„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 622
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 190040000.10.003.023178
622
28/12/2021
ვებგვერდი, 28/12/2021
190040000.10.003.023178
„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №622

2021 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/03/2019, 190040000.10.003.021178) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო პროგრამაში − საკრედიტო საგარანტიო სქემაში“:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სესხის სრული ათვისება სააგენტოს მიერ სესხის დადასტურებიდან არაუგვიანეს 2 წლის ვადაში (გარდა დანართი №1-ით განსაზღვრული კოდებისა: 01.21.0, 01.22.0, 01.23.0, 01.24.0, 01.25.0, 01.26.0, 01.27.0, 01.28.0, 01.29.0, 01.49.9 − ამ შემთხვევაში სესხის სრული ათვისების ვადად განისაზღვრება სააგენტოს მიერ სესხის დადასტურებიდან არაუგვიანეს 3 წლისა). ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნულ სესხებზე ტრანშის გაცემა არ დაიშვება.“.

2. მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-7 მუხლის 82 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-13 მუხლის მე-4 − მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. 2022 წლის 3 იანვრიდან პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამაში მონაწილე თითოეული კომერციული ბანკისთვის საკრედიტო გარანტია გაიცემა შემდეგი ლიმიტების შესაბამისად:

ა) პროგრამის ფარგლებში დროის ნებისმიერი მომენტისთვის არსებული ფაქტობრივი პორტფელის არაუმეტეს 35 პროცენტის ოდენობაზე;

ბ) პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე სესხის ძირი თანხის ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მეწარმე სუბიექტთან შეთანხმებით მოთხოვნილ, თუმცა არაუმეტეს სესხის ძირი თანხის 80 პროცენტის ოდენობაზე.“.

5. 2022 წლის 3 იანვრიდან პროგრამის მე-7 მუხლში:

ა) მე-5, მე-7, 71, მე-8, 81, მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააგენტოს მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ან/და    მე-4 პუნქტის შესაბამისად სადეპოზიტო ანგარიშზე ჩასარიცხი საგარანტიო თანხის ოდენობა (იმ სესხებისათვის, რომლებიც დამტკიცდება და გაიცემა 2022 წლის 3 იანვრიდან), რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში, განისაზღვრება კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით წინა თვის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაცემული:

− ახალი სესხების შემთხვევაში, ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ლიმიტების ფარგლებში – კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მეწარმე სუბიექტთან შეთანხმებული მოთხოვნის შესაბამისად, თუმცა არაუმეტეს სესხის 28 პროცენტის ოდენობით;

− მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ რეფინანსირებული სესხების შემთხვევაში, ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ლიმიტების ფარგლებში, მხოლოდ ნამეტ თანხაზე (ახალი სესხი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მეწარმე სუბიექტთან შეთანხმებული მოთხოვნის შესაბამისად, თუმცა არაუმეტეს ნამეტი თანხის (ახალი სესხის) 28 პროცენტის ოდენობით;

− კომერციული ბანკის მიერ რეფინანსირებული სესხების შემთხვევაში, ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ლიმიტების ფარგლებში – კომერციული ბანკის მეწარმე სუბიექტთან შეთანხმებული მოთხოვნის შესაბამისად, თუმცა არაუმეტეს რეფინანსირებული სესხის ძირის 10.5 პროცენტისა, ხოლო ნამეტი თანხის (ახალი სესხი) არაუმეტეს 28 პროცენტის ოდენობით.“.

„7. ყოველი თვის 10 რიცხვამდე კომერციული ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი, როგორც ახალი, ასევე რეფინანსირებული/რესტრუქტურიზებული სესხების (რომლებიც დადასტურების მიზნით წარდგენილია სააგენტოში 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით და შემდგომ დადასტურებულია სააგენტოს მიერ) ძირი თანხის დაფარვების შესაბამისად თანხის დაბრუნებას სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ დრომდე, როდესაც სადეპოზიტო ანგარიშზე არსებული თანხა სრულად არ არის ამოწურული გადეფოლტებული სესხების გარანტირებული ნაწილის ჩამოჭრების შედეგად. თანხის ამოწურვის შემთხვევაში, დაფარვების მიხედვით, თანხის ჩარიცხვის ვალდებულება კომერციულ ბანკს წარმოეშობა სესხების გაცემის/რეფინანსირების/რესტრუქტურიზაციის შედეგად ამ პროგრამის  მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის არსებობის შემდეგ, რის საფუძველზეც ყოველი თვის 10 რიცხვამდე კომერციული ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი სესხების ძირი თანხის მხოლოდ მიმდინარე დაფარვების შესაბამისი პროპორციული ოდენობის თანხის სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას.“.

