დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 27 მარტის №1-3/198 ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ დებულებაში” ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-3/181 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/03/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 30, 28/03/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/11/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330.130.000.11.112.005.212 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.11.112.005.212
საქართველოს ქონების მართვის მინისტრის
ბრძანება №1-3/181
2002 წლის 20 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 27 მარტის №1-3/198 ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ დებულებაში" ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 თებერვლის №40 ბრძანებულების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 27 მარტის №1-3\198 ბრძანებით დამტკიცებულ “სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ დებულებაში", კერძოდ: ამოღებულ იქნეს დებულების მე-9 მუხლის “ა" ქვეპუნქტი.
2. დაევალოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელშეკრულებო ვალდებულებათა კონტროლის დეპარტამენტს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მართვის დეპარტამენტთან ერთად აღნიშნული ბრძანების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დადგენილი წესით რეგისტრაცია.
3. დაევალოს სამინისტროს აპარატს ბრძანების რეგიისტრაციის შემდეგ მისი გამოქვეყნება გაზეთ “მესაკუთრესა" და “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში".
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ზ. გარაყანიძეს და სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მართვის დეპარტამენტის უფროსის მ/შ პ. ჭავჭანიძეს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები