დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 დეკემბრის №787 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 632 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 31/12/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170020.10.003.023188 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 დეკემბრის №787 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/12/2020, 040170020.10.003.022510) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან და ძალაშია 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის“: ა) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მოთხოვნის შემთხვევაში, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში არ წარადგენს გარანტიას;“; ბ) მე-14 მუხლის მე-7 – მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. თუ ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს ან აღემატება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია. 8. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ჩათვლით. 9. თუ გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი ნაკლებია 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარზე, დაუშვებელია, პრეტენდენტს მოეთხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა.“; გ) დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ ამ წესის შესაბამისად შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი
.“. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 31 დეკემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები