ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების XVI-B დანართში მოცემული პირველი ეტაპის დადებითად შეფასების შესახებ ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის 2021 წლის 8 ოქტომბრის N 2/2021 გადაწყვეტილება

ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების XVI-B დანართში მოცემული პირველი ეტაპის დადებითად შეფასების შესახებ ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის 2021 წლის 8 ოქტომბრის N 2/2021 გადაწყვეტილება
დოკუმენტის ნომერი 200/42-ACTC-2/2021
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/10/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/01/2022
ძალაში შესვლის თარიღი 08/10/2021
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016667
200/42-ACTC-2/2021
08/10/2021
ვებგვერდი, 05/01/2022
480610000.03.030.016667
ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების XVI-B დანართში მოცემული პირველი ეტაპის დადებითად შეფასების შესახებ ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის 2021 წლის 8 ოქტომბრის N 2/2021 გადაწყვეტილება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების XVI-B დანართში მოცემული პირველი ეტაპის დადებითად შეფასების შესახებ ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის 2021 წლის 8 ოქტომბრის N 2/2021 გადაწყვეტილება
 
 
 

 

ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების XVI-B დანართში მოცემული პირველი ეტაპის დადებითად შეფასების შესახებ ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის 2021 წლის 8 ოქტომბრის N 2/2021 გადაწყვეტილება

ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტმა,

მხედველობაში მიიღო რა, ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება და კერძოდ 146-ე მუხლი,

რამდენადაც,

(1) ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის („შეთანხმება“) ხელი მოეწერა 2014 წლის 27 ივნისს და ძალაში შევიდა 2016 წლის 1 ივლისს.

(2) შეთანხმების პრეამბულა ცნობს საქართველოს ვალდებულებას, რომ შესაბამის დარგებში კანონმდებლობა, შეთანხმების შესაბამისად და მისი ეფექტური განხორციელებისათვის, თანდათანობით დაუახლოვდეს ევროკავშირის კანონმდებლობას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან უფრო მჭიდრო პოლიტიკური ასოციაციისა და ეკონომიკური ინტეგრაციისგან სარგებლის მიღებას საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, მათ შორის კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებული საზოგადოებისთვის.

(3) შეთანხმების 147-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეები თანხმდებიან, რომ მათი ბაზრების ეფექტური და ორმხრივი  გახსნა უნდა მოხდეს ეტაპობრივად და ერთდროულად.

(4) შეთანხმების 146-ე მუხლის თანახმად, საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ საჯარო შესყიდვების შესახებ მისი კანონმდებლობა თანდათან დაუახლოვდეს ევროკავშირის საჯარო შესყიდვების კანონმდებლობას და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება განხორციელდეს თანმიმდევრული ეტაპებით, როგორც ეს განსაზღვრულია ხელშეკრულების XVI-B დანართში მოცემული განრიგით.

(5) შეთანხმების 146-ე მუხლის თანახმად, ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის გადაწყვეტილება მიიღება შეთანხმების XVI-B დანართში მოცემული თითოეული ეტაპის შესახებ ამ კომიტეტის დადებითი შეფასების საფუძველზე.

(6) ხელშეკრულების XVI-B დანართი ადგენს მოთხოვნებს, რომლებიც უნდა შესრულდეს საქართველოს მიერ პირველი ეტაპის დასრულების მიზნით,

მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:


მუხლი 1

დადებითად ფასდება ყოვლისმომცველი საგზაო რუკა,  დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის 31 მარტის N536 დადგენილებით „სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზამკვლევის“ დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 იანვრის N154 და 2020 წლის 12 ივნისის N974 დადგენილებებით მასში შესული ცვლილებების გათვალისწინებით.

მუხლი 2

საქართველოს მიერ შეთანხმების XVI-B დანართში მოცემული პირველი ეტაპის დასრულებას  დადებითი შეფასება ეძლევა წინამდებარე გადაწყვეტილების დანართში მითითებული მიზეზების საფუძველზე.

მუხლი 3

წინამდებარე გადაწყვეტილება მომზადდა ბულგარულ, ხორვატულ, ჩეხურ, დანიურ, ჰოლანდიურ, ინგლისურ, ესტონურ, ფინურ, ფრანგულ, გერმანულ, ბერძნულ, უნგრულ, იტალიურ, ლატვიურ, ლიეტუვურ, მალტურ, პოლონურ, პორტუგალიურ, რუმინულ, სლოვაკურ, სლოვენიურ, ესპანურ, შვედურ და ქართულ ენებზე, თითოეული ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

მუხლი 4

ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის მიღების დღიდან.

 

მიღებულია ბრიუსელში                                        8/10/2021

 

ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტი

თავმჯდომარე                                                                    მდივნები

გენადი არველაძე                                                               მარიამ გაბუნია

                                                                                            რიკკე მენგელ-იორგენსენი

 

 

 

დანართი

ხელშეკრულების XVI-B დანართის შესაბამისად, რომელზეც საჯარო შესყიდვების შესახებ მე-8 თავშია საუბარი, პირველი ეტაპის დასრულებისათვის უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები:

(1) ხელშეკრულების შემდეგი დებულებების განხორციელება:

  1. მუხლი 143(2);
  2. მუხლი 144;

(2) რეფორმის სტრატეგიის შეთანხმება, რომელიც მოცემულია შეთანხმების 145-ე მუხლში.

ვალდებულება (1) (a):

პირველი ვალდებულების პირველ ნაწილთან დაკავშირებით, შეთანხმების 143(2) მუხლი ადგენს, რომ:  „საქართველომ უნდა განსაზღვროს, კონკრეტულად:

  1. ცენტრალური აღმასრულებელი ორგანო, რომლის ამოცანაა თანმიმდევრული პოლიტიკის უზრუნველყოფა და მისი  განხორციელება საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულ ყველა სფეროში. აღნიშნულმა ორგანომ ხელი უნდა შეუწყოს და  კოორდინირება გაუწიოს ამ თავის განხორციელებას და უხელმძღვანელოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივი  დაახლოების პროცესს ამ შეთახმების XVI-B დანართის შესაბამისად. 
  2. მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანო, რომლის ამოცანაა შემსყიდველი სახელმწიფო ორგანოების ან  შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ ხელშეკრულების დასადებად გამარჯვებულის გამოვლენისას მიღებული გადაწყვეტილებების  გადასინჯვა. ამ კონტექსტში „დამოუკიდებელი“ გულისხმობს იმას, რომ ეს ორგანო უნდა იყოს საჯარო დაწესებულება, რომელიც  განცალკევებულია ყველა შემსყიდველი ორგანიზაციისაგან და ეკონომიკური ოპერატორებისაგან. ასეთი ორგანოს მიერ მიღებული  გადაწყვეტილებების სასამართლო გასაჩივრება უნდა იყოს შესაძლებელი.“ 

შეთანხმების 143 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა შესრულდა 2014 წლის 23 აპრილის საქართველოს მთავრობის N306 განკარგულებით.

ცენტრალური აღმასრულებელი ორგანო საქართველოს ცენტრალური მთავრობის დონეზე, რომელსაც ევალება თანმიმდევრული პოლიტიკის უზრუნველყოფა და მისი განხორციელება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ყველა სფეროში არის საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (SPA). სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და უფლებამოსილია უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის დებულებების შესრულება.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შეიქმნა საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 5 ივნისის N223 განკარგულებით და დაეფუძნა საქართველოს პარლამენტის მიერ 1998 წლის 9 დეკემბერს მიღებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონს. მოგვიანებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო  საქართველოს კონკურენციის სააგენტოს (GCA) შეუერთდა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, მისი მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს გაიყო ორ დამოუკიდებელ ინსტიტუტად. შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ამჟამინდელი სტატუსი განისაზღვრა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის N306 განკარგულებით.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, ამ შეთანხმებით, საქართველოს კანონით და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებით. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობა ასევე ამტკიცებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სტრუქტურასა და დებულებას.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პერსონალის დაქირავება და დაწინაურება ხდება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად. ამჟამად მუდმივი პერსონალის საერთო რაოდენობა შეადგენს 123, ხოლო 22 თანამშრომელი დაქირავებულია შეზღუდული ვადით  ხელშეკრულების საფუძველზე, რაც, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შესრულებული ფუნქციების გათვალისწინებით, ადეკვატურია.

თავისი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის ეფექტურად და ეფექტიანად განხორციელებისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კარგი რეპუტაცია დაიმკვიდრა როგორც საქართველოს სახელისუფლებლო ორგანოებში, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში, დონორთა საზოგადოებასა და საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებში. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მნიშვნელოვან როლს ასრულებს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობასა და კოორდინაციაში და ხელმძღვანელობს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივი დაახლოების პროცესს, როგორც ეს შეთანხმების XVI-B დანართშია მოცემული. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს აქვს შესაძლებლობა, ეფექტურად შეუწყოს ხელი სახელმწიფო შესყიდვების სისტემის (მათ შორის, სამართლებრივი გარემოს და მთელი ეკონომიკური სისტემის) განვითარებას.

ფუნქციების სპექტრი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანიჭებს, მოიცავს მსგავსი ინსტიტუტებისათვის საერთაშორისო პრაქტიკაში რეკომენდებულ ზოგად მოთხოვნებს, რათა ხელი შეეწყოს სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესებას და ოპერაციული შესაძლებლობების განმტკიცებას შემსყიდველი ორგანიზაციებისა და ეკონომიკური ოპერატორების დონეზე. მარეგულირებელი ფუნქცია, მონიტორინგის ფუნქცია, შესყიდვების პროცესში დახმარებისა და  ტრენინგის ფუნქციები ადეკვატურად ხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დამატებითი ფუნქციებია:

  • საჯარო შესყიდვების პროცესის მონიტორინგი;
  • საჯარო შესყიდვების პროცესის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მომზადება და გამოცემა;
  • შესყიდვების სისტემაში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი,  შემსყიდველი ორგანოებისგან მიღებული ანგარიშების საფუძველზე და საქართველოს მთავრობისთვის წინადადებების წარდგენა შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად;
  • სტანდარტული და სპეციალური სასწავლო პროგრამების და მეთოდიკური მასალებისა მომზადება, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება  ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, მასმედიის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის;
  • შესყიდვების ერთიანი ბაზის შექმნა, განახლება და ზედამხედველობა;
  • შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურების გაწევა;
  • თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებათა შესყიდვების სისტემაში დანერგვისათვის ხელის შეწყობა;
  • სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების ხელშეწყობა და შესყიდვების წარმოების პროცესში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;
  • შესყიდვების დროს წარმოშობილი დავების შესწავლა;
  • შესყიდვების პროცედურების კანონიერებაზე ზედამხედველობა და შესყიდვების პროცესის რეგულირების პოლიტიკის განსაზღვრა;
  • შავი და თეთრი სიის წარმოება;
  • შესყიდვის ობიექტის იდენტიფიცირება და/ან კლასიფიკატორის სისტემაში ინტეგრირება;
  • შესყიდვების ცალკეული ობიექტებისთვის კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარება;
  • საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის მომზადება და ყოველი წლის 15 მაისისთვის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა, აღნიშნული ანგარიშის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნება.

შეთანხმების 143-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულება დასრულდა 2020 წლის 2 ივლისს საქართველოს  N6730 კანონით.

საქართველოს N6730 კანონით, გაუქმდა ყოფილი დავების განხილვის ორგანო „დავების განხილვის საბჭო“ (ოფიციალური თარგმანი ქართულიდან) და შეიქმნა ახალი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საჯარო ორგანო. ახლად დაარსებული ადმინისტრაციული ორგანო იმოქმედებს, როგორც დავების განმხილველი ორგანო, რომელიც განიხილავს სახელმწიფო შესყიდვების, საჯარო და კერძო პარტნიორობისა და კონცესიურ საქმიანობასთან დაკავშირებულ საჩივრებს. საქართველოს N6730 კანონში შეტანილი ცვლილებები ასევე ეხება  "გამარტივებული" (პირდაპირი, ერთი წყარო) შესყიდვების გზით ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ „გამარტივებული“ შესყიდვის გზით, „გადაუდებელი აუცილებლობის“ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების ტრანზაქციების განხორციელებისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ნებართვის მოთხოვნის პროცედურას.

საქართველოს N6730 კანონის დებულებები ითვალისწინებს შესაბამის გარანტიებს, რომლებიც დაკავშირებულია დამოუკიდებლობასთან და მიუკერძოებლობასთან, როგორც ეს შეთანხმების 143-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითაა მოთხოვნილი.

 

 ვალდებულება (1) (b)

პირველი ვალდებულების  მეორე ნაწილთან დაკავშირებით, შეთანხმების 144-ე მუხლის თანახმად, მხარეებმა ყველა ხელშეკრულების დადების შემთხვევაში უნდა შეასრულონ ხელშეკრულების დადების ძირითადი სტანდარტები, როგორც ეს მოცემულია ამ მუხლის 2–15 პუნქტებში გამოქვეყნების, ხელშეკრულების დადებისა და სასამართლო წესით დაცვის შესახებ. აღნიშნული ძირითადი სტანდარტები უშუალოდ გამომდინარეობს ევროკავშირის საჯარო შესყიდვების კანონმდებლობით რეგულირებული საჯარო შესყიდვების წესებიდან და პრინციპებიდან, მათ შორის, არადისკრიმინაციულობის, თანასწორი მოპყრობის, გამჭვირვალობის და პროპორციულობის პრინციპებიდან.

აღნიშნული პრინციპები საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების წესებში გათვალისწინებულ იქნა  2010 წელს ელექტრონული შესყიდვების სისტემის დანერგვის პროცესში  და 2017 წლის 6 აპრილის საქართველოს N617 კანონით, სახელმწიფო შესყიდვების კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე.   

2010 წელს საქართველომ დანერგა  შესყიდვების ელექტრონული სისტემა ე.წ. (”GE-GP”), საქართველოს „სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა. ელექტრონული შესყიდვების სისტემის დანერგვის შემდეგ, საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების 100% ელექტრონული შესყიდვების გზით ხორციელდება, რაც გამჭვირვალობას უზრუნველყოფს და კონკურენციას უწყობს ხელს. ელექტრონული შესყიდვების სისტემის გამჭვირვალობა სრულად შეესაბამება ევროკავშირის გამოქვეყნების პრინციპების მოთხოვნებს, რამდენადაც ყველა ინფორმაცია ტენდერის ჩატარების, განცხადებისა და ხელშეკრულების დადების შესახებ სრულიად გამჭვირვალეა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

შეთანხმების 144-ე მუხლის ზოგიერთი სხვა ძირითადი სტანდარტის დასაკმაყოფილებლად და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვების კანონის ცვლილებების პროექტი მოამზადა. საქართველოს მთავრობამ შემოთავაზებული ცვლილებები 2016 წლის დეკემბერში მოიწონა  და  გადაუგზავნა საქართველოს პარლამენტს განსახილველად.   2017 წლის 6 აპრილს საქართველოს N617 კანონით საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა შეთავაზებული ცვლილებები.  ცვლილებები შეეხებოდა შემდეგ ძირითად მიმართულებებს: (a) ძირითადი პრინციპები; (b) ტექნიკური მახასიათებლები; და (c) ვადები.

      (a) სახელმწიფო შესყიდვების კანონში ცვლილება ეხებოდა მე-2(გ) და მე-13 მუხლებს თანასწორი მოპყრობისა და პროპორციულობის პრინციპების დანერგვის მიზნით, რომლებიც პირდაპირ არ იყო ნახსენები კანონში.

