სამინისტროში დისციპლინის ამაღლებისა და პასუხისმგებლობის გამკაცრების თაობაზე

  • Word
სამინისტროში დისციპლინის ამაღლებისა და პასუხისმგებლობის გამკაცრების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი
მიღების თარიღი 19/02/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 26/02/2002
სარეგისტრაციო კოდი 130.070.000.11.111.005.165
  • Word
8
19/02/2002
სსმ, 17, 26/02/2002
130.070.000.11.111.005.165
სამინისტროში დისციპლინის ამაღლებისა და პასუხისმგებლობის გამკაცრების თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი

სახელმწიფო სარეგიტრაციო კოდი 130.070.000.11.111.005.165

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის

ბრძანება №8

2002 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

სამინისტროში დისციპლინის ამაღლებისა და პასუხისმგებლობის გამკაცრების თაობაზე

სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის (პარლამენტის უწყებანი №11-12, 14.03.1998, ცვლილება 2001.10.26, №1129-Iს) საფუძველზე, ვბრძანებ:

1. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები მინისტრის ბრძანებით შეიძლება გადყენებულ იქნნ თანამდებობიდან კადრების სამმართველოს განკარგულებაში გადაყვანით:

ა) დისციპლინური სამართალდარღვევისათვის სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე და არა უმეტეს 2 თვისა;

ბ) სამსახურებრივი მოვალეობის არაეფექტური და არაჯეროვანი შესრულებისათვის სათანადო ინსპექტირების ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე და არა უმეტეს 2 თვის;

გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შესაბამისი სამართალწარმოების დასრულებამდე;

დ) სისხლის სამართლის სამართალდარღვევისათვის შესაბამისი სამართალწარმოების დასრულებამდე.

2. ზემოხსენებული ფაქტების თაობაზე სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებმა დაუყოვნებლივ მომახსენონ პატაკით.

3. ბრძანება გაეცნოს სამინისტროს პირად შემადგენლობას.

ვ. ხაბურძანია