„71. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე დაფარვების შესაბამისად ბანკის მიერ ჩასარიცხი თანხის მოცულობა განისაზღვრება:

− 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით სააგენტოში დასადასტურებლად წარდგენილი და შემდგომ სააგენტოს მიერ დადასტურებული ახალი სესხების ძირი თანხის (ასევე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების შესაბამისად, ნამეტი თანხის (ახალი სესხი)) გარანტირებული ნაწილის შესაბამისად, არაუმეტეს დაფარვების 31.5 პროცენტის ოდენობით;

− 2022 წლის 3 იანვრიდან დადასტურებული და გაცემული ახალი სესხების ძირი თანხის (ასევე რეფინანსირებისას შესაბამისად, ნამეტი თანხის (ახალი სესხი)) გარანტირებული ნაწილის შესაბამისად, არაუმეტეს დაფარვების 28 პროცენტის ოდენობით;

− 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით სააგენტოში დასადასტურებლად წარდგენილი და შემდგომ სააგენტოს მიერ დადასტურებული რესტრუქტურიზებული/რეფინანსირებული სესხების ძირი თანხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისად, არაუმეტეს დაფარვების 10.5 პროცენტის (რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში) ოდენობით;

− 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით სააგენტოში დასადასტურებლად წარდგენილი და შემდგომ სააგენტოს მიერ დადასტურებული რეფინანსირებული სესხების ძირი თანხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისად, არაუმეტეს დაფარვების 10.5 პროცენტის (რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში) ოდენობით.“.

„8. ყოველი თვის 8 რიცხვამდე, ამ პროგრამისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით მისი პორტფელის შემადგენელი ახალი სესხების ძირი თანხის, ასევე რეფინანსირებისას ნამეტი თანხის (ახალი სესხი) (რომლებიც სააგენტოში დასადასტურებლად წარდგენილია 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით და შემდგომ სააგენტოს მიერ დადასტურებულია) დაფარვების შესაბამისად თანხის კალკულაციას და ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილი სადეპოზიტო ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულების (შემდგომში − სადეპოზიტო ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულება) საფუძველზე ამ სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის თაობაზე კომერციული ბანკისათვის საგადახდო დავალების მიცემას, რომელიც დავალების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის ჩამოჭრას ამავე პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სააგენტოს სადეპოზიტო ანგარიშიდან და სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია, ბანკს მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ დრომდე მისცეს სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის დავალება, სანამ ამ დეპოზიტზე არსებული თანხა სრულად არ არის ამოწურული სესხების გარანტირებული ნაწილის ჩამოჭრების შედეგად. სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრისა და სააგენტოს საბიუჯეტო ანგარიშზე გადარიცხვის დავალების მიცემის ვალდებულება მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წარმოეშობა მხოლოდ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის არსებობის შემდეგ. ანგარიშზე თანხის არსებობის შემთხვევაში, ყოველი თვის 8 რიცხვამდე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ბანკისთვის წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე, დავალების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში კომერციული ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით მიკროსაფინანსო ორგანიზაციის არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი სესხების ძირი თანხის მხოლოდ მიმდინარე დაფარვების შესაბამისი პროპორციული ოდენობის სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას.“.

„81. ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე დაფარვების შესაბამისად ბანკის მიერ ჩასარიცხი თანხის მოცულობა (რომლის კალკულაციას ახდენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია) განისაზღვრება როგორც ახალი სესხის ძირის, ასევე რეფინანსირების შედეგად მხოლოდ ნამეტი თანხის, გარანტირებული ნაწილის შესაბამისად:

− 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით სააგენტოში დასადასტურებლად წარდგენილი და შემდგომ სააგენტოს მიერ დადასტურებულ სესხებზე არაუმეტეს დაფარვების 31.5 პროცენტის ოდენობით;

− 2022 წლის 3 იანვრიდან გაცემულ სესხებზე არაუმეტეს დაფარვების 28 პროცენტის ოდენობით.“.

„10. კომერციული ბანკი უზრუნველყოფს საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის ან საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში, 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით სააგენტოში დასადასტურებლად წარდგენილი და შემდგომ სააგენტოს მიერ დადასტურებული ახალი სესხის ძირი თანხის (ასევე რეფინანსირებისას/რესტრუქტურიზებისას ნამეტი თანხის (ახალი სესხი)) ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არაუმეტეს ამ სესხის ძირი თანხის ნაშთის 31.5 პროცენტის, ხოლო რესტრუქტურიზებული სესხის ძირი თანხის ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არაუმეტეს ნაშთის 10.5 პროცენტის, რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში, ჩარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებულ სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე, საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვიდან, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმიდან, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.“.

„11. საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში, დასახელებული შემთხვევების დადგომიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს მის მიერ 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით სააგენტოში დასადასტურებლად წარდგენილი და შემდგომ სააგენტოს მიერ დადასტურებული ახალი სესხის ძირი თანხის, ასევე რეფინანსირების შედეგად ნამეტი თანხის (ახალი სესხი) ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არაუმეტეს ნაშთის 31.5 პროცენტის კალკულაციასა და ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად კომერციული ბანკისთვის საგადახდო დავალების მიცემას, სააგენტოს მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილი სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრისა და სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე გადარიცხვის თაობაზე.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 და 111 პუნქტები:

„101. კომერციული ბანკი უზრუნველყოფს საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის ან საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში, 2022 წლის 3 იანვრიდან დამტკიცებული და გაცემული ახალი სესხის ძირი თანხის (ასევე რეფინანსირებისას ნამეტი თანხის (ახალი სესხი)) ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არაუმეტეს ამ სესხის ძირი თანხის ნაშთის 28 პროცენტის, ხოლო რეფინანსირებული სესხის ძირი თანხის ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არაუმეტეს ნაშთის 10.5 პროცენტის, რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში, ჩარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე, საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვიდან, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმიდან, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.“.

„111. საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში, დასახელებული შემთხვევების დადგომიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს მის მიერ 2022 წლის 3 იანვრიდან დამტკიცებული და გაცემული ახალი სესხის ძირი თანხის, ასევე რეფინანსირების შედეგად ნამეტი თანხის (ახალი სესხი) ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არაუმეტეს ნაშთის 28 პროცენტის კალკულაციას და ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად კომერციული ბანკისთვის საგადახდო დავალების მიცემას, სააგენტოს მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილი სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრისა და სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე გადარიცხვის თაობაზე.“.

6. 2022 წლის 3 იანვრიდან პროგრამის მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. სესხის ამოღების შედეგად მიღებული თანხის გადანაწილება, 2022 წლის 3 იანვრიდან დადასტურებული და გაცემული სესხების შემთხვევაში, ხდება სესხის გარანტირებული და არაგარანტირებული ნაწილის პროპორციულად. ამოღებული თანხის სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისი მოცულობა, თუმცა არაუმეტეს ამოღებული თანხის 80 პროცენტისა (კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული ახალი სესხის (ასევე რეფინანსირებისას ნამეტი თანხის (ახალი სესხის) ნაწილის შემთხვევაში) ჩაირიცხება ხაზინის ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი ჩაერიცხება კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. ამასთან, თუ დადგა იმ რეფინანსირებული სესხის დეფოლტის შემთხვევა, რომელიც გაცემული და რეფინანსირებულია პროგრამის ფარგლებში, ამოღებული თანხის გადანაწილებისას, ამოღებული თანხიდან სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისი მოცულობა, თუმცა არაუმეტეს ამოღებული თანხის 80 პროცენტისა, ჩაირიცხება ხაზინის ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი ჩაერიცხება კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი