„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №578 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №578 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 809
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 09/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 010320030.22.027.017300
809
09/02/2022
ვებგვერდი, 10/02/2022
010320030.22.027.017300
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №578 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №809

2022 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №578 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №578 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10/07/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010320030.22.027.017072) დამტკიცებული წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. წესის მე-3 მუხლის:

ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოსამსახურეს უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს სამსახურის გენერალური დირექტორი, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი შემთხვევებისა. მოსამსახურეს უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი), ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებებს – საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით.

5. სამსახურის გენერალურ დირექტორს და მის მოადგილეებს უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს მინისტრი, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებებს – საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. მოსამსახურეს შესაძლოა ვადამდე მიენიჭოს საშუალო და უფროსი სპეციალური წოდება. მოსამსახურეს სპეციალურ წოდებას ვადამდე ანიჭებს მინისტრი.“;

გ) მე-11-მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ბრძანების (გარდა სამსახურის გენერალური დირექტორისათვის სპეციალური წოდების მინიჭების ბრძანებისა) პროექტებს მოსამსახურეთათვის საშუალო და უფროსი სპეციალური წოდების მინიჭების, მათ შორის, სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების, თაობაზე თან ერთვის სპეციალური წოდების მინიჭების ფურცელი – წარდგინება (დანართი №1) ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილი პირის ხელმოწერებით.

12. წარდგინებას (გარდა სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილისათვის სპეციალური წოდების მინიჭებასთან (მათ შორის, ვადამდე მინიჭებასთან) დაკავშირებული წარდგინებისა) ავსებს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო და მინისტრის ბრძანების პროექტის შემთხვევაში ეგზავნება სამინისტროს. სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილისათვის სპეციალური წოდების მინიჭებასთან (მათ შორის, ვადამდე მინიჭებასთან) დაკავშირებით წარდგინებას ავსებს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი. წარდგინებას ხელს აწერს:

ა) სამსახურის გენერალური დირექტორი, თუ წარდგინება ეგზავნება სამინისტროს;

ბ) სამსახურის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე/მოადგილე, თუ სპეციალური წოდების მისანიჭებლად წარსადგენი მოსამსახურე საქმიანობას ახორციელებს მის საკურატორო ქვედანაყოფში;

გ) სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი, თუ სპეციალური წოდების მისანიჭებლად წარსადგენი მოსამსახურე საქმიანობას ახორციელებს პენიტენციურ დეპარტამენტში/დაწესებულებაში.

13. სამსახურის გენერალური დირექტორისათვის სპეციალური წოდების მინიჭების (მათ შორის, ვადამდე მინიჭების) თაობაზე მინისტრის ბრძანების პროექტს თან ერთვის სპეციალური წოდების მინიჭების ფურცელი – ინფორმაცია (დანართი №2), რომელსაც ავსებს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.“.

2. წესის №1 და №2 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე