დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესისა და პირობების, სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ივლისის №338 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 642 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.10.003.023198 |
|
„ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესისა და პირობების, სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ივლისის №338 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესისა და პირობების, სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ივლისის №338 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/07/2019, 130000000.10.003.021356) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესსა და პირობებს, სოციალური დაცვის გარანტიებს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:
„მუხლი 61. პროფესიული მომზადება და საგანმანათლებლო პროგრამები 1. საბჭოს აპარატის ინიციატივით, მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული მომზადება, საჭიროების შემთხვევაში, ხორციელდება სხვადასხვა სასწავლო/საგანმანათლებლო დაწესებულებაში, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომელთანაც საბჭოს აპარატს შეიძლება, გაფორმებული ჰქონდეს შესაბამისი ხელშეკრულება, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოსამსახურეს უნარჩუნდება ხელფასი (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო), ნამსახური წლებისათვის ხელფასზე ყოველთვიური დანამატი. 3. თუ მოსამსახურე თეორიულ-პრაქტიკული სწავლების მიზნით მონაწილეობას მიიღებს საბჭოს აპარატის მიერ შეთავაზებულ სპეციალური მომზადების ან სხვა საგანმანათლებლო პროგრამებში, ასევე პარტნიორების მხარდაჭერით დაფინანსებულ პროგრამებში, მათი დაფინანსების წყაროს მიუხედავად, მოსამსახურესა და საბჭოს აპარატს შორის შესაძლებელია, გაფორმდეს ხელშეკრულება და მოსამსახურეს უფლება არა აქვს, საკუთარი ინიციატივით გათავისუფლდეს საბჭოს აპარატიდან აღნიშნული პროგრამის დასრულებიდან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში. მოსამსახურის მიერ ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, მას შესაძლებელია, დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის, ასევე საბჭოს აპარატის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება. 4. თუ მოსამსახურესა და საბჭოს აპარატს შორის დადებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება და მას პროგრამის დასრულებიდან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში დისციპლინური სახდელის სახით შეეფარდა საბჭოს აპარატიდან დათხოვნა, მას შესაძლებელია, დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის, ასევე საბჭოს აპარატის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ნორმებისგან გამონაკლისი შეიძლება, განისაზღვროს მხოლოდ საბჭოს აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით საბჭოს მდივანთან შეთანხმებით.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები