დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის სარგებლობაში არსებული სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 86 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140060000.22.034.017188 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/12/2021 - 23/09/2022)
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის სარგებლობაში არსებული სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხის დამტკიცების შესახებ
|
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის სარგებლობაში არსებული სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის თანდართული ნუსხა. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 აპრილიდან. |
|
დანართი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის სარგებლობაში არსებული სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხა
|
მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) მეხანძრე-მაშველის სარგებლობაში არსებული სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხა (შემდგომ − სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხა) განსაზღვრავს იმ სახანძრო და საავარიო-სამაშველო/სამაშველო ავტომობილების, ტექნიკის, მოწყობილობების, ინსტრუმენტების, ეკიპირებისა და სხვა საშუალებების (შემდგომ − სპეციალური საშუალება) ჩამონათვალს, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ხანძრის ჩაქრობისას ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას. 2. სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხის დამტკიცების მიზანია სპეციალური საშუალებების ჩამონათვალის განსაზღვრით ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ეფექტიანობის უზრუნველყოფა. მუხლი 2. სპეციალური საშუალებების რაოდენობის განსაზღვრა 1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამის დანაყოფში სპეციალური საშუალებების საჭირო რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესაბამისად, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ეფექტიანად განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე. 2. სპეციალური საშუალებების საჭირო რაოდენობას განსაზღვრავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი. მუხლი 3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხა 1. სახანძრო და საავარიო-სამაშველო/სამაშველო ავტომობილებია: ა) სახანძრო ავტოცისტერნა; ბ) სახანძრო ავტოტუმბო; გ) სახანძრო ავტოკიბე და ავტოამწე; დ) სახანძრო სახელოების ავტომობილი; ე) კავშირგაბმულობის ავტომობილი; ვ) სახანძრო ავტოსატუმბი სადგური; ზ) კვამლსაწინააღმდეგო სახანძრო ავტომობილი; თ) სახანძრო მოტოტუმბო; ი) საავარიო-სამაშველო/სამაშველო ავტომობილი. 2. მეხანძრე-მაშველის ეკიპირებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებია: ა) სპეციალური დამცავი ტანსაცმელი; ბ) მხედველობის და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, მათი ექსპლუატაციისათვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარი; გ) დიელექტრიკული ელექტროდამცავი საშუალება; დ) ფოლადის მავთულის საჭრელი მაკრატელი; ე) სახანძრო და საავარიო-სამაშველო/სამაშველო ავტომობილების დამიწების მოწყობილობა; ვ) ერთჯერადი კომბინიზონი. 3. საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო სისტემებია: ა) სტაციონარული რადიო სადგური; ბ) საავტომობილო რადიო სადგური; გ) პორტატული რადიო სადგური; დ) „GPS თრექერი“; ე) მობილური ტელეფონი („სმარტფონი“); ვ) თანამგზავრული მობილური ტელეფონი; ზ) მიწის ზედაპირიდან სხვადასხვა ფრენის სიმაღლის და პოტენციური ენერგიის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდი (საფრენი აპარატი „დრონი“); თ) ელექტრო გენერატორი. 4. სახანძრო ტექნიკური აღჭურვილობა და მოწყობილობებია: ა) ჰაერმექანიკური ქაფის გენერატორი; ბ) სხვადასხვა სახის სახანძრო ლულა; გ) მაგისტრალური ქაფშემრევი; დ) წყლის შემკრები; ე) დამხშობი თავაკი; ვ) ჰიდროელევატორი; ზ) სხვადასხვა დიამეტრის სახანძრო სახელო და სახელოს თავაკი; თ) შემწოვი სახელო; ი) შემწოვი ბადე; კ) სახანძრო სახელოს ბოგირი; ლ) ცეცხლმაქრი; მ) ჰიდრანტიდან წყლის ასაღები სვეტი და მოწყობილობა; ნ) სამკაპი; ო) ხანძრის ჩასაქრობი ზურგჩანთა; პ) კვამლგამწოვი; ჟ) სითბოს ფიქსირების ოპტიკურ-ელექტრონული ხელსაწყო „თბოვიზორი“. 5. საავარიო-სამაშველო/სამაშველო აღჭურვილობა, მოწყობილობები და ინსტრუმენტებია: ა) სხვადასხვა დანიშნულების საავარიო-სამაშველო კიბე; ბ) სამაშველო გასაბერი ბალიში; გ) ძებნისათვის განკუთვნილი სპეციალური ხელსაწყო; დ) სამაშველო იზოთერმული გადასაფარებელი; ე) ხელის არამექანიზირებული და მექანიზირებული ინსტრუმენტები. 6. სამთო-სამაშველო ეკიპირება, აღჭურვილობა და მოწყობილობებია: ა) სპეციალური სამთო ტანსაცმელი; ბ) დასაშვებ-დამზღვევი და ასასვლელ-დამჭერი მოწყობილობები; გ) სხვადასხვა სახის სამაშველო თოკი. 7. წყალზე და წყალქვეშა საძიებო-სამაშველო სამუშაოებისათვის განკუთვნილი აღჭურვილობა და მოწყობილობებია: ა) მცურავი საშუალება; ბ) წყალქვეშ საძიებო სამუშაოებისათვის განკუთვნილი აღჭურვილობა და მოწყობილობა ან/და სხვა საშუალებები, რომლებიც გამიზნულია მათი ფუნქციონირებისათვის. 8. ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე (შემდგომ - ქბრბ ინციდენტი) რეაგირების სპეციალური აღჭურვილობა და მოწყობილობებია: ა) რადიაციის დეტექტირებისა და იდენტიფიკაციის სხვადასხვა ტიპის ხელსაწყო; ბ) ქბრბ ინციდენტზე რეაგირების ინდივიდუალური დაცვის საშუალება (A, B, C); გ) დეკონტამინაციის სპეციალური საშუალება; დ) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაღვრაზე რეაგირების საშუალება. 9. სამედიცინო საშუალებები და მოწყობილობებია: ა) პირველადი და გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჩანთა; ბ) სხვადასხვა ტიპის საკაცე; გ) სხვადასხვა სახისა და ზომის ფიქსატორი. 10. ხანძრის ჩაქრობისას ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის მიერ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მის სარგებლობაში არსებული სხვა სპეციალური საშუალებები, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები