კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/19081-21
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 30/12/2021
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/01/2022
სარეგისტრაციო კოდი
2/19081-21
30/12/2021
ვებგვერდი, 05/01/2022
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო
 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

განჩინება 

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

საქმე №2/19081-21 / 330210021004907879

2021 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ

მოსამართლე  ლიანა კაჟაშვილი


განმცხადებელი /მოვალე – შპს „რუსთავტრანსი“ (ს/კ 216311845)

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენის გარეშე

განიხილა შპს „რუსთავტრანსის“ გაკოტრების მმართველის განცხადება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

სასამართლომ  გამოარკვია:

2021 წლის 03 აგვისტოს შპს „რუსთავტრანსის“ (ს/კ 216311845) წარმომადგენელმა, იოსებ შველიძემ, განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „რუსთავტრანსის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

2021 წლის 10 აგვისტოს მიღებული განჩინებით, წარმოდგენილ განცხადებაზე დადგინდა ხარვეზი და განმცხადებელს დაევალა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე რუსთავის მერიის, როგორც კომპანიის 100% წილის მესაკუთრის თანხმობის წარმოდგენა.

2021 წლის 16 აგვისტოს განმცხადებელმა შეავსო ხარვეზი და საქმეს დაურთო ზემოხსენებული განჩინებით მოთხოვნილი, შესაბამისი თანხმობის არსებობის დამდასტურებელი დოკუმენტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 აგვისტოს განჩინებით, მოვალე შპს „რუსთავტრანსის“ (ს/კ 216311845) განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი და შპს „რუსთავტრანსის“ (ს/კ 216311845) მიმართ გაიხსნა გაკოტრების რეჟიმი და შპს „რუსთავტრანსის“ გაკოტრების მმართველად დაინიშნა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი –გიორგი ხუნდაძე (პ/ნ 01001074765).

2021 წლის 18 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „რუსთავტრანსის“ გაკოტრების მმართველმა – გიორგი ხუნდაძემ სასამართლოს მოაწოდა ინფორმაცია, რომ შპს „რუსთავტრანსის“ ჰყავს ერთი უზრუნველყოფილი კრედიტორი შემოსავლების სამსახურის სახით და მისი კრედიტორული მოთხოვნა შპს „რუსთავტრანსის“ მიმართ შეადგენს 3 154 136.82 ლარს.

2021 წლის 28 დეკემბერს შპს „რუსთავტრანსის“ გაკოტრების მმართველმა – გიორგი ხუნდაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარმოადგინა მოხსენება და განცხადება კრედიტორთა კრების მოწვევის მოთხოვნით.

2021 წლის 28 დეკემბერს სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებით შპს „რუსთავტრანსის“ გაკოტრების მმართველი აღნიშნავს, რომ შპს „რუსთავტრანსის“ ერთადერთი კრედიტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და ითხოვს კრედიტორთა კრების მოწვევას შემდეგი დღის წესრიგით: 1. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კრედიტორად აღიარება; 2. კრედიტორთა რეესტრის დამტკიცება; 3. სარეალიზაციოდ გამზადებულ მასაში შემავალი ქონების რეალიზაციის წესის განსაზღვრა.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, გაკოტრების მმართველის ანგარიშს, თანდართულ დოკუმენტაციას, მიაჩნია, რომ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13-ე მუხლით მოწესრიგებულია კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების წესი. აღნიშნული მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე კრედიტორთა კრებას ამზადებს და მის ჩატარებას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სასამართლო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოწვევის უფლება აქვს კრედიტორს, რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის არანაკლებ 10 პროცენტს, აგრეთვე მოვალეს, მმართველს, რეაბილიტაციის ზედამხედველს.

მოცემულ შემთხვევაში შპს „რუსთავტრანსის“ გაკოტრების მმართველმა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს მომართა კრედიტორთა კრების მოწვევის მოთხოვნით. საქმეზე წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოთხოვნის განაცხადის, გაკოტრების მმართველის მოხსენების თანახმად შპს „რუსთავტრანსის“ ერთადერთი კრედიტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, განსაზღვრულია მისი კრედიტორული მოთხოვნა და იგი შეყვანილია კრედიტორთა რეესტრში, როგორც უზრუნველყოფილი კრედიტორი.

გაკოტრების მმართველის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ განცხადებაში მითითებული დღის წესრიგის საკითხების გადასაწყვეტად სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მოწვეული იქნეს შპს „რუსთავტრანსის“ კრედიტორთა კრება განცხადებაში მითითებული დღის წესრიგით.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 8.6 მუხლის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენება არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზანსა და პრინციპებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის თანხმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.

ამავე კოდექსის 61.1. მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. იგივე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საქართველოს კანონის 13.4 მუხლის შინაარსის მიხედვით, კრედიტორთა კრების მოწვევისა და მისი დღის წესრიგის შესახებ შეტყობინება სასამართლომ ამ კრების მოწვევის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა უნდა განათავსოს ელექტრონულ სისტემაში. კრედიტორთა კრება უნდა ჩატარდეს აღნიშნული მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან შპს „რუსთავტრანსის“ გაკოტრების მმართველმა სასამართლოს კრედიტორთა კრების მოწვევის მოთხოვნით მომართა 2021 წლის 28 დეკემბერს, კრედიოტრთა კრების ჩასატარებლად კანონით განსაზღვრული 10-დღიანი ვადა იწურება 2022 წლის 7 იანვარს, ხოლო საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის 30-ე მუხლს 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანხმად 7 იანვარი არის უქმე დღე, შპს „რუსთავტრანსის“ კრედიტორთა კრება უნდა ჩატარდეს 2022 წლის 10 იანვრს.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8, მე-9, მე-13, მე-100 მუხლებით; ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. მოვალე შპს „რუსთავტრანსის“ (ს/კ 216311845) გაკოტრების მმართველის გიორგი ხუნდაძის (პ/ნ 01001074765) მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

2. მოვალე შპს „რუსთავტრანსის“ (ს/კ 216311845) კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2022 წლის 10 იანვარს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) სხდომის დარბაზი N51, შემდეგი დღის წესრიგით:

1. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კრედიტორად აღიარება;

2. კრედიტორთა რეესტრის დამტკიცება;

3. სარეალიზაციოდ გამზადებულ მასაში შემავალი ქონების რეალიზაციის წესის განსაზღვრა.

3. კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ ეცნობოს გაკოტრების მმართველს - გიორგი ხუნდაძეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, მოვალე-შპს „რუსთავტრანსს“;

4. განჩინება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტორნულ სისტემაში (www.ecourt.ge) და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

5. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეს, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 05 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

მოსამართლე          ლიანა კაჟაშვილი