დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.124.016432 |
|
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,24/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.124.016283) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილებით გათვალისწინებული დანართის:
1.მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია (შემდგომში – განყოფილებები): ა) ქონების მართვის განყოფილება; ბ) ეკონომიკური განვითარების, საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება; გ) ტურიზმის განვითარების განყოფილება; დ) სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გარემოს დაცვის განყოფილება 2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სამსახურის ფუნქციები 1. სამსახური, მასში შემავალ მეორად სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ქონების მართვის განყოფილება: ა.ა) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული იმ დაურეგისტრირებელი ქონების რეგისტრაციის მიზნით, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება მუნიციპალურ საკუთრებად დარეგისტრირებას. აგრთვე, დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული ქონების რეგისტრაციის დაზუსტებას; ა.ბ) წინადადებების შემუშავება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში საკითხის დასასმელად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თვითმართველ ერთეულზე გადმოცემის შესახებ; ა.გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული ქონების კატეგორიის შეცვლის თაობაზე წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას; ა.დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას; ა.ე) მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და ნუსხის შესაბამისად, საპრივატიზებო ობიექტების გეგმის პროექტის მომზადებას; ა.ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წინადადებების შემუშავებას მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული იმ ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ, რომელმაც დაკარგა თავისი ფუნქციური დანიშნულება; ა.ზ)მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის (პრივატიზება/სარგებლობის უფლებით გაცემა) მიზნით საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და ელექტრონული აუქციონის ორგანიზებას, აუქციონის შედეგების გაფორმებას; ა.თ) კანონიერი მოსარგებლეებისთვის მათ სარგებლობაში არსებული ფართების კანონმდებლობის შესაბამისად საკუთრებაში გადაცემისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებას; ა.ი) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების მონაცემთა ბაზის შექმნა-განახლებას; ა.კ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ნორმატიული აქტის პროექტის მომზადებას; ა.ლ) ფიზიკური და კერძო სამართლის იურდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში ჩართულობას; ა.მ) სხვადასხვა პროფილის სტატისტიკური ბაზებისა და მონაცემების დამუშავებას; ა.ნ) საინფორმაციო პაკეტების შექმნას და დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდებას. ბ) ეკონომიკური განვითარების, საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება: ბ.ა) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების დოკუმენტების, სამოქმედო გეგმების შემუშავებას, მათი განხორციელების პროცესების წარმართვას და მონიტორინგს; ბ.ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; ბ.გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას, განხორციელების მონიტორინგს; ბ.დ) ახალგაზრდული ეკონომიკური პროექტების, პროგრამებისა და სხვა ბიზნესინიციატივების ხელშეწყობას; ბ.ე) ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების დაფინანსების შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, დაინტერესებულ პირთათვის გაცნობას; ბ.ვ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების დადგენის თაობაზე წინადადებების, რეკომენდაციების და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას; ბ.ზ) სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღებას; ბ.თ) ინვესტიციების მოზიდვის ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ბ.ი) საინვესტიციო პოტენციალის იდენტიფიცირებას; ბ.კ) საინვესტიციო წინადადებების შემუშავებას და საინვესტიციო პაკეტების მომზადების უზრუნველყოფას; ბ.ლ) საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და დაფინანსების შესაძლებლობების მოძიებას; ბ.მ) ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მოძიებას, დონორების მოთხოვნებზე მორგებული საგრანტო წინადადებების შემუშავების უზრუნველყოფასა და წარდგენას; ბ.ნ) სხვადასხვა ფონდიდან დაფინანსების შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, საინფორმაციო პაკეტების შექმნასა და დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფას. გ) ტურიზმის განვითარების განყოფილება: გ.ა) ტურიზმის ხელშემწყობი მუნიციპალური პროგრამების და გეგმების შემუშავებისა და მათი განხორციელების პროცესების წარმართვას; გ.ბ) მუნიციპალიტეტის შესახებ საცნობარო-საინფორმაციო მასალების მოძიება, ტურისტულ ობიექტებზე ვიდეორგოლების, ფლეერებისა და ბროშურების მომზადების ხელშეწყობა-კორდინაციას; გ.გ) მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე წინადადებების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება-შემუშავებას; გ.დ) ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას; გ.ე) ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად შიდატურისტული მარშრუტების შედგენას; გ.ვ) საოჯახო ღვინის მარნებისა და საოჯახო სასტუმროების, კვების ობიექტების პოპულარიზაციის ხელშეწყობას; გ.ზ) ქართულ და უცხოურ ტურისტულ კომპანიებთან და სააგენტოებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფას; გ.თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული და ბუნებრივი ძეგლების, კურორტების, ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით ქვეყნის შიგნით და უცხოეთში ტურისტულ გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობის მიღებას; გ.ი) მუნიციპალიტეტის ისტორიული და ბუნებრივი ძეგლების პოპულარიზაციის მიზნით ტურების ორგანიზებას; გ.კ) ტურიზმის სფეროში ჩართული კერძო მესაკუთრეებისა და მეწარმეების გადამზადების, ტრენინგების ორგანიზების უზრუნველყოფას. დ) სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გარემოს დაცვის განყოფილება: დ.ა) მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარების ხელშეწყობას, ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და მათი პროგრამების მოზიდვას; დ.ბ) გარემოსდაცვითი აქტივობების კოორდინაციას; დ.გ) მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გარემოსდაცვითი პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების მოძიებაში მონაწილეობას; დ.დ) ადგილმდებარეობის მიხედვით ბუნებრივი რესურსებისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზანშეწონილობის განსაზღვრას; დ.ე) სოფლის მეურნეობის განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას; დ.ვ) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული სტრატეგიული დოკუმენტების მომზადების ხელშეწყობას; დ.ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარწყავი სისტემის ქსელის რეაბილიტაციის ხელშეწყობას; დ.თ) მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით უზრუნველყოფის ხელშეწყობას; დ.ი) საგაზაფხულო სამუშაოების შესახებ მონაცემების თავმოყრა-დამუშავებას; დ.კ) სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების თაობაზე წინადადებების მომზადებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები