დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280090030.32.057.016357 |
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად: |
| მუხლი 1 |
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის N14 დადგენილებაში (სსმ, 19.04.2016, სარეგისტრაციო კოდი: 280090030.32.057.016225) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის“ მე-9 მუხლის მე-4, 41 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ,,4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფინანსური მხარდაჭერა არაუმეტეს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარისა, შესაძლებელია გაეწიოს ეკომიგრანტ ოჯახებს, მათი უსაფრთხო გარემოში გადაყვანის მიზნით. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მერია უზრუნველყოფს თანხის მიზნობრივი ხარჯვის კონტროლს. დახმარება შესაძლებელია განხორციელდეს:“; ბ) ,,41. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ფარგლებში ეკომიგრანტი ოჯახის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუ უძრავი ქონების გასაყიდი ღირებულება აღემატება 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარს, სურვილისა და გამყიდველთან შეთანხმების შესაბამისად ეკომიგრანტი ბენეფიციარი თავად ფარავს დარჩენილ სხვაობას.“; გ) ,,5. ხანძრის (ხანძრის ჩაქრობის მიზნით გამოყენებული წყლის ჭავლის) შედეგად დაზარალებულ ოჯახებს შესაძლებელია გაეწიოს ფინანსური დახმარება შემდეგი წესით: ა) საცხოვრებელი სახლის მთლიანად განადგურების შემთხვევაში, შესაძლებელია გაეწიოს ფინანსური დახმარება ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით 20 000 ლარის ოდენობით (აღნიშნული არ საჭიროებს ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენას); ბ) საცხოვრებელი სახლის ნაწილობრივ განადგურების შემთხვევაში, რომელიც აღდგენამდე გამოუსადეგარია საცხოვრებლად, შესაძლებელია გაეწიოს ფინანსური დახმარება სახლის აღდგენის მიზნით წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში ასახული პირდაპირი ხარჯის 100 %, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარისა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები