დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 19 |
დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 28/12/2021 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.110.016447 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანდართული დებულება. |
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №40 დადგენილება. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება
|
მუხლი 1.
განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმთა სამსახური |
1. განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმთა სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის, მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით. 4. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. აბაშა, ტ. დარასელიას ქ. №1. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა და ორგანიზაცია |
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან და განყოფილების მოხელეებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) განათლების განყოფილება; ბ) სპორტის განყოფილება. გ)ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება; 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და კარიერის მართვა განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. |
მუხლი 3.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას; გ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას; დ) წინადადებების შემუშავებას განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ვ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე; ზ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი განათლებისა ობიექტების მართვის კოორდინაციას. მათი რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის პროგრამების პროექტების მომზადებას; დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; თ) საგანმანათლებლო ღონისძიებათა ჩატარებას; ლ) ეროვნული სიმდიდრის დაცვას და პოპულარიზაციას, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფის, განათლების სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას; ნ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; ო) სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებისათვის სპორტულ და ახალგაზრდობის საქმეთა საქმიანობაში მეთოდური დახმარების გაწევას; პ) წინადადებების შემუშავებას მასობრივ სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების საკითხებზე; ჟ) ახალგაზრდული და მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას; რ) სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას; ს) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შესაბამისი სფეროს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციას; ტ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას; უ) საზოგადოებრივი განათლებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის უზრუნველყოფისთვის შესაბამისი წინადადებების მომზადებას და ღონისძიებების დაგეგმვას. |
მუხლი 4.
ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ფუნქციები |
1. სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას; ბ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; გ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის განვითარების საკითხებზე; დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 5.
განათლების განყოფილების ფუნქციები |
1. სამსახურის განათლების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) განათლების სფეროში მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის კოორდინაციას; დ) წინადადებების შემუშავებას განათლების დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ე) გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფის, განათლების სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას; ვ) საზოგადოებრივი განათლებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის უზრუნველყოფისთვის შესაბამისი წინადადებების მომზადებას და ღონისძიებების დაგეგმვას; ზ) მოსწავლეთა ტრანპორტირების კოორდინაციას; თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 6.
სპორტის განყოფილება |
1. სამსახურის სპორტის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას; დ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას; ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 7.
დასკვნითი დებულებები |
1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით.
2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
დოკუმენტის კომენტარები