„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2020 წლის 22 სექტემბრის № ს-44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი ს-97
დოკუმენტის მიმღები სსიპ - აწარმოე საქართველოში
მიღების თარიღი 30/12/2021
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/01/2022
სარეგისტრაციო კოდი
ს-97
30/12/2021
ვებგვერდი, 04/01/2022
„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2020 წლის 22 სექტემბრის № ს-44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სსიპ - აწარმოე საქართველოში

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში"

დირექტორის

 ბრძანება №ს-97

2021 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2020 წლის 22 სექტემბრის № ს-44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აწარმოე საქართველოში დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. შეიცვალოს „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აწარმოე საქართველოში“ (შემდგომში - სააგენტო) დირექტორის 2020 წლის 22 სექტემბრის № ს-44 ბრძანების დანართი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

2. ბრძანების შესრულებაზე ზედამხედველობა დაევალოს სააგენტოს მიკრო მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტს.

3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მის.: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2).

სსიპ-ის - აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                                           ირაკლი გაბრიაძე

დანართი  

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის N365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო  პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები/აქტივობები და განხორციელების ვადები

№  

განსახორციელებელი ეტაპების  

(ღონისძიებების/აქტივობების) ჩამონათვალი  

ღონისძიებების /აქტივობების  განხორციელების ვადები  

1  

განაცხადების (ბიზნესიდეების) მიღება  

05.10.2020-26.10.2020  

2  

განაცხადების (ბიზნესიდეების) გადარჩევა   

05.10.2020-08.11.2020  

3  

განაცხადების  (ბიზნესიდეების) ეტაპის გამარჯვებულების გამოვლენა  

08.11.2020-24.11.2020  

4  

განაცხადების  (ბიზნესიდეების) ეტაპის შედეგების გასაჩივრება   

24.11.2020-26.11.2020  

5  

განაცხადების  (ბიზნესიდეების) ეტაპის საჩივრების განხილვა  

24.11.2020-10.12.2020  

6  

ტრენინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან ბიზნეს გეგმის შედგენაში  

24.11.2020-18.12.2020  

7  

პროექტების (ბიზნესგეგმები) მიღება  

01.12.2020-25.12.2020  

8  

პროექტების (ბიზნესგეგმები) შეფასება  

01.12.2020-18.01.2021  

9  

გასაუბრება პოტენციურ ბენეფიციარებთან  

08.12.2020-08.02.2021  

10  

დაფინანსებამდე მონიტორინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან  

15.02.2021-15.03.2021  

11  

პროექტების (ბიზნესგეგმები) შეფასების გასაჩივრება  

 06.04.2021-08.04.2021  

12  

პროექტების (ბიზნესგეგმები) შეფასების საჩივრების განხილვა  

 08.04.2021-28.04.2021   

13  

ბენეფიციარებთან  ხელშეკრულების გაფორმება  

07.04.2021-21.05.2021  

14  

ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის შესრულების მონიტორინგი  

12.04.2021-30.06.2021[1]

15  

ბენეფიციარებისათვის თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვა  

12.04.2021-30.08.2021  

16   

ბენეფიციარების მხრიდან თანადაფინანსების თანხის ხარჯვა

12.04.2021-18.10.2021[2]

17  

თანადაფინანსების თანხის ხარჯვის მონიტორინგი  

19.05.2021-30.10.2021  

18

დამატებითი ტრენინგები  

19.04.2021-30.11.2021  

19

ბენეფიციარების საბოლოო მონიტორინგი  

20.09.2021-25.11.2021  

20

ბენეფიციარების დამატებითი მონიტორინგი  

15.02.2021-30.11.2021  

21  

სააგენტოს მხრიდან დაფინანსებული პროექტების  მონიტორინგი  

28.02.2022-ის ჩათვლით

[1] თანამონაწილეობის შესრულების მონიტორინგის განხორციელების ბოლო ვადა შესაძლოა 2021 წლის 30 ივნისის ნაცვლად განისაზღვროს 2021 წლის 20 აგვისტო, მხოლოდ იმ ბენეფიციარების მიმართ, რომლებიც ვადის გადაწევის თაობაზე დასაბუთებული მოთხოვნით მიმართავენ სააგენტოს მიმდინარე წლის 10 აგვისტომდე.

[2] თანადაფინანსების თანხის ხარჯვის ბოლო ვადა შესაძლოა 2021 წლის 18 ოქტომბრის ნაცვლად განისაზღვროს 2021 წლის 30 ნოემბერი, მხოლოდ იმ ბენეფიციარების მიმართ, რომლებიც ვადების გადაწევის თაობაზე დასაბუთებული მოთხოვნით მიმართავენ სააგენტოს მიმდინარე წლის 5 ნოემბრამდე.