      (b) სახელმწიფო შესყიდვების კანონში შეტანილი ცვლილება შეეხებოდა  კანონის მე-12-1(6) მუხლს, რათა შემოღებული ყოფილიყო შესრულებული სამუშაოს  ზოგადი აღწერა, სამუშაოს, საქონლის ან მომსახურების მოთხოვნილი მახასიათებლების განსაზღვრისათვის საჭირო ტექნიკური და/ან ფუნქციური სპეციფიკაციები. ახალი დებულების თანახმად, შემსყიდველ ორგანიზაციებს შეეძლებათ შეადგინონ სპეციფიკაციები შესრულების, ტექნიკური და/ან ფუნქციური კრიტერიუმების საფუძველზე, რაც შესაძლებელს გახდის მიღებულ იქნას სატენდერო წინადადებები, რომლებიც უზრუნველყოფს ბაზარზე არსებული მრავალფეროვანი ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას. დაზუსტდა, რომ სატენდერო მოთხოვნების შედგენისას უპირატესობა შესრულების და ფუნქციურ კრიტერიუმებს მიენიჭება.

      (c)ცვლილებით სატენდერო განცხადებებისა და პირობების გაცნობისთვის გონივრული ვადები იქნა შემოღებული.

სახელმწიფო შესყიდვების კანონში  აღნიშნული ცვლილებები  2017 წლის 19 ივლისს შევიდა ძალაში. ახალმა ცვლილებებმა ასევე გაზარდა ევროკავშირის მონეტარულს ზღვრებს ქვემოთ ტენდერების წარდგენის ვადები. ამჟამად თითოეული სახის, ევროკავშირის მონეტარულ ზღვრებზე მეტი და ნაკლები, პროცედურის ვადები შემდეგია:

პროცედურის ტიპი

ობიექტი

მონეტარული ზღვარი

ვადა

ელექტრონული ტენდერი

საქონლის მიწოდებისა და მომსახურების ხელშეკრულება

5 000 ლარიდან 150 000 ლარამდე

7 დღე

150 000 ლარზე მეტი

10 დღე

სამუშაოს ხელშეკრულება

5 000 ლარიდან 300 000 ლარამდე

10 დღე

300 000 ლარზე მეტი

20 დღე

ევროკავშირის მონეტარულ ზღვრებზე მეტი

საქონლის მიწოდებისა და მომსახურების ხელშეკრულება

135 000 ევრო და მეტი

30 დღე

სამუშაოს ხელშეკრულება

 5 225 000 ევრო და მეტი

 

 

ვალდებულება (2)

ხელშეკრულების XVI-B დანართში მოცემული I ფაზის მეორე ვალდებულების  გათვალისწინებით, აუცილებელია ხელშეკრულების 145-ე მუხლში მითითებული გზამკვლევის  დამტკიცება.  ხელშეკრულების 145-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ეტაპობრივი დაახლოების დაწყებამდე, საქართველო ვალდებულია ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტს  წარუდგინოს შეთანხმების IV კარის მე-8 თავის დანერგვის ყოვლისმომცველი გზამკვლევი ვადების და ეტაპების მითითებით.  გზამკვლევი უნდა შეესაბამებოდეს ამ შეთანხმების XVI-B დანართით დადგენილ ფაზებს  და  განრიგს და მოიცავდეს ყველა რეფორმას ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით.

საქართველოს მთავრობამ გზამკვლევი დაამტკიცა 2016 წლის 31 მარტის N536 დადგენილებით - „სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზამკვლევის“ დამტკიცების თაობაზე”. აღნიშნულ დადგენილებაში საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 იანვრის N154 და 2020 წლის 12 ივნისის N974 დადგენილებებით განხორციელდა  შესაბამისი ცვლილებები.

გზამკვლევი მოიცავს ყველა რეფორმას ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით და შეესაბამება დაახლოების ფაზებსა  და  განრიგს, რომელიც შეთანხმების XVI-B დანართშია მოცემული, შეთანხმების 145-ე მუხლის შესაბამისად.