„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 75
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 30/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016512
75
30/12/2021
ვებგვერდი, 30/12/2021
300320000.16.009.016512
„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №75

2021 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილების  (სსმ III, 2010 წლის 17 აგვისტო, №100, მუხ. 1508, სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.015003) პირველ მუხლს მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10) შპს „საგარეჯოს“ მომხმარებლებისათვის, მომხმარებელთა კატეგორიის მიხედვით, განისაზღვროს სასმელი წყლის მიწოდების შემდეგი ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი):

ა) გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის – 0.843 ლარი/მ3;

ბ) გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის – 4.216 ლარი/სულზე/თვეში;

გ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის – 0.843 ლარი/მ3.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2024 წლის 1 იანვრამდე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიმაია მელიქიძე