„ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაციის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაციის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 638
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 470200000.10.003.023194
638
31/12/2021
ვებგვერდი, 31/12/2021
470200000.10.003.023194
„ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაციის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №638

2021 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაციის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაციის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №206 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/04/2017, 470200000.10.003.019915) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. 11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზატორი ვალდებულია, დააკმაყოფილოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ აღიარებული/დამტკიცებული კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სტანდარტი, 2022 წლის 1 იანვრიდან, ამავე დადგენილების შესაბამისად.“.

2. 12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 მუხლი:

მუხლი 13. 2022 წლის 1 იანვრამდე სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში წარდგენილ საბითუმო რეალიზაციის შეტყობინებას დაქვემდებარებული საქმიანობა, GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე, ექვემდებარება შეზღუდვას 2022 წლის 30 ივნისიდან, იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინება წარდგენილ იქნა  იანვარში, თებერვალში, მარტში, აპრილში ან მაისში (შეტყობინების წარდგენის წლის მიუხედავად), ხოლო დანარჩენ თვეებში წარდგენილი შეტყობინებების მიმართ შეზღუდვის ვადად განისაზღვრება იმ თვის ბოლო რიცხვი, რომელ თვეშიც განხორციელდა შეტყობინება. სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო უზრუნველყოფს საბითუმო რეალიზაციაზე შეტყობინებას დაქვემდებარებულ სუბიექტებზე ინფორმაციის განთავსებას საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი