დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის თაობაზე საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 11 ნოემბრის №265 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 83 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/02/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 17, 26/02/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.180.000.11.114.005.158 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.180.000.11.114.005.158
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის
ბრძანება №83
2002 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 11 ნოემბრის №265 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლის საფუძველზე, ამავე კოდექსით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის თაობაზე“ საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 11 ნოემბრის №265 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. გადასახადის გადამხდელები
გადასახადის გადამხდელები არიან:
ა) ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას, გარდა მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ბუნებრივი რესურსებისა;
ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გადასახადის გადამხდელი ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ აღნიშნული რესურსების გარემოდან ამოღებას;
გ) ფილიალები და სხვა განცალკევებული ქვედანაყოფები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ იურიდიული პირების სტრუქტურულ ქვედანაყოფებს და აქვთ ცალკე ბალანსი და საანგარიშსწორებო ან სხვა ანგარიში, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადის მიზნებისათვის წარმოადგენენ დამოუკიდებელ პირებს.“.
2. მე-3 მუხლში:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წიაღით სარგებლობისათვის გადასახადის ოდენობა:
ა) წიაღით სარგებლობისათვის გადასახადის ზღვრული ოდენობა განსაზღვრულია სასარგებლო წიაღისეულის ძირითადი სახეობების მიხედვით ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად:
| სასარგებლო წიაღისეულის სახეობანი | გადასახადის ზღვრული ოდენობის ფარგლები პროცენტებში მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ფასის მიმართ |
| ნავთობი, გაზი | 5-10 |
| ნახშირი | 2-5 |
| ტორფი და საპროპელები | 2-5 |
| შავი ლითონები: რკინა მანგანუმი |
1-3 2-7 |
| ფერადი ლითონები (სპილენძი, ტყვია, თუთია, ანთიმონი, კადმიუმი, ალუმინი, სტრონციუმი და სხვა) | 3-5 |
| კეთილშობლი ლითონები (ოქრო, პლატინოიდები, ვერცხლი) | 4-6 |
| იშვათი ლითონები, ელემენტები და მიწები | 2-5 |
| სამთო-ქიმიური ნედლეული (ადეზიტი, ბარიტი, კალციტი, ბენტონიტური თიხები, დიატომიტი, იოდი, ბრომი და სხვა) | 1-5 |
| არამადნეული ნედლეული მეტალურგიისათვის საჭირო ნედლეულის ჩათვლით (დოლომიტი, ცეცხლგამძლე თიხები, საფლუსე კირქვები, კვარცის ქვიშები საყლიბე და მინის წარმოებისათვის, მინერალური საღებავები, ტალკი, ცეოლითი, კაოლინი, ტრაქიტი, პეგმატიტი, ლითოგრაფიული ქვა და სხვა) | 1-8 |
| ძვირფასი ქვები | 4-6 |
| საშენი მასალები (საცემენტე ნედლეული, თაბაშირი, გაჯი, პერლიტი, მოსაპირკეთებელი ქვები, ხრეში, ქვიშა, სააგურე თიხები, სახერხი ქვები და სხვა) | 2-5 |
| მინერალური წყლები, გარდა ამავე პუნქტის ”ბ“-”ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული მინერალური წყლებისა | 1-10 |
| ტალახი | 5-15 |
| ნახშირორჟანგი – გაზი | 2-10 |
| მიწისქეშა თერმული წყლები | 1-15 |
| მიწისქვეშა მტკნარი წყლები | 2-8 |
| მყარი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და გადამუშავების ნარჩენები | 0.5-3 |
| სამთამადნო საწარმოთა გამდიდრების კუდები | 1-5 |
ბ) „ბოჯომის“ მინერალური წყლით სარგებლობისათვის წიაღით სარგებლობის გადასახადი შეადგენს 10 ლარს 1მ3 წყალზე;
გ) „ნაბეღლავის“ მინერალური წყლით სარგებლობისათვის წიაღით სარგებლობის გადასახადი შეადგენს 6 ლარს 1მ3 წყალზე;
დ) „საირმის“ მინერალური წყლით სარგებლობისათვის წიაღით სარგებლობის გადასახადი შეადგენს 6 ლარს 1მ3 წყალზე;
გ) „უწერის“ მინერალური წყლით სარგებლობისათვის წიაღით სარგებლობის გადასახადი შეადგენს 4 ლარს 1მ3 წყალზე;
ბ) მე-2 პუნქტის ცხრილში სიტყვა „სალსალაჯი“ შეიცვალოს სიტყვით „საღსაღაჟი“;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თბოსადგურებისა და სარწყავი სისტემის საწარმოებისათვის გადასახადის ოდენობა შეადგენს მოცემული მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული განაკვეთებით გამოანგარიშებული გადასახადის ძირითადი ოდენობის ერთ პროცენტს, ჰიდროელექტროსადგურის საწარმოებისათვის – ძირითადი ოდენობის 0,01 პროცენტს, ხოლო კომუნალური და სოფლის წყალსადენებისათვის მტკნარი (მიწისქვეშა და ზედაპირული) წყლის რესურსებით სარგებლობისათვაის 1 კუბ. მეტრ წყალზე გადასახადის განაკვეთი შეადგენს 0,01 თეთრს.
მაგალითი:
შპს „ენერგია“ წარმოადგენს ჰიდროელექტროსადგურს და, შესაბამისად, აწარმოებს ელექტროენერგიას. ამასთან, ელექტროენერგიის საწარმოებლად იყენებს მტკვრის წყალს, რომელიც მიეკუთვნება წყლის ობიექტების პირველ ჯგუფს. ამ უკანასკნელისათვის 1მ3 წყლის საბაზრო ფასი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 27-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცებულია 0.1 ლარის ოდენობით. საწარმოს მიერ იანვრის თვეში გარემოდან (მტკვრის აუზიდან) ამოღებულია 1500000მ3 წყალი. მოცემულ შემთხვევაში საწარმოსათვის იანვრის თვის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახდის ძირითადი ოდენობა გაანგარიშებით შეადგენს 15000 ლარს (1500000მ3 0,01ლ 0,1 ლ.- µ10%:100, მაგრამ ვინაიდან ჰიდროელექტროსადგურები აღნიშნულ გადასახადს იხდიან ძირითადი ოდენობის 0,01%-ს, ამიტომ საწარმოს გადასახადი გადახდება 1,5 ლარის ოდენობით (1500ლ µ 0,01:100).“;
დ) მე-10 პუნქტში სიტყვების „სასარგებლო წიაღისეულის ძირითად სახეობათა მიხედვით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „გარდა მოცემული მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „ე“ ქვეპუნქტებში მითითებული წიაღისეულისა“, ხოლო ბოლოში დაემატოს სიტყვები ”ხოლო მინერალური წყლებით სარგებლობისათვის გადასახადის საერთო ოდენობა გაიანგარიშება წყლის იმ მოცულობაზე, რომელიც მიეცემა მეწარმე სუბიექტს წიაღით სარგებლობის ლიცენზიით. „ბორჯომის“ მინერალურ წყალზე ლიცენზია გაიცემა საბადოს სრული დებეტის არანაკლებ 1%-ის ოდენობაზე“;
ე) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით:
„11. მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ფასი (გარდა შიდა ბაზარზე რეალიზებული ძვირფასი, კეთილშობილი და იშვიათი ლითონებისა, რომლებზეც წესდება სახელმწიფო რეგულირებადი ფასები) განისაზღვრება როგორც ამ წიაღისეულისაგან წარმოებული სასაქონლო პროდუქციის თავისუფალი (საბაზრო) საბითუმო (გასაცემი) ფასი, რომელიც ყალიბდება მოთხოვნა-მიწოდების გავლენით თავისუფალი კონკურენციის, მოქმედი საგადასახადო სისტემისა და ყიდვა-გაყიდვის აქტის მონაწილე მხარეთა ინტერესების თავისუფალი შეხამების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“;
ვ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს „111“ და „112“ პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„111. იმ შემთხვევაში, როდესაც სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებლები ახდენენ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის რეალიზაციას ან იყენებენ საკუთარი მოხმარებისათვის, მაშინ მთლიანად მოპოვებულ და გამოყენებულ სასარგებლო წიაღისეულზე, გარდა მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„ე“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი მინერალური წყლებისა, ფასი განისაზღვრება სხვა მომხმარებლებზე გაცემული პროდუქციის ფასის მიხედვით.
მაგალითი:
შპს „მშენებელი“ ეწევა სამშენებლო საქმიანობას. ამასთან, საწარმოს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აღებული აქვს ლიცენზია სასარგებლო წიაღისეულის, ქვიშის მოპოვებაზე, რომელსაც იყენებს როგორც მშენებლობაზე, ასევე ახდენს მათ რეალიზაციას სხვა მომხმარებლებზეც. სხვა მომხმარებლებზე 1მ3 ქვიშის სარეალიზაციო ფასია 10 ლარი. მოცემულ შემთხვევაში სამშენებლო საქმეზე გახარჯულ ქვიშაზე სასარგებლო წიაღისეულის სარგებლობის გადასახადის გაანგარიშების მიზნით ყოველ 1მ3 ქვიშაზე ფასი განისაზღვრება 10 ლარის ოდენობით.
112. მინერალური ან მიწისქვეშა მტკნარი წყლის ფასი, გარდა მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„ე“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი მინერალური წყლებისა, რომელთა რეალიზაცია წარმოებს ბოთლებით, განისაზღვრება უშუალოდ წყალზე ტარისა და დამხმარე მასალების ღირებულების გარეშე. ეს უკანასკნელი საგადასახადო კოდექსის 77-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად მოიცავს ტარისა და დამხმარე მასალების წარმოებაზე დანახარჯებს (საკუთარი ძალებით წარმოებისას) ან შეძენის ფასს (შეძენისას). ღირებულებაში შეიტანება ასევე მათი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯები, ხოლო 81-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით – სხვა ხარჯებიც, რომლებიც ზრდიან მათ ღირებულებას.“;
ზ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით“
„12. მოცემული მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტებში მითითებული ბუნებრივი რესურსებისათვის საბაზრო ფასი განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ შესაბამისი რესურსებით სარგებლობის საუწყებათაშორისო სალიცენზიო საექსპორტო საბჭოს რეკომენდაციით, ხოლო მე-2 და მე-4 პუნქტებში მითითებული ბუნებრივი რესურსებისათვის – საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით.“.
3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1. მოპოვებულ სასარგებლო წიაღისეულზე (გარდა მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „ე“ ქვეპუნქტებში მითითებული ბუნებრივი რესურსებისა), გადასახადი იანგარიშება მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის (რაოდენობის) მე-3 მუხლის მ-10 პუნქტით განსაზღვრულ ფასზე და გადასახადის განაკვეთზე გამრავლებისა და 100-ზე გაყოფის გზით.
2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „ე“ ქვეპუნქტებში მითითებული ბუნებრივი რესურსებისათვის გადასახადი იანგარიშება მეწარმე სუბიექტზე წიაღით სარგებლობის ლიცენზიით მოცემული წყლის მოცულობის (მ3) გადასახადის განაკვეთზე გამრავლების გზით.
3. მე-3 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებში მითითებული ბუნებრივი რესურსებისათვის გადასახადი იანგარიშება გარემოდან ამოღებული და ტყიდან ტრანსპორტირებას დაქვემდებარებული ბუნებრივი რესურსების მოცულობის (რაოდენობის) საბაზრო ფასზე და გადასახადის განაკვეთზე გამრავლებისა და 100-ზე გაყოფის გზით.
4. მე-3 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებში მითითებული ბუნებრივი რესურსებისათვის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) გადასახადი იანგარიშება გარემოდან ამოღებული ბუნებრივი რესურსის მოცულობის (რაოდენობის) საბაზრო ფასზე და გადასახადის განაკვეთზე გამრავლებისა და 100-ზე გაყოფის გზით.
5. მოპოვებულ სასარგებლო წიაღისეულზე (გარდა მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „ე“ ქვეპუნქტებში მითითებული ბუნებრივი რესურსებისა), გადასახადი გადაიხდება საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.
6. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „ე“ ქვეპუნქტებში მითითებული ბუნებრივი რესურსებისათვის გადასახადი გადაიხდება წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მიღებიდან ყოველი მე-3 თვის ბოლომდე, ამ პერიოდის განმავლობაში ლიცენზიით განსაზღვრული ოდენობის მიხედვით.
7. მე-3 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებში მითითებული ბუნებრივი რესურსებისათვის გადასახადი გადაიხდება გარემოდან ამოღებული ბუნებრივი რესურსების ტყიდან ტრანსპორტირებამდე.
8. მე-3 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებში მითითებული ბუნებრივი რესურსებისათვის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) გადასახადი გადაიხდება საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, სოფლის მეურნეობაში გამოყენებული წყლის რესურსებისათვის გადასახადი გადაიხდება შესაბამისი წლის 1 დეკემბრამდე.
9. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისათვის გადასახადი გადაიხდება ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიის მიღებამდე, რის შესახებაც გადამხდელები წარუდგენენ საგადასახადო ინსპექციის მიერ გაცემულ ცნობას ლიცენზიის გამცემ ორგანოს.
10. მოცემული მუხლის მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებში მითითებულ ვადებში გადასახადის გადამხდელები ვალდებულნი არიან თავიანთი ადგილმდებარეობის მიხედვით საოლქო საგადასახადო ინსპექციებს წარუდგინონ გადასახადის გაანგარიშებები მოცემული ინსტრუქციის №1 დანართის ფორმის მიხედვით.
11. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადის თანხების კონკრეტულ ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი განისაზღვრება „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ და „სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ“ საქართველოს კანონების მიხედვით.“;
4. ინსტრუქციის №1 და №2 დანართები შესაბამისად შეიცვალოს ამ ბრძანებაზე თანდართული №1 და №2 დანართებით.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ძნელაძე
დანართი №1

| გარემოდან ამოღებული (მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ძირითადი სახეობებისა (ჯგუფებისა) და კონკრეტულ სახეობათა დასახელების ჩათვლით) ბუნებრივი რესურსების დასახელება | ზომის ერთე-ული | ფაქტობრივად გარემოდან ამოღებული (მოპოვებუ-ლი) ბუნებრივი რესურსების მოცულობა | მოცულობა (რაოდენ-ბა), რომელიც არ ექვემ- დებარება დაბეგვრას | დაქვემდე-ბა რებული ბუნებრივი რესურსე-ბის მოცუ- ლობა რაოდენო-ბა) სვტ. 10-სვტ.) | ბუნებ-რივი რესურ-სების ერთეუ-ლზე საბაზრო ფასი (ან ფასი)*** | ბუნებრი-ვი რესურსე-ბის მოპოვე-ბული მოცულო-ბის საბაზრო ფასი (ან ფასი) (სვტ.12Xსვტ. 13) | გადა-სახა- დის განაკ-ვეთი (%) | გადასახა დის თა- ნხა (სვტ. 14 Xსვტ 15):100 | |||
| 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | |||
|
-------------------------- -------------------------- ---------------------------- ----------------------------
|
|
|
|
|
|
|
|
| |||
| 17 | ჯამი |
| ||||||||
ვადასტურებ, რომ ამ გაანგარიშებაში მოცემული ინფორმაცია სწორია და სრული, მთლიანად ასახავს ბუნებრივი რესურებით სარგებლობისათვის გადასახადის განგარიშების მონაცემებს ამ საგადასახადო პერიოდისათვის.
