დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეროვნუი ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 10 აპრილის №95 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 75 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 25/03/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 30, 28/03/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/10/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.090.000.10.008.005.210 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.10.008.005.210
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №75
2002 წლის 25 მარტი
ქ. თბილისი
“კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 10 აპრილის №95 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს კომერციული ბანკების ლიკვიდურობის მარეგულირებელი ეკონომიკური ნორმატივების გაანგარიშების სრულყოფის მიზნით “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანული კანონის 59-ე მუხლისა და “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე და 30-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 10 აპრილის №95 ბრძანებით დამტკიცებულ “კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის “დ”, “პ” და “ჟ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“დ) “ლიკვიდური აქტივები” არის ფულადი სახსრები და ისეთი სახის აქტივები, რომლებსაც აქვთ ფულად სახსრებად მყისიერად (სწრაფად) გადაქცევის უნარი და შესაძლებლობა. ლიკვიდური აქტივების გაანგარიშებაში მონაწილეობას იღებს №№ 1003, 1004, 1005, 1006, 1013, 1014, 1015, 1016, 1018, 1051, 1052, 1062, 1401 მინუს 1402, 1411 მინუს 1412, 1702, 1703, 1712, 1713, 1722, 1723, 1732, 1733 საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხები. ამასთან, ლიკვიდური აქტივების გაანგარიშებაში სახაზინო ვალდებულებები ჩაითვლება ლიკვიდურობის ნორმატივების გაანგარიშებისათვის დადგენილი “ვალდებულებების” თანხის არა უმეტეს 5%-ისა. ლიკვიდური აქტივების გაანგარიშებაში არ ჩაითვლება: ყადაღადადებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე რიცხული თანხები, ნეგატიურად კლასიფიცირებული ბანკთაშორისი დეპოზიტები, საქართველოს ეროვნულ ბანკში განთავსებული მინიმალური რეზერვების თანხა ან მისი ნაწილი, რომლის უზრუნველყოფითაც კომერციულ ბანკს აღებული აქვს კრედიტი”;
“პ) “ვალდებულებები” არის ბანკის მთლიანი ვალდებულებებისა და გარესაბალანსო ვალდებულებების ნაწილი, რომელიც გამოიყენება ამ წესით დადგენილი ლიკვიდურობის კ8 და კ9 ეკონომიკური ნორმატივების გასაანგარიშებლად. ვალდებულებები გაიანგარიშება როგორც ბანკის “მთლიანი ვალდებულებებისა” და “გარესაბალანსო ვალდებულებების” თანხობრივ მოცულობათა ჯამი, რომელშიც არ გაითვალისწინება: ბანკის მიერ მიღებული ის სესხები, სუბორდინირებული ვალები და გარესაბალანსო ვალდებულებები და/ან მათი ნაწილი, რომელთა გადახდამდე/შესრულებამდე დარჩენილია ექვს თვეზე მეტი ვადა; გაცემული გარანტიებისა და გასანაღდებელი აკრედიტივების ნაწილი მათ უზრუნველსაყოფად ამავე ბანკში დაჯავშნული ფულადი სახსრების ოდენობით; უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვისათვის ნაკისრი ვალდებულებები;
ჟ) “მიმდინარე ვალდებულებები” არის ბანკის მთლიანი და გარესაბალანსო ვალდებულებებიდან ერთ თვემდე ვადაში გადასახდელი/შესასრულებელი და შესაძლო შესასრულებელი ყველა ვალდებულებათა თანხობრივ მოცულობათა ჯამი, რომელშიც არ გაითვალისწინება ბანკის მიერ გაცემული გარანტიებისა და გასანაღდებელი აკრედიტივების ნაწილი მათ უზრუნველსაყოფად ამავე ბანკში დაჯავშნული ფულადი სახსრები ოდენობით და უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვისათვის ნაკისრი ვალდებულებები.”
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2002 წლის 1 აპრილიდან.
პრეზიდენტის მოვალეობის
შემსრულებელი მ. კაკულია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები