„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის N110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის N110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 05/26
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.088.016026
05/26
30/12/2021
ვებგვერდი, 30/12/2021
040030000.22.088.016026
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის N110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №05/26

2021 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18/06/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.017734) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების“ მე-3 მუხლის: 
1. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დირექტორატი შედგება გენერალური დირექტორისა და ოთხი დირექტორისაგან. დირექტორატის დებულებას და საქმიანობის წესს ამტკიცებს დირექტორატი. დირექტორატის საქმიანობის ტექნიკურ ხელშეწყობას ახორციელებს დირექტორატის მდივანი.“.
2. მე-4 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, რომელიც იმავდროულად ხელმძღვანელობს მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალ მუზეუმებს, გარდა ამ პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში მითითებული მუზეუმებისა;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი.“.
მუხლი 2
1. შტატით გათვალისწინებული და შტატგარეშე მოსამსახურე, რომელიც ამ ბრძანების ძალაში შესვლის დროს დასაქმებული იყო ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალ სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, უკონკურსოდ იქნეს გადაყვანილი იმავე თანამდებობაზე (ასეთის არარსებობის შემთხვევაში − ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ტოლფასი თანამდებობის არარსებობისას – მისი თანხმობის საფუძველზე, დაბალ თანამდებობაზე, კომპეტენციის გათვალისწინებით).
2. დირექტორატს დაევალოს, ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მიიღოს შესაბამისი ზომები ამ მუხლის პირველი პუნქტის აღსასრულებლად. აღნიშნული ღონისძიებების აღსრულებამდე სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მოქმედმა თანამშრომლებმა გააგრძელონ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება, მათთვის დაკისრებული ფუნქციებისა და  კომპეტენციების გათვალისწინებით.
3. გენერალურ დირექტორსა და დირექტორატის სხვა წევრებს  დაევალოთ, ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში, ამ ბრძანებასთან შესაბამისობაში მოიყვანონ მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის დებულებანი და სხვა სამართლებრივი/ადმინისტრაციული აქტები.
4. დირექტორატს დაევალოს 2022 წლის 15 იანვრამდე სამინისტროში შესათანხმებლად წარადგინოს 2022 წლის პროგრამული ბიუჯეტის ფარგლებში მუზეუმისთვის/მუზეუმთა ჯგუფებისთვის საბიუჯეტო სახსრების განაწილების პროექტი, ამ ბრძანების პირველი მუხლიდან გამომდინარე ცვლილებების გათვალისწინებით.
5. გენერალურ დირექტორს დაევალოს, ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში, უზრუნველყოს სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის სამუზეუმო ფონდისთვის მისთვის კუთვნილი კოლექციებისა და ცალკეული სამუზეუმო ექსპონატების გადაცემა/დაბრუნება.
6. სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორს დაევალოს შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის ინვენტარიზაცია და მათი წესრიგში მოყვანისათვის აუცილებელი ღონისძიებების ნუსხის მინისტრისათვის წარდგენა, კანონმდებლობით დადგენილი წესით აღნიშნული მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნიდან 2 თვის ვადაში.
7. სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორს დაევალოს, სამინისტროს წარმომადგენლის ჩართულობით, სამუზეუმო ექსპონატების აღწერა/დადარების პროცესის წარმართვა, დასრულება და მინისტრისათვის შესაბამისი ანგარიშის წარდგენა, კანონმდებლობით დადგენილი წესით აღნიშნული მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნიდან 4 თვის ვადაში.
8. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ვადისგან განსხვავებული ვადა შესაძლებელია დადგინდეს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მუზეუმის დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც უნდა დასაბუთდეს. შუამდგომლობა შესაძლებელია არ იქნეს გაზიარებული ან დაკმაყოფილდეს სრულად ან ნაწილობრივ.
9. სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში 2022 წელს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა განსაზღვრულ იქნეს, ამ ბრძანების ამოქმედებამდე ეროვნული მუზეუმის დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული მუზეუმთა ჯგუფის მიერ აღნიშნული დებულების მე-9 მუხლის მე-4-მე-7 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებული ზღვრული ოდენობის შესაბამისად.
მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს 2022 წლის 15 იანვრიდან.
2. ამ ბრძანების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრითეა წულუკიანი