დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საანგარიშო ტყეკაფის დადგენის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10/27 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 22/02/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 05/03/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390.050.000.12.212.005.175 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/03/2002 - 20/08/2010)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 390.050.000.12.212.005.175
საქართველო სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის
ბრძანება №10/27
2002 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
„საანგარიშო ტყეკაფის დადგენის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ტყის კოდექსის XV თავის 74-ე მუხლის ბ) ქვეპუნქტის და XXXV თავის 116-ე მუხლის „დ“–თ“) ქვეპუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დებულება „საანგარიშო ტყეკაფის დადგენის წესის შესახებ”.
2. დაევალოს ტყის აღრიცხვისა და ტყითსარგებლობის სამმართველოს (ბატონი ი. ბაბუხადია) უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია და გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” დადგენილი წესის შესაბამისად.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ჯაფარიძე
დებულება
„საანგარიშო ტყეკაფის დადგენის წესის შესახებ”
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
„საანგარიშო ტყეკაფის დადგენის წესის შესახებ” დებულება (შემდგომ – დებულება) შემუშავებულია „საქართველოს ტყის კოდექსის” XV თავის 74-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის და XXXV თავის 116-ე მუხლის „დ“–თ“) ქვეპუნქტის საფუძველზე და განსაზღვრავს საქართველოს ტყეებში მერქნით მთავარი სარგებლობის ყოველწლიური შესაძლო ოპტიმალური ოდენობის – საანგარიშო ტყეკაფის დადგენის პირობებს.
მუხლი 2
საანგარიშო ტყეკაფის დადგენის მიზანია:
1. ტყის ფონდის მერქნული რესურსებით მდგრადი და უწყვეტი სარგებლობის უზრუნველყოფა;
2. ტყის ჭრის ბრუნვის პერიოდში მწიფე და მწიფეზე უხნეს კორომებში მერქნის მაქსიმალური რაოდენობის მიღება;
3. ტყის აღნაგობის, ხნოვანებითი სტრუქტურის, წყალმარეგულირებელი, ნიადაგდაცვითი, გამაჯანსაღებელი და სხვა სასარგებლო სოციალურ-ეკოლოგიური თვისებების შენარჩუნება-გაძლიერება;
4. ტყის სახეობრივი შემადგენლობისა და ბუნებრივი განახლების ხარისხის გაუმჯობესება.
მუხლი 3
საანგარიშო ტყეკაფით დგინდება მერქნით ყოველწლიური სარგებლობის შესაძლო ოპტიმალური ოდენობა, იგი წარმოადგენს ტყეკაფის გამოყოფის საფუძველს.
მუხლი 4
მთავარი სარგებლობის ჭრისათვის საანგარიშო ტყეკაფი დგინდება მხოლოდ ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი კატეგორიის ტყეებში (გარდა განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნებისა).
საანგარიშო ტყეკაფი ისაზღვრება იმ ტყეებში, რომელთა ათვისებაც უახლოეს 20 წელიწადში იქნება შესაძლებელი.
მუხლი 5
მერქნით მთავარი სარგებლობის ყოველწლიური საანგარიშო ტყეკაფი განისაზღვრება თითოეული რაიონის, ორგანიზაციისა და საწარმოსათვის, რომელნიც უძღვებიან ტყის მეურნეობას, ხოლო მათ ფარგლებში – ტყის კატეგორიის, სამეურნეო სექციის (წიწვოვანები, მაგარმერქნიანი ფოთლოვანები, რბილმერქნიანი ფოთლოვანები) და მერქნიანი სახეობების მიხედვით. ავტონომიურ რესპუბლიკებში და რეგიონებისათვის საანგარიშო ტყეკაფი დგინდება თითოეული სატყეო მეურნეობის საანგარიშო ტყეკაფის შეჯამებით, ხოლო მთლიანად ქვეყნისათვის – ავტონომიურ რესპუბლიკებში და რეგიონებში დადგენილი საანგარიშო ტყეკაფების შეჯამებით.
მუხლი 6
საანგარიშო ტყეკაფის ოდენობის განსაზღვრის საწყის მონაცემებს წარმოადგენს:
1. ტყეთმოწყობის მასალები;
2. ტყეებში, სადაც 10-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ ტყეთმოწყობა არ ჩატარებულა, ტყის ცალკეული უბნების ინვენტარიზაციისა და მათემატიკურ-სტატისტიკური ან სხვა მეთოდებით აღრიცხვის მასალები.
მუხლი 7
ტყის მერქნული რესურსებით უწყვეტი სარგებლობის პრინციპის უზრუნველყოფის მიზნით განისაზღვრება შემდეგი სახის საანგარიშო ტყეკაფები:
1. თანაბარი სარგებლობის;
2. პირველი ხნოვანებითი;
3. მეორე ხნოვანებითი;
4. შემატებითი;
5. სიმწიფითი
მუხლი 8
დიდი რაოდენობით დაზიანებული და ხმობადი კორომების არსებობის შემთხვევაში, როდესაც ისინი საჭიროებენ პირველ რიგში და მოკლე პერიოდში ჭრას, გაითვლება აგრეთვე მდგომარეობითი ტყეკაფი.
მუხლი 9
ჯგუფურ-ამორჩევითი და თანდათანობითი ჭრებისათვის საანგარიშო ტყეკაფი გაითვლება ჭრის განმეორების პერიოდისა და ამ ჭრების განხორციელების ჯერების რაოდენობის მიხედვით.
მუხლი 10
საანგარიშო ტყეკაფის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამეურნეო სექციის კორომების მერქნის საშუალო წლიურ ნამატს.
მუხლი 11
საანგარიშო ტყეკაფი დგინდება ხანგრძლივი პერიოდისათვის და როგორც წესი ძალაში შედის საანგარიშო პერიოდის პირველი წლიდან. იმ შემთხვევაში, თუ ტყის რესურსები რაოდენობრივად ან ხარისხობრივად ძლიერ იცვლება, აგრეთვე მთავრდება მიმდინარე ტყეთმოწყობის ვადა, დაიშვება საანგარიშო ტყეკაფის შეცვლა გარკვეული დროით. დადგენილი საანგარიშო ტყეკაფი შენარჩუნებულ უნდა იქნეს მთლიანად სარევიზიო პერიოდის განმავლობაში. საანგარიშო ტყეკაფი შეიძლება გადასინჯულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტყის ფონდში ძირეული ცვლილებებია მომხდარი (ორგანიზაციის ტერიტორიის, ჭრის წესების, ტყის კატეგორიის, ჭრის ხნოვანების ცვლილებები, ტყეების მასშტაბური დაზიანება ენტომავნებლებისაგან და ფიტოდაავადებების, ხანძრებისა და სხვა სტიქიური მოვლენებისაგან).
თავი II
საანგარიშო ტყეკაფის გამოთვლა
მუხლი 12
პირწმინდა, თანდათანობითი და ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრებისათვის საანგარიშო ტყეკაფის ფართობი გამოითვლება შემდეგი ფორმულებით:
1. თანაბარი სარგებლობის ტთ = F ;
U
2. პირველი ხნოვანებითი ტ1ხნ = Fმმ+Fმწ. და უხნესი ;
2t
3. მეორე ხნოვანებითი ტ2ხნ = Fშხ+Fმმ+Fმწ. და უხნესი ;
3t
4. სიმწიფითი ტს = Fმწ და უხნესი ;
t
5. შემატებითი ტშ = Z .
M
ფორმულებში მიღებულია შემდეგი აღნიშვნები:
F – სამეურნეო სექციის კორომების ფართობი;
Fმწ. და უხნესი – მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების ფართობი;
Fმმ. – მომწიფარი კორომების ფართობი;
Fშხ. – შუახნოვანი კორომების ფართობი;
U – ჭრის ხნოვანება;
t – ხნოვანების კლასის ხანგრძლივობა (წელი);
Z – სამეურნეო სექციის მერქნის საშუალო წლიური ნამატი (კბმ);
M – გაანგარიშებაში ჩართული მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების მერქნის საშუალო მარაგი 1 ჰექტარზე.
მუხლი 13
მეორე ხნოვანებითი ტყეკაფის გამოთვლისას იმ სამეურნეო სექციებში, სადაც შუახნოვანი კორომები წარმოდგენილია სამამდე ხნოვანების კლასით, გაანგარიშებაში ჩაირთვება მხოლოდ ბოლო ხნოვანების კლასი, ხოლო თუ ოთხი და მეტი კლასია, მაშინ გაანგარიშებაში ჩაირთვება ბოლო ორი კლასი.
მუხლი 14
გაანგარიშებაში შუახნოვანი ჯგუფის ორი კლასის ჩართვისას საანგარიშო ტყეკაფი განისაზღვრება შუახნოვანი, მომწიფარი, მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების ფართობების გაყოფით ხნოვანების ოთხი კლასის ხანგრძლივობაზე.
მუხლი 15
თანაბარი სარგებლობის ტყეკაფის გაანგარიშებისას ტყის ფართობი იყოფა ჭრის ხნოვანების კლასის ბოლო მაჩვენებელზე. პირწმინდა, თანდათანობითი და ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრების დროს მარაგის მიხედვით საანგარიშო ტყეკაფი განისაზღვრება ფართობით დადგენილი საანგარიშო ტყეკაფისა და ჭრაში ჩართული მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების 1 ჰექტარზე საშუალო მარაგის ნამრავლით. იმ შემთხვევაში, როდესაც მომწიფარი კორომების საშუალო მარაგი 1 ჰექტარზე მეტია ვიდრე მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების საშუალო მარაგი 1 ჰექტარზე და მომწიფარი კორომების ფართობი ორჯერ და მეტად აღემატება მწიფე და მწიფეზე უხნეს კორომების ფართობს, საანგარიშო ტყეკაფი მარაგის მიხედვით განისაზღვრება ფართობის მიხედვით გათვლილი ტყეკაფის გამრავლებით მომწიფარი კორომების 1 ჰექტრის საშუალო მარაგზე.
მუხლი 16
თანდათანობითი და ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრებისათვის ჭრის განმეორების პერიოდისა და ჯერადობის მიხედვით საანგარიშო ტყეკაფი ფართობით გაითვლება სამეურნეო სექციის მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების ფართობების გაყოფით გამეორების პერიოდზე (K-ზე), მაგალითად, თუ წიფლის სამეურნეო სექციაში მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების ფართობი 500 ჰექტარია და გამეორების პერიოდი – K= 10 წელს, მაშინ წლიური საანგარიშო ტყეკაფი ფართობით 500 : 10 = 50 ჰექტრის ტოლი იქნება. მარაგის მიხედვით საანგარიშო ტყეკაფი განისაზღვრება შემდეგნაირად: მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების ერთ ჰექტარზე საშუალო მარაგი (250 კბმ) გამრავლდება გამოთვლილი ტყეკაფის ფართობზე (50 ჰა) და გაიყოფა ჯერადობაზე 250X50 : 3 = 4167 კბმ.
მუხლი 17
ნებით-ამორჩევითი ჭრისათვის საანგარიშო ტყეკაფის გამოთვლა ხდება შემდეგი მეთოდებით:
1. ჭრის წესის თანახმად ჭრაში დანიშნული უბნების უწყისში თითოეული სატაქსაციო უბნისათვის განისაზღვრება ერთ ჯერზე მოსაჭრელი მარაგი, ლიკვიდური და სამასალე მერქნის ოდენობა მერქნიანი სახეობების მიხედვით. მათი ჯამების ჭრის გამეორების პერიოდზე გაყოფით მიიღება ყოველწლიური საანგარიშო ტყეკაფი მერქნიანი სახეობების, სამეურნეო სექციის და სატყეო მეურნეობის ფარგლებში.
2. მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების ფართობები და მარაგები განაწილდება სიხშირეების მიხედვით, რის შემდეგ ჭრის წესებიდან გამომდინარე თითოეულ სიხშირეს მიესადაგება მოსაჭრელი მარაგის პროცენტი და გაიანგარიშება ერთ ჯერზე მოსაჭრელი მარაგი. საანგარიშო ტყეკაფის გამოთვლა ხდება თითოეულ სიხშირეში ფართობის და მოსაჭრელი მარაგის ჭრის გამეორების პერიოდზე გაყოფით, ხოლო მათი დაჯამებით მიიღება თითოეული მერქნიანი სახეობის საანგარიშო ტყეკაფი ფართობითა და მარაგით (ჭრის გამეორების პერიოდის გაანგარიშების წესი მოცემულია დანართ №1-ში).
მუხლი 18
მდგომარეობითი ტყეკაფი ფართობისა და მარაგის მიხედვით გაითვლება პირველ რიგში (სასწრაფოდ) მოსაჭრელი კორომების ფართობების და მარაგების გაყოფით იმ პერიოდის ხანგრძლივობაზე, რომელშიც მიზანშეწონილია მოიჭრას ეს კორომები (არა უმეტეს 5 წლისა).
მუხლი 19
საანგარიშო ტყეკაფების გამოთვლის მაგალითები მოცემულია დანართებში №2,3,4.
თავი III
საანგარიშო ტყეკაფის დასაბუთება
მუხლი 20
საანგარიშო ტყეკაფის დადგენისას რეკომენდაცია ეძლევა იმ საანგარიშო ტყეკაფს, რომელიც ამ დებულების მე-2 მუხლის საფუძველზე არსებული ხნოვანებითი სტრუქტურიდან და კონკრეტულ ბუნებრივ-ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, უფრო სრულყოფილად პასუხობს რეალურ მდგომარეობას. ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება მიღებულ იქნეს საანგარიშო ტყეკაფი, რომელსაც ექნება შუალედური მაჩვენებელი გამოთვლილი ტყეკაფებს შორის და უფრო დააკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს.
მუხლი 21
საანგარიშო ტყეკაფის დასაბუთებისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი:
1. თანაბარი სარგებლობის ტყეკაფი რეკომენდებულია იმ სამეურნეო სექციებისათვის, რომელთა კორომების ფართობები ხნოვანების კლასების მიხედვით მეტნაკლებად თანაბრად არიან განაწილებული;
2. პირველი ხნოვანებითი ტყეკაფი რეკომენდებულია იმ სამეურნეო სექციებისათვის, სადაც მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების მარაგი მცირეა;
3. მეორე ხნოვანებითი ტყეკაფი რეკომენდებულია იმ სამეურნეო სექციებისათვის, სადაც სჭარბობს მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომები.
მუხლი 22
მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების არარსებობისა და დიდი რაოდენობით მომწიფარი კორომების არსებობისას გამონაკლისის სახით საანგარიშო ტყეკაფი შეიძლება დადგინდეს 5 ან 10 წლიან პერიოდში მომწიფარი კორომების ნაწილის მწიფე კორომების კატეგორიაში გადასვლის გათვალისწინებით.
მუხლი 23
დასამტკიცებლად რეკომენდირებული ტყეკაფი არ უნდა იყოს მდგომარეობით ტყეკაფზე ნაკლები. თუ ეს უკანასკნელი მეტია ყველა გათვლილ ტყეკაფებზე, მაშინ მიიღება მდგომარეობითი ტყეკაფი.
თავი IV
საანგარიშო ტყეკაფის განხილვა და დამტკიცება
მუხლი 24
ამ დებულების მიხედვით ტყეთმოწყობის მასალების საფუძველზე თითოეულ სატყეო მეურნეობაში განსაზღვრული საანგარიშო ტყეკაფი განიხილება ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე უწყების ტყეთმოწყობის კომისიაზე და მიეცემა რეკომენდაცია დასამტკიცებლად.
მუხლი 25
„გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ტყეთმოწყობის პროექტი საჭიროებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნებართვას. ტყეთმოწყობის პროექტზე გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის შემდეგ სხვა ღონისძიებებთან ერთად საანგარიშო ტყეკაფი ითვლება სამინისტროსთან შეთანხმებულად.
მუხლი 26
ავტონომიური რესპუბლიკის, რეგიონის და მთლიანად ქვეყნის საანაგრიშო ტყეკაფი წარმოადგენს მასში შემავალი ცალკეული ობიექტების ტყეკაფების ჯამს. ავტონომიურ რესპუბლიკაში, რეგიონში განხილვის შემდეგ საანგარიშო ტყეკაფი დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელიც ათანხმებს მას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და ამტკიცებს ბრძანებით.
დანართი 1
ტყის ჭრის გამეორების პერიოდის განსაზღვრის წესი ჭრის ოპტიმალური ხნოვანებისა და ჭრის ინტენსივობის %-ის მიხედვით
მრიცხველში – ხნოვანების კლასი
მნიშვნელში – ხნოვანება (წელი)
| ტყის ჭრის ინტენსივობა %%-ში | ტყის ჭრის ოპტიმალური ხნოვანებები ხნოვანების კლასი, ხნოვანების წელი | ||||||||
| ხნოვანების კლასის ხანგრძლივობა 20 წ. | ხნოვანების კლასის ხანგრძლივობა 10 წ. |
| |||||||
| VII 140 | VI 120 | V 100 | IV 80 | VII 70 | VI 60 | V 50 | IV 40 |
| |
| ჭრის გამეორების პერიოდი, წელი | |||||||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | |
| 10 | 15 | 10 | 10 | 10 | 5 | 5 | 5 | 5 | |
| 15 | 20 | 20 | 15 | 10 | 10 | 10 | 10 | 5 | |
| 20 | 30 | 25 | 20 | 15 | 15 | 10 | 10 | 10 | |
| 25 | 35 | 30 | 25 | 20 | 20 | 15 | 15 | 10 | |
ცხრილში მოტანილი მონაცემების მიხედვით ტყის ჭრის გამეორების პერიოდი განისაზღვრება შემდეგნაირად:
ტყის ჭრის ოპტიმალური ხნოვანება (მაგ., 140 წელი) მრავლდება ჭრის ინტენსივობის პროცენტზე (მაგ., 15%) 140-ის 15 % = 21 წელს.
ჭრის გამეორების პერიოდის (14, 21, 28 და ა.შ.) გამარტივების მიზნით ცხრილში ფრჩხილებში ნაჩვენებია (5-ის ფარგლებში) დამრგვალებული რიცხვები (15,20,30 და ა.შ.).
დანართი 2
ნ ი მ უ შ ი
ყოველწლიური საანგარიშო ტყეკაფის განსაზღვრისა ნებით-ამორჩევითი ჭრისათვის
|
სამე-ურნეო სექცია | ჭრის ხნოვანება | მაჩვენებლები | მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომები | მ ა თ შ ო რ ი ს ს ი ხ შ ი რ ე ე ბ ი ს მ ი ხ ე დ ვ ი თ | ||||||||||
| 0,8 და მეტი | 0,7 | 0,6 | 0,5 | 0,4–0,3 | ||||||||||
| ფართობი, ჰა | მარაგი, ათასი კბმ | ფართობი, ჰა | მარაგი, ათასი კბმ | ფართობი, ჰა | მარაგი, ათასი კბმ | ფართობი, ჰა | მარაგი, ათასი კბმ | ფართობი, ჰა | მარაგი, ათასი კბმ | ფართობი, ჰა | მარაგი, ათასი კბმ | |||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| წიფელი 0-200-მდე |
121-140 | ექვემდებარება გაანგარიშებას გამოსაღები მარაგის %
ერთ ჯერზე მოსაჭრელი მარაგი ჭრის გამეორების პერიოდი
ყოველწლიური საანგარიშო ტყეკაფი | 104 | 30.0 | 12 | 5.0 | 25 | 8.5 | 25 | 7.8 | 22 | 5.2 | 20 | 3.5 |
|
|
|
| 25 |
| 20 |
| 15 |
| 25 |
| 50 | |||
|
| 7.1 |
| 1.2 |
| 1.7 |
| 1.2 |
| 1.3 |
| 1.7 | |||
|
|
|
| 30 |
| 30 |
| 20 |
| 30 |
| 10 | |||
| 5.21 | 0.37 | 0.40 | 0.04 | 0.83 | 0.06 | 1.25 | 0.06 | 0.73 | 0.04 | 2.00 | 0.17 | |||
| წიფელი 31-350-მდე | „–––” | ექვემდებარება გაანგარიშებას გამოსაღები მარაგის %
ერთ ჯერზე მოსაჭრელი მარაგი ჭრის გამეორების პერიოდი
ყოველწლიური საანგარიშო ტყეკაფი | 530 | 153.0 | 70 | 28.0 | 130 | 45.0 | 125 | 38.0 | 110 | 26.0 | 95 | 16.0 |
|
|
|
| 20 |
| 15 |
| 10 |
| 20 |
| 20 | |||
|
| 24.6 |
| 5.6 |
| 6.8 |
| 3.8 |
| 5.2 |
| 3.2 | |||
|
|
|
| 30 |
| 30 |
| 20 |
| 30 |
| 10 | |||
| 26.07 | 1.10 | 2.33 | 0.19 | 4.33 | 0.23 | 6.25 | 0.19 | 3.66 | 0.17 | 9.50 | 0.32 | |||
| სულ სატყეო მეურნე-ობაში
| ექვემდებარება გაანგარიშებას | 634 | 183.0 | 82 | 33.0 | 155 | 53.5 | 150 | 45.8 | 132 | 31.2 | 115 | 19.5 | |
| ერთ ჯერზე მოსაჭრელი მარაგი |
| 31.7 |
| 6.8 |
| 8.5 |
| 5.0 |
| 6.5 |
| 4.9 | ||
| ყოველწლიური საანგარიშო ტყეკაფი | 31.28 | 1.47 | 2.73 | 0.23 | 5.16 | 0.29 | 7.50 | 0.25 | 4.39 | 0.21 | 11.50 | 0.49 | ||
დანართი 3
ნ ი მ უ შ ი
ყოველწლიური საანგარიშო ტყეკაფის განსაზღვრისა პირწმინდა ჭრისათვის
ფართობი - ჰა, მარაგი - ათასი კბმ
| სამეურ-ნეო სექცია | ჭრის ხნოვანება, წელი ხნოვანების კლასი | ხნოვანების კლასების ხანგრძლივობა, წელი | მაჩვენებლები | კორომების ფართობებისა და მარაგების განაწილება ხნოვანების ჯგუფებისა და კლასების მიხედვით | გამოთვლილი საანგარიშო ტყეკაფები - ფართობი, ჰა | ||||||||||
| თანაბარი სარგებლობის | მეორე ხნოვანებითი | პირველი ხნოვანებითი | სიმწიფითი | შემატებითი | |||||||||||
| ახალგაზრდა | შუახნო-ვანი | მომ-წიფა-რი | მწიფე და მწიფეზე უხნესი | სულ | |||||||||||
| I | II | III | IV | V და მეტი | ტთ | ტ2ხნ | ტ1ხნ | ტს | ტშ | ||||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | |
| საანგარიშო ტყეკაფი ფართობის მიხედვით (ჰექტარი) | |||||||||||||||
| მურყანი | 21-25 V | 5 | ფათობი | 810 | 770 | 600 | 600 | 300 | 3850 | 3850 = 154 154 | 600+600+1070 = 151 15
| 600+1070 = 167 10 | 1070 = 214 5 | 23252 = 187 124 | |
| მარაგი | 20.4 | 38.4 | 50.0 | 65.0 | 36.0 | 306.0 | |||||||||
| საშ. შემატება კბმ | 6800 | 4800 | 3846 | 3611 | 1565 | 23252 | |||||||||
საანგარიშო ტყეკაფი მარაგის მიხედვით განისაზღვრება ფართობის მიხედვით გამოთვლილი საანგარიშო ტყეკაფის საექსპლოატაციო ფონდის (მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების) 1 ჰექტარის საშუალო მარაგზე გამრავლებით (მაგალითად: ტთ 154 X 124 = 19.1 ათას კბმ)
დანართი 4
ნ ი მ უ შ ი
ყოველწლიური საანგარიშო ტყეკაფის განსაზღვრისა თანდათანობითი და ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრებისათვის
| სამეურ-ნეო სექცია | ჭრის ხნოვანება, წელი ხნოვანების კლასი | ხნოვანების კლასების ხანგრძლივობა წელი | მაჩვენებლები | კორომების ფართობებისა (ჰა) და მარაგების (ათასი კბმ) განაწილება ხნოვანების ჯგუფებისა და კლასების მიხედვით | საანგარიშო ტყეკაფების გამოთვლა | ||||||||||
| ჭრის გამეორების პერიოდის (K) მიხედვით
Fმწ. და უხნესი K | |||||||||||||||
| ახალგაზრდა | შუახნოვანი | მომწიფარი | მწიფე და უხნესი | სულ | |||||||||||
| I | II | III | IV | V | VI | VII და მეტი | 20 წ. | 40 წ. | 60 წ. | ||||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | |
| საანგარიშო ტყეკაფი ფართობის მიხედვით (ჰექტარი) | |||||||||||||||
| ნაძვი 0-200 | 121-140 VII | 20 | ფათობი, ჰა | 5 | 11 | 19 | 30 | 100 | 159 | 600 | 924 | 600 =120 5
| 600 = 60 10
| 600 = 40 15
| |
| მარაგი, ათასი კბმ | 0.1 | 0.5 | 2.5 | 5.7 | 22.6 | 44.6 | 276.0 | 352.0 | |||||||
| საშ. შემატება, კბმ | 10 | 17 | 50 | 81 | 250 | 405 | 1843 | 2656 | |||||||
| მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების საშუალო მარაგი 1 ჰექტარზე 460 კბმ |
|
|
|
| |||||||||||
საანგარიშო ტყეკაფი მარაგის მიხედვით განისაზღვრება ფართობის მიხედვით გამოთვლილი ტყეკაფის მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების ერთი ჰექტრის საშუალო მარაგზე (460 კბმ) გამრავლებით და ჯერადობის (n) ოდენობაზე გაყოფით. მაგალითი: თუ განმეორების პერიოდი (K) 20 წელია, ფართობის მიხედვით წლიური ტყეკაფი = 40 ჰექტარს, ხოლო კორომის ჭრა სამ ჯერად (n=3) წარმოებს, მაშინ საანგარიშო ტყეკაფი მარაგის მიხედვით ტოლი იქნება: ტმარაგის მიხ. = 40X460 : 3 = 6,1 ათ. კბმ
დანართი 5
უწყისი
მთავარი სარგებლობის გაანგარიშებაში ჩართულ და გაანგარიშებიდან გამორიცხულ კორომთა ფართობებისა და მარაგების
(ფართობი ჰა, მარაგი ათასი კბმ)
| გაბატონებული მერქნიანი სახეობები | ტყით დაფარული მიწები სულ | კორომების ფართობების განაწილება ხნოვანების ჯგუფების მიხედვით | |||||||
| ახალ-გაზრდა | შუახნოვანი | მომწიფარი | მწიფე და მწიფეზე უხნესი | ||||||
| სულ | მ.შ. გაანგარი- შებაში ჩართული | სულ | მ.შ. მწიფეზე უხნესი | ||||||
| ფართობი | მარაგი | ფართობი | მარაგი | ||||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| ტყის კატეგორია – ნიადაგდაცვითი წყალმარეგულირებელი ტყეები | |||||||||
| ტყის ფონდის აღრიცხვის მონაცემები 01.01. 2001 წ. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| I გამორიცხულია გაანგარიშებიდან | |||||||||
| სოჭი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ნაძვი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ჯამი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| მ.შ. ა) ძვირფასი მერქნიანი სახეობა | |||||||||
| მუხა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| წაბლი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ჯამი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ბ) ციცაბო კორომებზე განლაგებული კორომები | |||||||||
| სოჭი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ჯამი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| II ჩართულია გაანგარიშებაში | |||||||||
| სოჭი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ნაძვი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ჯამი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი 6
უწყისი
ყოველწლიური საანგარიშო ტყეკაფების განსაზღვრისა
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . სატყეო მეურნეობა
(ფართობი – ჰა, მარაგი – ათასი კბმ)
| გაბატონებული მერქნიანი სახეობები | ტყეების ფართობი სულ | ტყის ფართობის განაწილება ხნოვანების ჯგუფების მიხედვით | მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების მარაგი. საექსპლოატაციო ფონდის მარაგი | მწ. და მწიფეზე უხნესი კორ.საშ. მარაგი 1ჰა-ზე, კბმ საექსპლოატაციო ფონდის მარაგი 1 ჰა-ზე, კბმ | საშუალო შემატება, სულ მ. შ. გაანგ. ჩართული კორომების | ჭრის ხნოვანება, წელი ხნოვანების კლასი | მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომის საშ. ხნოვანებია, წელი ხნოვანების კლასი | გამოთვლილი ტყეკაფები | მიღებული საანგარიშო ტყეკაფი | რომლის განმ. ათვისებ. იქნება | ფართობის მოსალოდნელი ნაშთი 2010 წლისათვის | ||||||||||||
| ახალგაზრდა | შუახნოვანი | მომწიფარი | მწიფე და მწიფეზე უხნესი | თანაბარი სარგებლობის | მეორე ხნოვანებითი | პირველი ხნოვანებითი | ნებით – ამორჩევითი ჭრებისათვის | ფართობი | მარაგი სულ | მ.შ. ლიკვიდური |
|
| |||||||||||
| სულ | მ.შ. მწიფეზე უხნესი | სულ | აქედან სამასალე | სამასალის % ლიკვიდიდან | მომწიფარი | მწიფე | |||||||||||||||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| ნიადაგდაცვითი წყალმარეგულირებელი ტყეები 1. პირწმინდა ჭრა | |||||||||||||||||||||||
| 2. თანდათანობითი ჭრა | |||||||||||||||||||||||
| 3. ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრა | |||||||||||||||||||||||
| 4. ნებით-ამორჩევითი ჭრა | |||||||||||||||||||||||
შენიშვნა: ა) გაანგარიშება წარმოებს კორომებისათვის, რომელნიც ჩართულნი არიან გაანგარიშებაში (დანართი 5);
ბ) გაანგარიშება ხდება ცალკე მერქნიანი სახეობების მიხედვით;
გ) გაანგარიშება 31-350 დაქანების ფერდობებისათვის წარმოებს ცალკე;
დ) ჯამები უკეთდება თითოეულ ჭრის სახეს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები