„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 637
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.023193
637
31/12/2021
ვებგვერდი, 31/12/2021
010240030.10.003.023193
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №637

2021 წლის 31 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2018, 010240030.10.003.020701) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების“:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;“.

2. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ და „ლ2“ ქვეპუნქტები:

„ლ1) სამინისტროს საქმისწარმოების წესის შესაბამისად, სამინისტროში შესული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;

2) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;“.

3. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 18. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) ადამიანური რესურსების მართვა;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის/სტრატეგიის შემუშავების ხელშეწყობა და დაგეგმვა;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონკურსის ჩატარების ორგანიზება;

დ) შეფასების მეთოდების დანერგვა და პროცესის სრულფასოვანი წარმართვის ორგანიზება;

ე) სამინისტროში გენდერული საკითხების, პოლიტიკის/სტრატეგიის, სამინისტროს სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

ვ) შესასრულებელი სამუშაოს ანალიზის საფუძველზე, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, თითოეული თანამდებობისათვის სამუშაო აღწერილობის შემუშავება და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ წინადადებების შემუშავება;

ზ) სამინისტროში სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის კოორდინაცია;

თ) სამინისტროს თანამშრომლების პროფესიული საჭიროებების განსაზღვრა და ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური სწავლების ან/და სასწავლო პროექტის ხელმძღვანელობა;

ი) სამინისტროში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დანერგვა და აღნიშნული მიზნით თანამშრომლების ცნობიერების ამაღლების პროცესის კოორდინირება;

კ) სამინისტროში კორპორატიული კულტურის განვითარების უზრუნველყოფა;

ლ) საქართველოს კანონმდებლობითა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი