,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2021
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016356
17
28/12/2021
ვებგვერდი, 30/12/2021
040030000.32.057.016356
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №17

2021 წლის 28 დეკემბერი

ქ. ბათუმი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად,

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, №154, 25/11/2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016003) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე. მოადგილეებს შორის ფუნქციები ნაწილდება დირექტორის ბრძანებით. სააგენტოს დირექტორის არყოფნის, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, ან შეწყვეტის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას დროებით ასრულებს დირექტორის მიერ წინასწარ განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.

4. დირექტორის მოადგილე შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც არაუმეტეს სააგენტოს დირექტორის უფლებამოსილების ვადით, სააგენტოს დირექტორის წარდგინებით ან/და საკუთარი ინიციატივით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. “.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე