახადო ორგანოს შესაბამის უფლებამოსილ პირს, ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი უფლებამოსილების გარდა, უფლება აქვს: ა) სსა-დან/ტექნიკური საშუალებიდან ამობეჭდოს კონკრეტული პერიოდის მიხედვით ფისკალურ მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია ამონაგები თანხის შესახებ და დაადგინოს ამ თანხების პირის საბუღალტრო დოკუმენტაციაში ასახვის სისწორე; ბ) საბუღალტრო აღრიცხვისა და სსა-ის/ტექნიკური საშუალების მაჩვენებლები შეუდაროს სალაროში არსებულ ნაღდ ფულს; გ) შესთავაზოს პირს, წარმოადგინოს სალაროში არსებული ფულადი სახსრები და შესაბამისი წერილობითი განმარტება ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ; დ) მოახდინოს სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა პირის ან მისი წარმომადგენლის სალაროში არსებული მთელი ფულის სრული დათვლის გზით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები