დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან, ტესტირებასთან ან/და გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებული დოკუმენტის გაცემის წესის, ფორმისა და რეკვიზიტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის N01-93/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01-104/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 29/12/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016930 |
|
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან, ტესტირებასთან ან/და გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებული დოკუმენტის გაცემის წესის, ფორმისა და რეკვიზიტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის №01-93/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან, ტესტირებასთან ან/და გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებული დოკუმენტის გაცემის წესის, ფორმისა და რეკვიზიტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის №01-93/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/11/2021, სარეგისტრაციო კოდი: 470230000.22.035.016919) დამტკიცებული №1 დანართის (ახალი
კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან, ტესტირებასთან ან/და გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებული დოკუმენტის გაცემის წესი, ფორმა და რეკვიზიტები“) მე-7 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:
,,4. Georgia e-Health მობილურ აპლიკაციაში საქართველოში ან მის გარეთ აცრილი პირების შესახებ ასახულ ინფორმაციაში შესაძლებელია განხორციელდეს პირადი ნომრის, პასპორტის ნომრით ცვლილება (ან პირიქით), რისთვისაც აცრილმა ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს ოფიციალური ორგანოს მიერ გაცემული განახლებული ცნობა, რომელიც ადასტურებს პასპორტის და პირადი ნომრის კუთვნილებას ერთსა და იმავე პირზე. 5. ელექტრონულ სისტემაში ცვლილება უნდა განხორციელდეს ამ მუხლით განსაზღვრული პრინიციპების მიხედვით.“.
|
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 24 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები