,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 04/03/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
37
02/03/2009
სსმ, 23, 04/03/2009
000000000.00(0).000.000000
,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №37

2009 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

 ,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,ბიუჯეტების შემოსულო­ბების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორ­ციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშ­გების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №29, მუხლი 275) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მე-4 პუნქტის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.ბ) სახაზინო კოდის მე-2, მე-5 ციფრები განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიას, ფინანსთა სამი­ნისტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს ან შესაბამისი დონის ბიუჯეტს;“.

2. ,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმე­ტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუ­ნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის:

ა) მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შე­სა­­­ბამისად წარმოებს ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადა­სახა­დის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეან­გარი­შიდან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფლე­ბამოსილი ტერიტორიული ორგანოს (შემდგომში – ტერი­ტორიული ორგანო) მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგე­ნილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

2. ზედმეტად გადახდილი გადასახადის სხვა გადასახა­დების სახეში გადატანა წარმოებს ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის თა­ნახ­­მად, უფლებამოსილი ტერიტორიული ორგანოს მიერ სახელ­მწიფო ხაზინაში წარდ-გენილი საგადახდო დავალების საფუძ­ველზე.“;

ბ) მე-12 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბ­რუნება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებ­ლობის შესაბამისად ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგა­რიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინაში შესაბამისი ტერიტო­რიული ორგანოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.“;

ბ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საგადახდო დავალება მზადდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მესამე ეგზემპლარები ხელმოწერილია შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსისა და შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ და დადასტურებულია ბეჭდით.“;

ბ.გ) მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) თანხის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე ტერიტო­რიული ორგანოსათვის წარდგენილი იმ გადამხდელის წერილის ასლი, რომლის სასარგებლოდაც ხდება გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება;“;

ბ.დ) მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) საბაჟო კუთხით ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის გადამხდელისათვის დაბრუნების შემთხვევაში საქართვე­ლოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფრო­სის წერილობით მიმართვას თან უნდა ახლდეს გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით შესაბამისი ტერი­ტორიული ორგანოს წერილობითი დასტური აღნიშნული ინფორმაციის მიღების თაობაზე.“;

ბ.ე) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. სახელმწიფო ხაზინის მიერ გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება წარმოებს შესაბამისი ტერიტო­რიული ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სათანადო რიგითო­ბით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.

6. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბ­რუნების შესახებ შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს იმ შემ­თხვევაში, თუ:

ა) ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე არსებული სახსრები მოცემული პერიოდისათვის არასაკმარისია წარდგე­ნილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად;

ბ) დოკუმენტაცია ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების თაობაზე არ შეესაბამება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და 10 დღეში არ წარედგინა სრულ­ყოფილი დოკუმენ-ტაცია.“;

გ) მე-13 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ეს მუხლი განსაზღვრავს ტერიტორიული ორგანოს მიერ მე-12 მუხლით გათვალისწინებული საგადახდო დავალების წარდგენის საფუძვლებსა და საგადახდო დავალების წარდგენამ­დე განსახორციელებელ პროცედურებს.“;

გ.ბ) მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ტერიტორიული ორგანო ადასტურებს ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას“ ან ,,გადასახადის გადამხდელის მო­თხოვ­­ნა“ დაკმაყოფილდა საქართველოს საგადასახადო კო­დექ­სით დადგენილი წესით.“;

გ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადამხდელს უფლება აქვს ტერიტორიულ ორგანოს წარუდგინოს ,,გადასა­ხადის გადამხდელის მოთხოვნა“ დარიცხულ დღგ-ს თანხაზე ჩასათვლელი თანხის გადამეტების წარმოქმნის საანგარიშო პერიოდიდან 3 თვის გასვლის შემდეგ. ,,გადასახადის გადამ­ხდე­ლის მოთხოვნის“ დადასტურების შემთხვევაში ზედმეტად გადახ­დილი დღგ-ს თანხა უნდა დაბრუნდეს საქართველოს საგა­დასახადო კოდექსის 71-ე მუხლით დადგენილ ვადაში.“;

გ.დ) მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) საგადასახადო შემოწმების შემდეგ ერთი თვის ვადაში (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 251-ე მუხლის პირველი ნაწილით და 252-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში) ან სამი თვის ვადაში (ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში) თუ ფიქსირდება გადამხდელის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედა­რების განხორციელებისას – 2004 წლის 1 იანვრამდე პერიოდის ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა.“;

გ.ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ არასრულად ან არასწორად შევსების შემთხვევაში ტერიტორიული ორგანო ვალდებულია ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ მიღე­ბიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა მოამზადოს დასაბუ­თებული გადაწყვეტილება ამ მოთხოვნის უკან დაბრუნების შე­სა­ხებ და აცნობოს გადამხდელს, რომელიც უფლებამოსილია გაასაჩივროს მითითებული გადაწყვეტილება საქართველოს სა­გა­­დასახადო კოდექსით დადგენილი წესით.“;

გ.ვ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,14. ტერიტორიულ ორგანოებში ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების დამატებითი პროცედურები და ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე“ დასართავი საბუთების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს ფინან­სთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

დ) მე-14 მუხლის:

დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

,,1. გადასახადის სხვა გადასახადების სახეში გადატანა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით წარმოებს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.“;

დ.ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საგადახდო დავალება მზადდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მესამე ეგზემპლარებს ხელს აწერენ შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსი და შესაბამისი უფლებამოსილი პირი და დადასტურებულია ბეჭდით.

4. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების სახეში გადატანა წარმოებს შესაბამისი ტე­რიტორიული ორგანოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავა­ლების საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახელმწიფო ხაზი­ნაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით.“;

დ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადა­სახადების სახეში გადატანის შესახებ შესაბამის ტერიტო­რიულ ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალების წარდგენის მომენტისათვის კალენდარული წლის განმავლობაში შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ გადასახადის სახეში მობილიზებული სახსრები არასაკმარისია შესაბამისი ტერიტო­რი­ული ორგანოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                            ნ. გილაური