ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობისა და მისი ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობისა და მისი ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/01/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016559
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
23
10/01/2022
ვებგვერდი, 10/01/2022
010250050.35.162.016559
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობისა და მისი ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/01/2022 - 02/02/2022)

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №23

2022 წლის 10 იანვარი

ქ. ახმეტა

 

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობისა და მისი ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 156-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა და მისი ანაზღაურების წესი“ თანდართული რედაქციით.

 

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის №7 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04/02/2016; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.162.016369).

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 

 


ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი




დანართი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა და მისი ანაზღაურების წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი ადგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ  საქართველოს კანონმდებლობით და საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების (შემდგომ – ხარჯები) ოდენობას და მისი ანაზღაურების პირობებს.

მუხლი 2. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა

1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თითოეული წევრის, რომელსაც საკრებულოში არ უკავია თანამდებობა (შემდგომ – საკრებულოს წევრი), ხარჯების ყოველთვიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15 %-ს.

2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის ასანაზღაურებელი ხარჯების ყოველთვიური ოდენობა შეადგენს 700 (შვიდასი) ლარს.

მუხლი 3. საკრებულოს წევრებისთვის ხარჯების ანაზღაურების წესი

1. საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება საკრებულოს სხდომებში, საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის, საკრებულოს გადაწყვეტილებების მომზადებისა და ინიციირების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი სხვა უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების განხორციელებისათვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საკითხებზე, საკრებულოს აპარატის უფროსი ყოველთვიურად ადგენს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს), თვის 20 რიცხვისთვის არსებული მდგომარეობით (თუ მიმდინარე თვის 20 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს, მაშინ მომდევნო სამუშაო დღეს).

3. საკრებულოს წევრებისთვის ხარჯების ანაზღაურება ხდება თვეში ერთხელ, საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების საფუძველზე, როგორც წესი, მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დარიცხვასთან ერთად.