დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის უფლებამოსილების მქონე პირის განსაზღვრისა და ფულადი სანქციის დაკისრებისა და გადახდევინების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 28 დეკემბრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო |
| მიღების თარიღი | 29/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220050000.66.078.016015 |
|
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის უფლებამოსილების მქონე პირის განსაზღვრისა და ფულადი სანქციის დაკისრებისა და გადახდევინების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 28 დეკემბრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის უფლებამოსილების მქონე პირის განსაზღვრისა და ფულადი სანქციის დაკისრებისა და გადახდევინების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 28 დეკემბრის №1/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 29/12/2017; ს/კ: 220050000.66.078.016001) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი იხსნება საჭიროებისამებრ.“. 2. მე-10 და მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ჯარიმის გადახდა სამართალდამრღვევმა (კომერციულმა ბანკმა) ჯარიმა უნდა გადაიხადოს სამართალდარღვევის ოქმის მისთვის ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) დღეში. მუხლი 11. სააღსრულებო ფურცლის გამოწერა ამ წესის მე-10 მუხლით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი (დანართი N4), რომელიც სააღსრულებო ღონისძიებათა დაწყების მიზნით დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები