არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1322-VIIრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 080060000.05.001.020497
1322-VIIრს-Xმპ
30/12/2021
ვებგვერდი, 13/01/2022
080060000.05.001.020497
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2015, სარეგისტრაციო კოდი: 080060000.05.001.017792) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 87-ე მუხლის 21 და 22 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს მიერ არასრულწლოვანი ბრალდებულისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება ბრალდებულის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე.

22. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით/მე-2 ნაწილით განსაზღვრული სატელეფონო საუბრის ლიმიტები არ ვრცელდება არასრულწლოვანი მსჯავრდებულის/ბრალდებულის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე არასრულწლოვანი მსჯავრდებულის/ბრალდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდება დაწესებულების ხარჯით. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის/ ბრალდებულის მიერ სატელეფონო საუბრის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დებულებით.“.

2. 92-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში არასრულწლოვან მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 დეკემბერი 2021 წ.

N1322-VIIრს-Xმპ