დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 23, 04/03/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №39
2009 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №70, მუხლი 624) დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის რეგლამენტში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
,,11. პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს მთავრობის წევრთა მიერ საკუთარი უფლებამოსილებებისა და დასახული ამოცანების წარმატებით შესრულებისათ-ვის გამოიყენოს მათი წახალისების სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, პრემირება. პრემირება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობის განკარგულების გამოცემის გზით, ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში – საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები