დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 623 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 28/12/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 08/11/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.023179 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 იანვრის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/01/2021, 470230000.10.003.022567) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის“:
1. მე-2 მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის აღჭურვა;“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საიჯარო, მიწისა და ქონების გადასახადის დაფინანსება;“. 2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით გათვალისწინებული წესით.“. 3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) ცენტრალური აპარატი, ხოლო „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიების განმახორციელებელია სამინისტრო, მომსახურების ხელშეკრულებით დასაქმებული „COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების მართვის (WB)“ განმახორციელებელი ჯგუფის (PIU) მეშვეობით.“. 4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 46 883.0 ათასი ლარით:
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები