„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორიის და მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“, საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების/ფასის, აგრეთვე რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 4-10
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/12/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.101.016929
4-10
27/12/2021
ვებგვერდი, 28/12/2021
210020010.35.101.016929
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორიის და მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“, საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების/ფასის, აგრეთვე რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4-10

2021 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორიის და მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“, საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების/ფასის, აგრეთვე რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორიის და მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“, საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების/ფასის, აგრეთვე რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 06/01/2015, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.101.016086) და:

ა)  დადგენილების პირველი მუხლიდან ამოღებულ იქნეს „ა“, „ბ“, „გ1“ და „ე“  ქვეპუნქტები;

ბ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული, მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული: ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიები), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას,  საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას, ფასდაკლების შემდეგი სისტემა: ავტობუსებში, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტში (მეტრო) და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ გადაყვანისას მგზავრობის ტარიფის/ფასის გადახდის ფუნქციის მქონე ბარათის ან გადახდის სხვა საშუალების მფლობელი, მგზავრობის ტარიფის/ფასის ამ ბარათით ან გადახდის საშუალებით 1,0 ლარის გადახდის შემდეგ, აგრეთვე ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2, მე-3 და 31 პუნქტებით დადგენილი შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით/ფასით მოსარგებლე პირი, მისი სამგზავრო პლასტიკური ბარათით ან გადახდის სხვა საშუალებით მგზავრობის ტარიფის/ფასის გადახდის შემდეგ, უფლებამოსილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული, მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული: ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიები), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ უფასოდ იმგზავროს 90 წუთის განმავლობაში ულიმიტოდ იმ პირობით, რომ აღნიშნულ დროში ყოველი მგზავრობის დაწყებისას აიღებს სამგზავრო ბილეთს (რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში უფასოა) მისი ბარათით ან გადახდის სხვა საშუალებით.“;

გ) დადგენილების 31 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 31

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული, მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული: ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიები), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას,  საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას გავრცელდეს ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული უფასო და შეღავათიანი მგზავრობის უფლება და მე-3 მუხლით დამტკიცებული ფასდაკლების სისტემა.“;

დ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 მუხლი:

„მუხლი 32

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული, მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული: ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიები), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას,  საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას, ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული მგზავრობის ტარიფების/ფასის გადახდა, მოქმედი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ გადახდის სხვა საშუალებებთან ერთად, შესაძლებელია ვადიანი სამგზავრო ბარათით.

2. ვადიანი სამგზავრო ბარათით სარგებლობა შესაძლებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული,  მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული: ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიები), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას,  საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას ერთი დღის განმავლობაში ზემოაღნიშნული ყველა სახის ტრანსპორტით ჯამში 20-ჯერ და ბარათით სარგებლობისას დაცული უნდა იყოს არანაკლებ 15 წუთიანი ინტერვალი, ამასთან გადახდის სისტემაში ყოველი მგზავრობის დაწყებისას უნდა დაფიქსირდეს ვადიანი სამგზავრო ბარათი.

3. ვადიანი სამგზავრო ბარათის ღირებულება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული, მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული: ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიები), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას,  საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას, დროის მონაკვეთის მიხედვით, დადგინდეს შემდეგი ოდენობით:

ა) 1 დღე – 3 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 24 საათის განმავლობაში);

ბ) 1 კვირა – 20 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 6 კალენდარული დღის განმავლობაში);

გ) 1 თვე – 40 ლარი (გადახდის მომენტიდან შემდეგი თვის შესაბამისი რიცხვის ჩათვლით);

დ) 3 თვე –100 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 91 კალენდარული დღის განმავლობაში);

ე) 6 თვე – 150 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 182 კალენდარული დღის განმავლობაში);

ვ) 1 წელი – 250 ლარი (გადახდის მომენტიდან შემდეგი წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე).

4. ვადიანი სამგზავრო ბარათის დიზაინს, მის გაცემაზე უფლებამოსილ პირს და ვადიანი სამგზავრო ბარათის გამოყენების წესს განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.

5. სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებული სისტემით მგზავრობა განისაზღვროს 90 წუთის განმავლობაში ულიმიტოდ, ერთი ლარის ოდენობით.“;

ე) დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, აგრეთვე საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანის განმახორციელებელმა იურიდიულმა პირმა უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტით, მე-2, მე-3 და 32 მუხლებით დამტკიცებული მგზავრობის/გადატანის ტარიფით და ფასდაკლების სისტემით მომსახურების განხორციელება მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“;

ვ) დადგენილების 41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41

 ავტობუსებით (M2 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელმა იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ ამ დადგენილების მე-2, მე-3 და 32 მუხლებით დამტკიცებული ფასდაკლების სისტემით მომსახურების განხორციელება მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“.

მუხლი 2
1. ვადიანი სამგზავრო ბარათების რეალიზაცია დაიწყოს 2022 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო ბარათებით სარგებლობა – ამ დადგენილების პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 32 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით დადგენილი დროის მონაკვეთების შესაბამისად – 2022 წლის პირველი თებერვლიდან. 2022 წლის პირველი იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით შეძენილი ვადიანი სამგზავრო ბარათები ძალაშია 2022 წლის პირველი თებერვლიდან.

2. მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი იურიდიული პირის განკარგულებაში დარჩეს სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებული სისტემის ამოქმედებიდან 2022 წლის პირველ თებერვლამდე ამ გადაყვანებით შესული თანხები, ხოლო 2022 წლის პირველი თებერვლიდან  მგზავრობის ფასი ჩაირიცხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ანგარიშზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე