დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/03/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 27, 20/03/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310.150.000.11.115.005.200 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11.115.005.200
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის
ბრძანება №22
2002 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის და „საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 4 იანვრის №1 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. 2002 წ. 22 მარტიდან დადგენილი და გაშვებული იქნას მიმოქცევაში, შემდეგი ნიმუშების საქართველოს საფოსტო მარკები:
ა) „თბილისის ცირკი” – 1 მარკა, ავტორი ბ.ქობლიანიძე; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; ზომა 28X43მმ; ნომინალური ღირებულება 80 თეთრი; ტირაჟი 100 ათს. ცალი, აქედან 50 ათს. ბუკლეტების (სასუვენირო ფურცლის) სახით. ბუკლეტში 2 მარკა.
ბ) „ქართული ცირკი” – 1 მარკა, ავტორი ბ.ქობლიანიძე; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; ზომა 28X43მმ; ნომინალური ღირებულება 40 თეთრი; ტირაჟი 100 ათს. ცალი, აქედან 50 ათს. ბუკლეტების (სასუვენირო ფურცლის) სახით. ბუკლეტში 2 მარკა.
| მარკა №303 ნომინალი 80 თეთრი | მარკა №304 ნომინალი 40 თეთრი |
|
|
|
ბუკლეტი (სასუვენირო ფურცელი)

2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან.
მ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება 

დოკუმენტის კომენტარები