„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 30/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 320110000.17.010.016092
7
30/12/2021
ვებგვერდი, 31/12/2021
320110000.17.010.016092
„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
 
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №7

2021 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
 „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებულ  „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესებში“  შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის  პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის გაუქმება/შეჩერება.“

2. მე-7 მუხლის  მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის გაუქმება/შეჩერება;“.

მუხლი 2
ეს დადგენილება  ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრინათია კუკულაძე
კომისიის წევრიეკატერინე იმედაძე
კომისიის წევრივახტანგ აბაშიძე
თავმჯდომარეკახი ბექაური