„საგანგებო მდგომარეობასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 ოქტომბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 644
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 040110030.10.003.023200
644
31/12/2021
ვებგვერდი, 31/12/2021
040110030.10.003.023200
„საგანგებო მდგომარეობასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 ოქტომბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №644

2021 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საგანგებო მდგომარეობასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 ოქტომბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საგანგებო მდგომარეობასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 ოქტომბრის №507 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/10/2021, 040110030.10.003.023065) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებში, რომლის მხარეც არის სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ან სსიპ − დაცული ტერიტორიების სააგენტო, სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები პირები გათავისუფლდნენ 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე პერიოდისათვის ქონებით სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან და ამავე პერიოდის სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი