„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/12/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016618
25
29/12/2021
ვებგვერდი, 30/12/2021
010250050.35.122.016618
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2021 წლის 29 დეკემბერი

ქ. წყალტუბო

 

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №36 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.122.016418;    05/12/2017)  შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-18 მუხლის მეორე პუნქტი შეიცვალოს ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით − მისი ერთ-ერთი მოადგილე.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საკრებულოს უხუცესი წევრი“.

2. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საკრებულოს წევრი (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა, რომელიც უფლებამოსილია და არა ვალდებული აღნიშნულზე)  ვალდებულია იყოს ერთი, მაგრამ არაუმეტეს ორი კომისიის შემადგენლობაში (წევრი).

3. დადგენილებით დამტკიცებული VI თავის სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VI. საკრებულოს ფრაქცია, საკრებულოს უმრავლესობა და საკრებულოს ოპოზიცია“.

4. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 391 მუხლი:

„მუხლი 391. საკრებულოს უმრავლესობა და საკრებულოს ოპოზიცია

1. საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ უმრავლესობის წევრთა სია წარედგინება ბიუროს, რომელსაც ის რეგისტრაციაში ატარებს (უმრავლესობის წევრებს ბიუროს ნებისმიერ დროს შეუძლია წარუდგინონ ასევე უმრავლესობის წევრთა განახლებული სია). დაუშვებელია ამ სიაში რომელიმე ფრაქციის წევრთა ნაწილის შეყვანა.სიაში მიეთითება უმრავლესობის ლიდერი, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობა და არ იწვევს რომელიმე თანამდებობასთან შეუთავსებლობას. უმრავლესობის ლიდერი უზრუნველყოფს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და უფრაქციო წევრთა მუშაობის საერთო პოლიტიკურ კოორდინაციას.

2. ფრაქციას, ისევე როგორც უფრაციო წევრს,  იურიდიულ საკითხთა კომისიისათვის მიმართვის (ცნობის) შემთხვევაში  ნებისმიერ დროს შეუძლია დატოვოს უმრავლესობა. იურიდიულ საკითხთა კომისიის წარდგინებით, ბიუროს მიერ რეგისტრაციაში გატარებით, წევრი უმრავლესობიდან გასულად ჩაითვლება ასევე, თუ ის საკრებულოს ოპოზიციაში შემავალ ფრაქციაში გაერთიანდა. ბიურო რეგისტრაციაში არ გაატარებს შესაბამის ცვლილებას, თუ უმრავლესობაში შემავალი წევრთა რაოდენობა საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე ნაკლები გახდა. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს უმრავლესობა დაშლილად ითვლება და ბიუროს ამ მუხლით დადგენილი წესით წარედგინება უმრავლესობის ახალი სია, რომელსაც ის რეგისტრაციაში ატარებს.

3. საკრებულოს ის წევრი, რომელიც არ შედის საკრებულოს უმრავლესობაში, განეკუთვნება საკრებულოს ოპოზიციას. საკრებულოს ოპოზიციის სიას, საკრებულოს უმრავლესობის სიის რეგისტრაციის ან ამ სიაში ცვლილებების შეტანის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომისიის წარდგინებით, უახლოეს სხდომაზე რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთეიმურაზი ჭეიშვილი