ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდაზე შეღავათის დადგენის შესახებ

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდაზე შეღავათის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4-13
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/12/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.101.016925
4-13
27/12/2021
ვებგვერდი, 28/12/2021
200230000.35.101.016925
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდაზე შეღავათის დადგენის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4-13

2021 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდაზე შეღავათის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული პირების (შემდგომში - მოსაკრებლის გადამხდელები) მიმართ დადგინდეს შეღავათი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდაზე, ამ დადგენილების შესაბამისად.

მუხლი 2
1. მოსაკრებლის გადამხდელები, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში, გათავისუფლდნენ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის დაწესებული მოსაკრებლის (შემდგომში-მოსაკრებელი) გადახდისაგან 2022 წლის განმავლობაში, გარდა ამ დადგენილების მე-4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით.

3. იმ შემთხვევაში, თუ მოსაკრებლის გადამხდელი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებით ისარგებლებს 2022 წლის დასრულებამდე, მას ამ პერიოდიდან მოსაკრებელი დაერიცხება ჩვეულებრივი წესით.

4. იმ შემთხვევაში, თუ მოსაკრებლის გადამხდელი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებით ვერ ისარგებლებს 2022 წლის განმავლობაში, იგი გამოუყენებელი შეღავათით ვეღარ ისარგებლებს მომდევნო წლების განმავლობაში.

მუხლი 3
მოსაკრებლის გადამხდელებს, რომელთაც 2022 წლის პერიოდზე გადახდილი აქვთ მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათზე (რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას), რომელიც ჩაითვლება ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პერიოდის შემდგომ დარიცხული მიმდინარე დავალიანების დასაფარად.

მუხლი 4
ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებულ პირები უფლებამოსილი არიან უარი განაცხადონ ამ დადგენილებით გათვალისწინებულ შეღავათით სარგებლობაზე, მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურთან ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირთან განაცხადის შეტანის გზით.

მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე

დანართი

მოსაკრებლის გადამხდელთა კატეგორია

1.

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილების „დანართი 2“-ის მე-6 გრაფით გათვალისწინებული სუბიექტები (სასტუმროები და სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებლები), რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა შემდეგ პირობას:

  • დარეგისტრირებულნი არიან „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებით გათვალისწინებულ აბონენტად;
  • შეღავათით სარგებლობის დროს არ უნდა იყვნენ რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმში ან ლიკვიდირებულნი.

2.

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილების „დანართი 2“-ის 21-ე გრაფით გათვალისწინებული სუბიექტები (რესტორნები, პიცერიები, სასადილოები (გარდა უმწეოთათვის უფასო სასადილოებისა) კაფეები და ბარები), რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა შემდგ პირობას: