„აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016451
23
28/12/2021
ვებგვერდი, 29/12/2021
010260020.35.110.016451
„აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტი
 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2021 წლის 28 დეკემბერი

აბაშა

 

„აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №20  დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 01/05/2018 სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016353) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2.სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა)  ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილება;

ბ)   ბუღალტრული აღრიცხვის და საფინანსო ზედამხედველობის განყოფილება;

გ)  შესყიდვების განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის  ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს  ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის  დებულებით  და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და მოხელის კარიერის მართვა განისაზღვრება მერიის  დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგელა ხოშტარია