„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1333-VIIრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 220090000.05.001.020492
1333-VIIრს-Xმპ
30/12/2021
ვებგვერდი, 13/01/2022
220090000.05.001.020492
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30, 27.07.2006, მუხ. 238) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მსესხებლის შესახებ არსებული ინფორმაცია (ინფორმაცია ნებისმიერი გარიგების, განხორციელებული ოპერაციის, არსებული დავალიანების ან ნაშთის შესახებ) შეიძლება მიეცეთ მხოლოდ შესაბამისი გარიგების მხარეებს და მათ უფლებამოსილ წარმომადგენლებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას − პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. სხვა პირებს მსესხებლის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების ან მსესხებელთან წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე მიეცემათ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან.

.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 დეკემბერი 2021 წ.

N1333-VIIრს-Xმპ