დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2001 წლის 23 მაისის №110 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 70 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/03/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 30, 28/03/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.11.117.005.213 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.005.213
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №70
2002 წლის 22 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2001 წლის 23 მაისის №110 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო პროგრამების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2001 წლის 23 მაისის №110 ბრძანების პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“ვ) საკონკურსო-საატესტაციო პროგრამა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის, ლატარიების აზარტული თამაშებისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის დეპარტამენტის მოხელეთათვის (დანართი 6)”.
2. ბრძანების №6 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საფუძველი: საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №86 ბრძანებულება.
მინისტრის პირველი მოადგილე ზ. სოსელია
დანართი 6
პროგრამა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის, ლატარიების, აზარტული თამაშებისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის დეპარტამენტის მოხელეებისათვის
1. ფინანსები და საბიუჯეტო სისტემა. ფინანსების არსი, მნიშვნელობა და ფუნქციები. ფინანსური პოლიტიკა და მისი თანამედროვე თავისებურებანი საქართველოში. სახელმწიფო და საწარმოთა ფინანსები.
ბიუჯეტის არსი და მისი სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა. საქართველოს საბიუჯეტო სისტემა. საბიუჯეტო მოწყობა და მისი მოწყობის პრინციპები. ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების კლასიფიკაცია. ბიუჯეტის შემოსავლები და ხარჯები. საქართველოს საგადასახადო სისტემა. ბიუჯეტის ხარჯების ძირითადი მიმართულებები. სპეციალური სახელმწიფო ფონდები. საბიუჯეტო კანონმდებლობა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფუნქციები, ამოცანები და უფლებები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებები.
2. საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროგრამა ლატარიების, აზარტული თამაშებისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის დეპარტამენტის ამოცანები, საქმიანობის მიზანი და ძირითადი მიმართულებები. სამსახურის ფუნქციები.
ლატარიების, კაზინოების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების სახელმწიფოებრივი რეგულირება და ღონისძიებებში მონაწილე იურიდიული და ფიზიკური პირების საქმიანობის რეგლამენტირება. ამ საქმიანობის პრინციპები.
განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, ღირებულების მქონე დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციის სახელმწიფოებრივი რეგულირება და ამ მიმართებით იურიდიულ პირთა საქმიანობის რეგლამენტირება.
ლატარიების, კაზინოების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზების, ღირებულების მქონე დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციის საქმეში ზედამხედველობის განხორციელება.
ქვეყანაში არსებული ყველა სახის განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, რეალიზაციის გარეშე დარჩენილი და მოგებახვედრილი ლატარიის ბილეთების, ღირებულების მქონე დოკუმენტების ექსპერტიზა და უტილიზაცია.
3. ლატარიების, აზარტული თამაშებისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის დეპარტამენტის უფლებები და მოვალეობანი. ამ სფეროში მოწინავე ქვეყნების გამოცდილების დადებითი მხარეები და მათი საქართველოში დანერგვის წესი. დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
4. ლატარიების, კაზინოების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობისა და ლიცენზირების ზოგადი წესები. ლატარიების და მომგებიანი თამაშობების სახეები, მათი მოწყობისა და ლიცენზირების წესები. საპრიზო ფონდის უზრუნველყოფა. ლატარიის ბილეთებისა და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზაცია. ლატარიისა და სხვა მომგებიანი თამაშობებისათვის ლიცენზიის მისაღები დოკუმენტები, მათი შინაარსი და მომზადების სავალდებულო წესები. ლატარიის ბილეთების სავალდებულო რეკვიზიტები. გათამაშების პირობების შეცვლის შემთხვევაში გათამაშების ორგანიზატორის მოვალეობანი. ლატარიის გათამაშების მომწყობი კომისიის უფლება-მოვალეობანი. ლატარიის ჩატარების ზედამხედველი და მისი მოვალეობანი.
კაზინოები და სხვა აზარტული თამაშობები, მათი სახეები, მოწყობისა და ლიცენზირების წესები. კაზინოს ორგანიზებისათვის ლიცენზიის მისაღები საბუთების სახეები და შედგენის წესი. კაზინოს წესდება და სასამართლოს დადგენილება მისი რეგისტრაციის შესახებ.
სათამაშო ავტომატების მოწყობის წესი. სათამაშო ავტომატების თამაშების მოკლე აღწერა, მათი წარმოშობის სერტიფიკატი.
აზარტული თამაშობების სფეროში დასაქმებულ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც ექვემდებარებიან სავალდებულო ლიცენზირებას. ამ ლიცენზირების წესი.
ლიცენზირებული საქმიანობის თაობაზე ანგარიშგებისა და საქმიანობის შეწყვეტის წესი.
5. სალიცენზიო მოსაკრებლები. ”მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს 06.02.98 წ. კანონი. მოსაკრებლები როგორც ბიუჯეტის შემოსავალი. მოსაკრებლების სახეები. ”სალიცენზიო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს 23.07.99 წ. კანონი. სალიცენზიო მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტი, გადამხდელები და განაკვეთები. შეღავათები სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდაზე. სალიცენზიო მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და ბიუჯეტში გადახდის წესი. სადავო საკითხთა გადაწყვეტის წესი. სალიცენზიო მოსაკრებლების განაკვეთები ტარიფიანი და უტარიფო (მომენტალური), წამახალისებელი ლატარიების, ლოტოს, ტოტალიზატორის და სისტემური (ელექტრონული) თამაშების მოწყობისათვის, კაზინოებსა და მომგებიანი სათამაშო აპარატების ექსპლუატაციაზე, სათამაშო ბიზნესის სფეროში დაკავებულ ფიზიკურ პირთა საქმიანობაზე.
”სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს 14.05.99 წ. კანონი და მისი რეგულირების სფერო. ლიცენზირებით ნებადართული საქმიანობის სახეები და ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები. ლიცენზიის გამცემი ორგანოს უფლებამოსილება ლიცენზიის გაცემის წესი. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და გაუქმება. სალიცნზო რეესტრი და მისი წარმოება.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები