დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის №539 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 616 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.023172 |
|
„ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის №539 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის №539 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/11/2018, 240110000.10.003.020857) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილებით დამტკიცებული „ბაზარზე განთავსებული პროდუქტების შემოწმების ოქმის ფორმა“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს თანდართული დანართ №2-ის შესაბამისად. 2. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი და დანართი №3 ამოღებულ იქნეს. 3. დადგენილებით დამტკიცებულ „ბაზარზე ზედამხედველობისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესში“ (დანართი №1): ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ბაზარზე ზედამხედველობის მიზანი ბაზარზე ზედამხედველობის მიზანია, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის (შემდგომში − კოდექსი) ან/და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებთან შეუსაბამო ან/და საფრთხის შემცველი პროდუქტის ბაზარზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ან/და აღკვეთის გზით, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოს პროდუქტით გამოწვეული ზიანისგან დაცვა.“; ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბაზარზე ზედამხედველობა ხორციელდება რისკის ანალიზსა და საფუძვლიან ეჭვზე დაყრდნობით და მოიცავს მხოლოდ იმ პროდუქტებს, რომლებთან დაკავშირებითაც არსებობს რისკი ან ინფორმაცია მათი კოდექსისა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ, რომლებიც შესაძლოა იწვევდეს საფრთხეს ან/და ზიანს.“; გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) შემზღუდველი ღონისძიებები − სსიპ − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) გადაწყვეტილება პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, ბაზრიდან გამოთხოვის ან/და განადგურების შესახებ; ბ) ინფორმაციის წყაროები − ნებისმიერი წყარო, რომელიც შეიცავს/ფლობს ბაზარზე ზედამხედველობის მიზნებისთვის რელევანტურ ინფორმაციას, მათ შორის: საქართველოს ან/და სხვა ქვეყნის საბაჟო ორგანო ან/და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო, ინფორმაციის გაზიარების საერთაშორისო/რეგიონული სისტემები, მომხმარებელთა დაცვის ორგანიზაციები, უშუალოდ მომხმარებელი ან ეკონომიკური ოპერატორი; გ) პროდუქტის ნიმუში − კოდექსისა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის/რეგლამენტების მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად განსაზღვრული, ერთგვაროვანი პროდუქტების პარტიის, სერიის ან ერთობლიობის წარმომადგენლობითი ეგზემპლარი. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც დადგენილია კოდექსით.“; დ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ინფორმაციის წარდგენა 1. ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია (შეტყობინება), გარდა სხვა ქვეყნის საბაჟო ორგანოსგან, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსგან, მათი წარმომადგენლისა და ინფორმაციის გაზიარების საერთაშორისო/რეგიონული სისტემებისგან ან/და ინფორმაციის გავრცელების მასობრივი საშუალებებით მიღებული ინფორმაციისა, სააგენტოს წარედგინება წერილობითი ფორმით, მატერიალურად ან/და ელექტრონულად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების ფორმა, მისი წარდგენისა და განხილვის წესი მტკიცდება სააგენტოს უფროსის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეტყობინებასა და სხვა ქვეყნის საბაჟო ორგანოსგან, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსა და ინფორმაციის გაზიარების საერთაშორისო/რეგიონული სისტემებისგან ან/და ინფორმაციის გავრცელების მასობრივი საშუალებებით მიღებულ ინფორმაციაზე სააგენტო რეაგირებას ახდენს რისკის ანალიზის საფუძველზე.“; ე) მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ზედამხედველობის გეგმა მტკიცდება სააგენტოს უფროსის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც მოიცავს: ა) შესამოწმებელი პროდუქტის დასახელებას, პროდუქტის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ბ) მითითებას ზედამხედველობის განხორციელების ადგილზე. ზედამხედველობის განხორციელების ადგილად ითვლება ზუსტი მისამართი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ასევე სავარაუდო (მიმდებარე) ტერიტორია, სადაც განხორციელდება ზედამხედველობა. 3. ზედამხედველობის განხორციელებისას თანამშრომლები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ შესაბამისი აღჭურვილობებით, მათ შორის: ა) სპეციალური სამსახურებრივი ფორმით; ბ) სამსახურებრივი საიდენტიფიკაციო ბარათით; გ) შემოწმების ოქმით; დ) საჭიროების შემთხვევაში: დ.ა) ნიმუშის სათავსებითა და საკმარისი რაოდენობის დასალუქი ბეჭდებით; დ.ბ) ტექნიკური შემოწმებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტებით; დ.გ) ლაბორატორიაში ნიმუშის მიღება-ჩაბარების აქტით.“; ვ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი: „მუხლი 81. ბაზრის კვლევა 1. ბაზარზე ზედამხედველობის მიზნებისთვის, პროდუქტის, პროდუქტის რეალიზაციის ადგილების, პროდუქტის გავრცელების მასშტაბის ან/და ეკონომიკური ოპერატორის მოკვლევის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, განახორციელოს ბაზრის კვლევა. 2. სააგენტოს უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ბაზრის კვლევის მიზნით, სააგენტოს წარმომადგენელი უფლებამოსილია, განახორციელოს ვიზიტი პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში. აღნიშნული კვლევის შედეგები აისახება შესაბამის ანგარიშში და გამოიყენება პროაქტიული ან/და რეაქტიული ბაზარზე ზედამხედველობის მიზნებისთვის.“; ზ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი: „მუხლი 91. მეორეული სათამაშოს ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურები 1. „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის №47 დადგენილების (შემდგომში − №47 დადგენილება) 61 მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული გამოსაცდელი მეორეული სათამაშოს ნიმუშების შერჩევის მიზნით, სააგენტოს წარმომადგენელი ვალდებულია, პროდუქტის განთავსების ადგილზე განახორციელოს შემოწმება. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის განთავსების ადგილზე წარდგენილი მეორეული სათამაშოები აკმაყოფილებს №47 დადგენილების 61 მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ან/და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს, სააგენტოს წარმომადგენელი ვალდებულია, აიღოს, ნიმუშის სათავსებში მოათავსოს, დალუქოს შერჩეული მეორეული სათამაშოების ნიმუშები და შეადგინოს შემოწმების ოქმი, ამ წესის მე-10 მუხლის შესაბამისად. 2. სააგენტოს წარმომადგენელი, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შემოწმების საფუძველზე, ადგენს მოხსენებით ბარათს, რომელშიც უთითებს მის მიერ აღებული ნიმუშების ჩამონათვალს, მათ მახასიათებლებსა და შესაძლო საფრთხის შემცველობას. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შემოწმების ოქმის განხილვა უნდა შედგეს სააგენტოში და მას უნდა ესწრებოდეს სააგენტოს უფროსი, შემოწმების განმახორციელებელი სააგენტოს თანამშრომელი/თანამშრომლები და ეკონომიკური ოპერატორი ან/და მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი. სააგენტო ვალდებულია, სხდომის გამართვამდე არანაკლებ 7 დღით ადრე ეკონომიკურ ოპერატორს ან/და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს აცნობოს სხდომის ჩატარების თარიღი და ადგილი სხვადასხვა წყაროს საშუალებით, მათ შორის, ელექტრონული ფოსტით ან/და ტელეფონით. ეკონომიკური ოპერატორის ან/და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, შემოწმების ოქმის განხილვა ჩატარდება მისი/მათი დასწრების გარეშე. 4. ეკონომიკური ოპერატორისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია გაცნობილად/ჩაბარებულად ითვლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მოხსენებითი ბარათისა და სხდომის შედეგების გათვალისწინებით, შემოწმების ოქმის შედგენიდან 15 დღის ვადაში, სააგენტოს უფროსი გამოსცემს ბრძანებას, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) იმ მეორეული სათამაშოების ჩამონათვალი, აღწერა და შეფუთვის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, რომელთა შემოწმებაც ევალება ეკონომიკურ ოპერატორს; ბ) კონკრეტული თვისებები, რაზეც უნდა მოხდეს კონკრეტული მეორეული სათამაშოების გამოცდა ეკონომიკური ოპერატორის მიერ; გ) გონივრული ვადა, რომელშიც ეკონომიკურმა ოპერატორმა უნდა განახორციელოს შემოწმება. 6. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ნიმუშები ინახება ეკონომიკურ ოპერატორთან. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, სააგენტოს მიერ №47 დადგენილების 61 მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების მიღებამდე არ გახსნას ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ნიმუშების სათავსები ან/და არ მოახდინოს აღნიშნული პროდუქტების ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 7. მეორეული სათამაშოს ეკონომიკური ოპერატორი, ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ბრძანების საფუძველზე, ვალდებულია, საკუთარი ხარჯით განახორციელოს სააგენტოს მიერ მითითებული ნიმუშების შესაბამის სფეროში აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოცდა სააგენტოს მიერ მითითებულ გონივრულ ვადაში და შემოწმების შედეგები შეატყობინოს სააგენტოს.“; თ) მე-10 მუხლის: თ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობისას, სააგენტოს წარმომადგენლის მიერ შემოწმების ადგილზე დგება შემოწმების ოქმი, რომელიც მოიცავს დოკუმენტური ან/და ტექნიკური შემოწმების შედეგებსა და გამოვლენილ შეუსაბამობებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ასევე, შესაბამის შემთხვევაში, შეუსაბამობის აღმოფხვრის ვადებს ან/და შემზღუდველი ღონისძიებების შესახებ კოდექსით გათვალისწინებული დადგენილებების შესრულების შემოწმების შედეგებს. ნიმუშის აღების შემთხვევაში, შემოწმების ოქმში აისახება აღებული ნიმუშების ჩამონათვალი, ნიმუშის აღების სათავსების საიდენტიფიკაციო ნომრები, ხოლო ამ წესის 91 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში − ასევე ნიმუშის მახასიათებლები და შესაძლო საფრთხის შემცველობა. 2. შემოწმების ოქმს ხელს აწერენ სააგენტოს წარმომადგენელი/წარმომადგენლები და ეკონომიკური ოპერატორი ან მისი წარმომადგენელი. შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მხრიდან შემოწმების ოქმის ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ამასთან, მას შეიძლება, დაერთოს ეკონომიკური ოპერატორის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის ოქმთან/პროდუქტთან დაკავშირებული წერილობითი განმარტება. შემოწმების ოქმის დედანი რჩება სააგენტოში, ხოლო ასლი გადაეცემა ეკონომიკურ ოპერატორს. ამ პუნქტის მიზნებისათვის, ეკონომიკური ოპერატორის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში, ეკონომიკური ოპერატორის უფლებამოსილ წარმომადგენლად ითვლება ასევე პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს პროდუქტის რეალიზაციას.“; თ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ბაზარზე ზედამხედველობის ფარგლებში, პროდუქტთან დაკავშირებული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, შემოწმების ოქმის ან/და შესაბამის შემთხვევებში ლაბორატორიული დასკვნის განხილვა უნდა შედგეს სააგენტოში და მას უნდა ესწრებოდეს სააგენტოს უფროსი, შემოწმების განმახორციელებელი სააგენტოს თანამშრომელი/თანამშრომლები და ეკონომიკური ოპერატორი ან/და მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი. სააგენტო ვალდებულია, სხდომის გამართვამდე არანაკლებ 7 დღით ადრე ეკონომიკურ ოპერატორს ან/და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს აცნობოს სხდომის ჩატარების თარიღი და ადგილი სხვადასხვა წყაროს საშუალებით, მათ შორის, ელექტრონული ფოსტით ან/და ტელეფონით. ეკონომიკური ოპერატორის ან/და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, შემოწმების ოქმის განხილვა ჩატარდება მისი/მათი დასწრების გარეშე.“; ი) მე-11 მუხლის: ი.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ეკონომიკური ოპერატორი ან/და მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი უფლებამოსილია, დაესწროს ნიმუშის აღების პროცესს და აღნიშნულის დასადასტურებლად ხელი მოაწეროს შემოწმების ოქმს. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ოპერატორი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი უარს აცხადებს ხელმოწერაზე, შესაბამისი ჩანაწერი მიეთითება შემოწმების ოქმში. ეკონომიკური ოპერატორის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შემოწმების ოქმის ხელმოწერაზე უარი არ ახდენს გავლენას შემოწმების ოქმის შედეგზე.“; ი.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობისას, ნიმუშის ლაბორატორიულად შემოწმების შემთხვევაში, ნიმუშების რაოდენობა განისაზღვრება შესაბამისი აკრედიტებული ლაბორატორიის მოთხოვნის საფუძველზე.“; ი.გ) მე-5 − მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს; ი.დ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. სააგენტო ვალდებულია, პროდუქტის გამოსაცდელ ნიმუშს შესაბამის ლაბორატორიაში გაგზავნამდე თან დაურთოს ნიმუშის მიღება-ჩაბარების აქტი. აკრედიტებული ლაბორატორია ვალდებულია, შეავსოს შესაბამისი ინფორმაცია, ხელი მოაწეროს აღნიშნულ აქტს და სააგენტოს დაუბრუნოს მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც თავად აკრედიტებული ლაბორატორია ახორციელებს ნიმუშის აღებას სააგენტოს მითითებით ან/და როდესაც ნიმუშები იგზავნება სხვა ქვეყნის ლაბორატორიაში გამოსაცდელად.“; ი.ე) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. შესაბამისი ლაბორატორია ვალდებულია, პროდუქტის გამოსაცდელი ნიმუშის შემოწმების შემდეგ სააგენტოს წერილობით წარუდგინოს ნიმუშის შემოწმების შედეგები.“; კ) მე-12 მუხლის: კ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროდუქტის დოკუმენტური ან/და ტექნიკური შემოწმების განხორციელების შემდგომ, სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი სააგენტოს უფროსს წარუდგენს შემოწმების ოქმსა და მოხსენებით ბარათს დოკუმენტური ან/და ტექნიკური შემოწმების შედეგების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად გამოვლინდა შესაბამისი შემზღუდველი ღონისძიებების დაკისრების აუცილებლობა, მოხსენებით ბარათში უნდა აღიწეროს შესაბამისი შემზღუდველი ღონისძიების გატარების აუცილებლობა, შემდეგი გარემოებების აღწერის თანხლებით: ა) დარღვევებით გამოწვეული საფრთხეები; ბ) შესაბამის შემთხვევებში, შესაბამისი ზიანი/ნეგატიური ზეგავლენა ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოს მიმართ; გ) შესაბამის შემთხვევებში, საფრთხეების გავრცელების მასშტაბი; დ) შესაბამის შემთხვევებში, ბაზარზე განთავსებული/რეალიზებული პროდუქტის რაოდენობა (ზუსტი მონაცემების არქონის შემთხვევაში, მიახლოებითი რაოდენობა); ე) შესაბამის შემთხვევებში, პროდუქტის ბაზარზე მიწოდების ჯაჭვში ჩართული ეკონომიკური ოპერატორების შესახებ ინფორმაცია; ვ) შესაბამის შემთხვევებში, შემზღუდველი ღონისძიებ(ებ)ის გატარების გონივრული ვადა; ზ) შესაბამის შემთხვევებში, შემზღუდველი ღონისძიებ(ებ)ის შედეგების მონიტორინგის მეთოდი და განხორციელებული პროცესის აღწერა; თ) სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების აღწერა.“; კ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობისას, კოდექსისა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში, კოდექსის შესაბამისად, სააგენტო ეკონომიკურ ოპერატორს განუსაზღვრავს შესაბამის შემზღუდველ ღონისძიებას, რომელიც მიიღება სააგენტოს უფროსის დადგენილების სახით.“; კ.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილება მიიღება შემოწმების ოქმის შედგენიდან არა უმეტეს 15 დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, როდესაც შეუსაბამობა დგინდება შესაბამისი ლაბორატორიის მიერ ნიმუშის შემოწმების შედეგად, დადგენილება მიიღება ლაბორატორიული დასკვნის სააგენტოში წარდგენიდან 15 დღის ვადაში.“; ლ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია გაავრცელოს სააგენტოს უფროსის დადგენილებით გათვალისწინებული საკომუნიკაციო/საინფორმაციო საშუალებით.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები