დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/02/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 14/02/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310.150.000.11.115.005.152 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11.115.005.152
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის
ბრძანება №17
2002 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ
„ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის და საქართველოს პრეზიდენტის 2002 წ. 4 იანვრის № 1 ბრძანებულებით დამტკიცებული „ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის შესახებ“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. 2002 წ. 11 თებერვლიდან დადგენილი და გაშვებული იქნას მიმოქცევაში, შემდეგი ნიმუშების საქართველოს საფოსტო მარკები:
ა) დეფინიტური, „ კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი“ – 1 მარკა, ავტორი ბ. ქობლიანიძე; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; ზომა 21X32 მმ; ნომინალური ღირებულება 100 თეთრი; ტირაჟი 100 ათს. ცალი, ფურცელში 20 მარკა (4X5).
მარკა № 292
ნომინალი 100 თეთრი

ბ) დეფინიტური, „ ქართული ორნამენტი“ – 1 მარკა, ავტორი ბ. ქობლიანიძე; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; ზომა 24X24,5 მმ; ნომინალური ღირებულება 5,0 ლარი; ტირაჟი 100 ათს. ცალი, ფურცელში 20 მარკა (4X5).
მარკა № 293
ნომინალი 5,0 ლარი
გ ) „ საქართველოს ნავსადგურები“ – 1 ფურცელი 6 მარკით; ავტორი ბ. ქობლიანიძე; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; ფურცლის ზომა 102X156 მმ; მარკის ზომები 42X28 მმ; თითოეული მარკის ნომინალური ღირებულება 30 თ; თითოეული მარკის ტირაჟი 20 ათს. ცალი; მარკების № 297-302, ნომრები აითვლება მარცხიდან მარჯვნივ.

დ ) „ ნაციონალური ბალეტი“ 3 მარკა (სუხიშვილი, რამიშვილი) ავტორი ბ. ქობლიანიძე; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; თითოეული მარკის ზომა 29X42 მმ; თითოეული მარკის ტირაჟი 25 ათს. ცალი; ფურცელში 20 მარკა (4X5).

2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან.
მ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები