მშენებელ მუშათა ატესტაციის ჩატარების შესახებ

  • Word
მშენებელ მუშათა ატესტაციის ჩატარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი
მიღების თარიღი 14/03/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27, 20/03/2002
სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.11.116.005.199
  • Word
14
14/03/2002
სსმ, 27, 20/03/2002
330.130.000.11.116.005.199
მშენებელ მუშათა ატესტაციის ჩატარების შესახებ
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.11.116.005.199

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის

ბრძანება №14

2002 წლის 14  მარტი

ქ. თბილისი

მშენებელ მუშათა ატესტაციის ჩატარების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 23 თებერვლის №68 ბრძანებულების, მშენებელ მუშათა კადრების სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლების, დასაქმების ორგანიზაციისა და ატესტაციის ღონისძიებათა შესახებ”, შესრულების მიზნით ვბრძანებ:

1. მშენებელ მუშათა სავალდებულო და ნებაყოფლობითი ატესტაცია განხორციელდეს 2002 წლის 15 აპრილიდან.  სავალდებულო ატესტაციას დაექვემდებაროს მშენებელ მუშათა ის პროფესიები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია შენობების და ნაგებობების მდგრადობის უზრუნველყოფასთან (საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსა და განათლების სამინისტროების მიერ დამტკიცებული მუშათა კადრების პროფესიების ჩამონათვალის მიხედვით).

2 საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოების და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა, შეუძლიათ დაქვემდებარებულ საწარმოებში მუშების ორგანიზებული სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლების და ატესტაციის ჩატარებისთვის მიმართონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ მშენებელს” და გაუფორმონ სათანადო ხელშეკრულება კვალიფიკაციის ამაღლების და ატესტაციის ჩატარების პირობების და ვადების განსაზღვრით.

3. ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან არსებულმა მთავარმა არქმშენინსპექციამ” მშენებლობის ხარისხის კონტროლის განხორციელებისას მიაწოდოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ “მშენებელს” ინფორმაცია მშენებარე ობიექტებზე და მშენინდუსტრიის საწარმოებში დასაქმებული მშენებელი მუშების კვალიფიკაციის დონის და მათი ატესტაციის მიზანშეწონილობის შესახებ.

4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ მ. ნიკოლაიშვილს.

ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. ჩხენკელი