ოზონდამშლელი ნივთიერებების 2022 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ

ოზონდამშლელი ნივთიერებების 2022 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-1731
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016700
2-1731
31/12/2021
ვებგვერდი, 04/01/2022
360160000.22.023.016700
ოზონდამშლელი ნივთიერებების 2022 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-1731

2021 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ოზონდამშლელი ნივთიერებების 2022 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 381 მუხლის მე-5 პუნქტის და „ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ივნისის №266 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1
დამტკიცდეს 2022 წლის საიმპორტო წლიური კვოტა შემდეგი ოზონდამშლელი ნივთიერებისთვის: ქლორდიფტორმეთანი (CHF2Cl, HCFC-22) – 40,00 მეტრული ტონა.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 20 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ხანიშვილი