ხელმოწერა _______________________ თარიღი _____________________
რიცხვი, თვე, წელი
* გარდა გადამხდელებისა, რომლებიც ახორციელებენ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებას;
** მინერალურ წყალზე ჩაიწერება წიაღით სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული წყლის მოცულობა, ხოლო მერქნული რესურსების შემთხვევაში – გარემოდან ამოღებული და ტრანსპორტირებას დაქვემდებარებული ხე-ტყე მოცულობა;
*** არ ივსება მინერალური წყლებისათვის. შეივსება მხოლოდ შესაბამისი სვეტები, რომლებიც აუცილებელია გადასახადის გაანგარიშებისავის.
საგადასახადო ინსექციის აღნიშვნა
1. კამერალური შემოწმების შედეგად შეტანილია შემდეგი შესწორებები
_______________________________________________________________
_______________________________________________________________
„_______“ ______________________________ 19 _____ წ
(შემოწმების თარიღი)
(ხელმოწერა)
2. ამ გაანგარიშებით გადამხდელის პირადი ანგარიშის ბარათზე დარიცხულია გადასახდელად
_______________________________________________________________
_______________________________________________________________
„_______“ ______________________________ 19 _____ წ
(გატარების თარიღი)
(ხელმოწერა)
დანართი № 2

| გარემოდან ამოღებული (მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ძირითადი სახეობებისა (ჯგუფებისა) და კონკრეტული სახეობათა დასახელების ჩათვლით) ბუნებრივი რესურსების დასახელება | ზომის ერთეუ- ლი | ფაქტობრივად გარემოდან ამოღებული (მოპოვებული) ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა) | მოცუ-ლო ბა (რაოდე- ნობა), რომელიც არ ექვემდე- ბარება დაბეგვრას | დაბეგვრას დაქვემდე-ბარებული ბუნებრივი რესურსე-ბის მოცულობა რაოდენო-ბა) სვტ. 10-სვტ.11) | ბუნებ-რივი რესურ-სების ერთე-ულზე საბაზ-რო ფასი (ან ფასი) | ბუნებ-რივი რესურსე-ბის მოპოვე-ბული მოცულო-ბის საბაზრო ფასი (ან ფასი) (სვტ.12Xსვტ .13) | გადა-სახა-დის განა-კვე-თი (%) | გადასახა-დის თანხა (სვტ. 14Xსვტ 15):100 | ||
| 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | ||
| 1. ნავთობი ------------- | ტ | 1000 | - | 1000 | 130ლ | 130 000 | 8 | 10 400 ლ | ||
| 2. გაზი---------------------- | მ3 | 5000 | - | 5000 | 50ლ | 25 000 | 4 | 10 000 ლ | ||
| 3. წიფელი------------------ | მ3 | 500 | - | 500 | 41ლ | 20 500 | 20 | 4 100 ლ | ||
| 4. ფიჭვი-------------------- | მ3 | 400 | - | 400 | 32 ლ | 12 800 | 13 | 1 664 ლ | ||
| 5. მიწის ზედაპირული წყალი (I ჯგუფი) --------- | მ3 | 3000 | - | 3000 | 0,5ლ | 1 500 | 30 | 450 ლ | ||
| 6. დათვი -------------- | ც | 5 | - | 5 | 2500ლ | 12 500 | 35 | 4 375ლ | ||
| 7. გარეული ღორი ------- -------------------------- -------------------------- -------------------------- -------------------------- -------------------------- | ც | 10 | - | 10 | 500ლ | 5 000 | 20 | 1 000 ლ | ||
| 17 | ჯამი | 31 989 ლ | |||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები