„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 615
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 190040000.10.003.023171
615
28/12/2021
ვებგვერდი, 29/12/2021
190040000.10.003.023171
„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №615

2021 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/03/2019, 190040000.10.003.021178) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო პროგრამაში − საკრედიტო საგარანტიო სქემაში“ მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ პროგრამით გათვალისწინებულ გარანტიაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სესხის დადასტურების მიზნით სააგენტოსთვის მიმართვის ბოლო ვადად განისაზღვრება არა უგვიანეს 2021 წლის 15 დეკემბერი. აღნიშნული ვადის დასრულების შემდეგ, პროგრამაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, სააგენტოსთვის მიმართვის ვადა გაგრძელდება 2022 წლის 3 იანვრიდან 2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი