აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/591
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2021
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2022
სარეგისტრაციო კოდი
1-1/591
30/12/2021
ვებგვერდი, 10/01/2022
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/591

2021 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016  წლის 25 მარტის  №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში - კომისია) განიხილა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში - სააგენტო)  2021 წლის 30 ნოემბრის N7/74141 (სამინისტროში რეგისტრაციის N17395/22) და 2021 წლის 14 დეკემბრის N7/77309 (სამინისტროში რეგისტრაციის N18175/22) განცხადებები სააგენტოსათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და   გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

მსოფლიო ჩემპიონატი თხილამურებსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით ორ წელიწადში ერთხელ იმართება. აღნიშნული ღონისძიება პირველად 1986 წელს ჩატარდა ზამთრის სპორტის ექვს სახეობაში. 2019 წელს, ჩემპიონატს იუტას სათხილამურო კურორტმა (აშშ) უმასპინძლა, 2021 წელს  ჩინეთმა,  ხოლო 2023 წელს ჩემპიონატი  საქართველოში ჩატარდება.  

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციაში (FIS), 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე გუდაურსა და ბაკურიანში ჩატარებაზე  განაცხადი  2017 წლის აპრილში გაკეთდა. სათხილამურო კურორტების მზადყოფნის შეფასების მიზნით, საქართველოში იმყოფებოდნენ სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივანი და ფრისტაილის კოორდინატორი. საბოლოოდ, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციასთან შეთანხმებით, მსოფლიო მნიშვნელობის სპორტული ღონისძიების ჩასატარებლად შეირჩა 2 ლოკაცია - დიდველი და კოხტა-მიტარბი, სადაც 2023 წელს დაგეგმილია 30 შეჯიბრის ჩატარება სპორტის 11 სახეობაში. 

2018 წლის მაისში, საბერძნეთში გამართულ მსოფლიო კონგრესზე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მიერ საქართველო 2023 წელს დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად დასახელდა. 2018 წლის 17 მაისის N1092 საქართველოს მთავრობის განკარგულებით მოწონებულ იქნა  შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ (ამჟამად შპს ,,ემ თი ეი“)  საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციასა და ა(ა)იპ საქართველოს სათხილამურო ფედერაციას შორის „2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ“ გასაფორმებული ხელშეკრულება. იმავე წლის მაისში შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ (ამჟამად შპს ,,ემ თი ეი"), საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციასა და ა(ა)იპ საქართველოს სათხილამურო ფედერაციას შორის  გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის 8.2 პუნქტის მიხედვით, ჩემპიონატის დროს გამოსაყენებელი ტრასების შეთანხმება უნდა მოხდეს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციასთან. 

მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებამდე საქართველოს ვალდებულებაა მოაწყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურა. მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებისთვის  უნდა შეიქმნას ზამთრის სპორტის ინფრასტრუქტურა რომელიც ასევე  ბაკურიანის შემდგომ ფუნციონირებას დასჭირდება.  დაგეგმილია მოეწყოს ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რაც გამოიწვევს სეზონის გახანგრძლივებას, გლობალური დათბობის პირობებში ბუნებრივ კლიმატურ პირობებზე დამოკიდებულების შემცირებას, შემდგომში საერთაშორისო შეჯიბრის ჩატარებისთვის მუდმივ მზაობას. გაიხსნება 3 ახალი საბაგირო და თითოეულის გამტარუნარიანობა 1  საათში იქნება 1800 ვიზიტორი, შესაძლებელია რაოდენობის 2500-მდე გაზრდა, რაც შეამცირებს საბაგიროებთან რიგებს და მინიმუმამდე დაიყვანს ქარის გამო დიდველის კომპლექსის დახურვის აუცილებლობას.  პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალური ტრანსპორტის მარშუტების მოწყობა-მოწესრიგება, საპარკინგე, საფეხმავლო და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, მედპუნქტების აშენება. ამასთან, მიმდინარე სამუშაოების განსახორციელებლად მოხდება ქართული შრომითი ბაზრის მაქსიმალური ათვისება და დასაქმდება ადგილობრივი  მოსახლეობა. 

უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით, 2023 წელს საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებით მოხდება ზამთრის სპორტის პოპულარიზაცია, მასპინძელი ქვეყნის და რეგიონის იმიჯის საერთაშორისო დონეზე გაძლიერება,  მოხდება ახალგაზრდა თაობის დაინტერესება და ზამთრის სპორტის სახეობების მასობრივი განვითარება.

მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ინფორმაცია გაშუქდება  საერთაშორისო არხებზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მთის კურორტების პოპულარიზაციას. აღნიშნული კი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატის ორგანიზება/ჩატარების მიზნით საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა/მშენებლობის  არეალში მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეებს სააგენტოს მიერ გაეგზავნა წერილობითი შეთავაზებები პროექტისათვის საჭირო  მიწის ნაკვეთების  გამოსყიდვის მიზნით. ამავე წერილებით მესაკუთრეებს ასევე შეეთავაზათ პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსათვის გადმოცემა სახელმწიფოს მიერ მათთვის შესაბამისი ტოლფასი ქონების  გადაცემის სანაცვლოდ. ამასთან,  უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება ვერ იქნა  მიღწეული:

თამილა მელითაურის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ N64.30.13.009) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

ინგა მიხაილიდის საკუთრებაში არსებული 2 უძრავი ქონების (ს/კ N64.30.13.084 და N64.30.13.085) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

თამარი ქასრაშვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ N64.30.04.874) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

ანესტი თედიაშვილის, გიორგი თედიაშვილის, თენგიზ თედიაშვილის, სოფია გრამატოპულოს თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ N64.10.09.287) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

ციური ჯეირანაშვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ N64.34.01.112) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტომ მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და სააგენტოსათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.  

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს  სააგენტოს შუამდგომლობა და მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე სააგენტოს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 2023 წელს ბორჯომის მინიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში უნდა ჩატარდეს ,,2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატი".   

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში „დიდველი“ მდებარე 1000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სათიბი)  დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა  თამილა მელითაური (ს/კ N64.30.13.009).  

დადგენილია,  რომ  პროექტის განხორციელების არეალში ექცევა თამილა მელითაურის საკუთრებაში  არსებული მიწის ნაკვეთი სრულად (ს/კ N64.30.13.009).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში „დიდველის ტერიტორია“ მდებარე 3000 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო (სათიბი)  დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N64.30.13.084) და ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში „დიდველის ტერიტორია“ მდებარე 5000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს/კ N64.30.13.085 მესაკუთრეა ინგა მიხაილიდი.

დადგენილია,  რომ  პროექტის არეალში ექცევა ინგა მიხაილიდის საკუთრებაში  არსებული ორივე მიწის ნაკვეთი სრულად (ს/კ N64.30.13.084 და N64.30.13.085).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში „დიდველი“ მდებარე 2500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N64.30.04.874)  მესაკუთრეა  თამარი ქასრაშვილი.

დადგენილია,  რომ  პროექტის არეალში ექცევა თამარი ქასრაშვილის საკუთრებაში  არსებული მიწის ნაკვეთი სრულად (ს/კ N64.30.04.874).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში „დიდველი“  მდებარე  2159.15 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სათიბი)  დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N64.10.09.287) თანამესაკუთრეები არიან ანესტი თედიაშვილი, გიორგი თედიაშვილი, თენგიზ თედიაშვილი, სოფია გრამატოპულო.

დადგენილია,  რომ  პროექტის არეალში ექცევა ანესტი თედიაშვილის, გიორგი თედიაშვილის, თენგიზ თედიაშვილის, სოფია გრამატოპულოს თანასაკუთრებაში  არსებული მიწის ნაკვეთების ნაწილი  80 კვ.მ-ის ოდენობი (ს/კ N64.10.09.287).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში მდებარე  9974.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სათიბი)  დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N64.34.01.112) მესაკუთრეა ციური ჯეირანაშვილი. 

დადგენილია,  რომ  პროექტის არეალში ექცევა ციური ჯეირანაშვილის  საკუთრებაში  არსებული მიწის ნაკვეთი სრულად  (ს/კ N64.34.01.112).

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება ,,საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობისათვის“.

ვინაიდან,  სააგენტოს მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების  ჩამორთმევის  საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით."

ამდენად,  „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  2016  წლის 25 მარტის  №1-1/159 ბრძანებით   შექმნილი კომისიის  2021 წლის 21 დეკემბრის ოქმის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში 2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემოინატის მასპინძლობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა/მოწყობის პროექტი  ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და  სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება მითითებული პროექტის არეალში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:

1.1 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში „დიდველი“ მდებარე,  თამილა მელითაურის (პ/ნ 01025014478) საკუთრებაში არსებულ 1000 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო (სათიბი)  დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ N64.30.13.009) სრულად. 

1.2 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში „დიდველი“ მდებარე,  ინგა მიხაილიდის (პ/ნ 11001003658) საკუთრებაში არსებულ 3000 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო (სათიბი)  დანიშნულების მიწის ნაკვეთსა (ს/კ N64.30.13.084) და 5000 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო (სათიბი)  დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (N64.30.13.085) სრულად. 

1.3 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში „დიდველი“ მდებარე,  თამარი ქასრაშვილის (პ/ნ 60001011435)  საკუთრებაში არსებულ 2500 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო (სათიბი)  დანიშნულების მიწის ნაკვეთზე  (ს/კ N64.30.04.874) სრულად.

1.4 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში „დიდველი“  მდებარე, ანესტი თედიაშვილის, გიორგი თედიაშვილის, თენგიზ თედიაშვილის (პ/ნ 11001019751), სოფია გრამატოპულოს თანასაკუთრებაში არსებულ 2159.15 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების  მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 80 კვ.მ-ზე (ს/კ N64.10.09.287).

1.5 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში მდებარე,  ციური ჯეირანაშვილის  (პ/ნ 01030001821)  საკუთრებაში არსებულ 8874.00  კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო (სათიბი)  დანიშნულების მიწის ნაკვეთზე  (ს/კ N64.34.01.112) სრულად.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის:.ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი  N64). 

  

 მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                        ოთარი დანელია