საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების და შემოწმების აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების და შემოწმების აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/12/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016422
32
31/12/2021
ვებგვერდი, 31/12/2021
010250020.35.130.016422
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების და შემოწმების აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ
საჩხერის მუნიციპალიტეტი
 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2021 წლის 31 დეკემბერი

ქ. საჩხერე

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების და შემოწმების აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 123-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 124-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე  საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმა, თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტის ფორმა, თანდართული დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევის საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივნისის №103 დადგენილება (სსმ ვებგვერდი 29/06/2018 წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.130.016312).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგაგა დარბაიძე