დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 641 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/03/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120050000.10.003.023197 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/03/2016, 120050000.10.003.019189) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ წესდებაში:
1. მე-2 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 2. მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი: „მუხლი 81. წახალისების საფუძვლები წახალისების საფუძვლებია: ა) დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხოვნად შესრულება; ბ) განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების, საბრძოლო დავალების, სამხედრო წვრთნისას მიღებული დავალების წარმატებით შესრულება; გ) თანამებრძოლის დახმარება; დ) ახალი სახეობის ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და სხვა სამხედრო სპეციალობის სრულყოფილი შესწავლა; ე) ცეცხლსასროლი იარაღიდან ან საბრძოლო ტექნიკიდან სროლის ნორმატივების წარმატებით შესრულება, ასევე ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ნორმატივების საუკეთესო მაჩვენებლებით შესრულება; ვ) მაღალი ბრძოლისუნარიანობის სამხედრო ქვედანაყოფის აღზრდა; ზ) ბრძოლის ველიდან დაჭრილების გამოყვანა ან მშვიდობიანობის დროს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ადამიანის გადარჩენა; თ) სასწავლებლის/სასწავლო კურსის წარჩინებით დამთავრება, ასევე სამხედრო სპეციალობაში დოქტორის აკადემიური წოდების მიღება; ი) ქვედანაყოფისათვის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის თავიდან აცილება; კ) სამეცნიერო საქმიანობაში, აგრეთვე სპორტულ ან/და კულტურულ ღონისძიებაში მიღწეული წარმატება; ლ) უანგაროდ სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობა.“. 3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. წახალისების სახის გამოყენება 1. ამ წესდების 81 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურის წახალისება ხორციელდება „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ მინისტრის ნორმატიული სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ. 2. თითოეული ღირსეული საქციელისათვის შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი წახალისების სახე.“. 4. მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი: „მუხლი 91. სახელმწიფო ჯილდოებითა და უწყებრივი მედლებით დაჯილდოება სამხედრო მოსამსახურე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება, დაჯილდოვდეს სახელმწიფო ჯილდოებითა და უწყებრივი მედლებით.“. 5. IV თავი ამოღებულ იქნეს. 6. 33-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ავადმყოფობის სიმულაცია ან სხეულის თვითდაზიანება, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს რიგგარეშე 2 განწესში დანიშვნას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 20 საკრედიტო ქულის დაკლებას.“. 7. 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ოფიციალურ დოკუმენტში მცდარი მონაცემების შეტანა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.“. 8. 39-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უფროსის მიერ დაქვემდებარებულისადმი ბრძანების გაცემა, რომელიც სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს და ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, გამოიწვევს სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით.“. 9. 451 და 452 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 451. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მოხმარება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის დადასტურება გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას. მუხლი 452. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება ან მისი შეტანა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება ან მისი შეტანა სამსახურის, სასწავლებლის, სამკურნალო დაწესებულების ტერიტორიასა და მივლინების ადგილზე გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები